შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

21 ოქტომბერი


8-07-2016, 21:30
ავტორი სპენსერი
ნანახია 1 409

ვდგავარ მეთხუთმეტე სართულის კიდეზე..ადრენალინს ვგრძობ..მინდა რომ უფრო მეტ სიმაღლეზე ვიყო!ანდაც გაფრენა მინდა..მინდა ფრთები მქონდეს და გავფრინდე....თავში იდიოტურმა აზრმა გამირბინა,მაგრამ არა!რა სისულელეა..
***
ყველაფერი 21 ოქტომბერს დაიწყო...მეგონა არასდროს დასრულდებოდა და სულ ასე იქნებოდა..მაგრამ "მეგონა"....იცით მისი ნახვა იქ რა იყო?არ ვიცი ასე მეგონა თავში ჭიანჭველები დადიოდნენ..რათქმაუნდა მორიგ "ნაშასთან" ერთად იყო...მეწყინა გგონია?
არა!
მიჩვეული ვარ მისგან ასეთ საქციელს.
ჩემს საუკეთესო მეგობარს დავემშვიოდობე და ბარი დავტოვე..განა იმიტომ რომ ჩემი სუსტი წერტილი დაენახა ან რამე..არა უბრალოდ ვერ ვუყურებდი მას სხვა გოგოსთან..ვერ ვნახავდი სხვასთან ერთად!
***
თითქოს ყველა დეტალი გამახსენდა..ჯანდაბა მოგონებები!!
წამით გამახსენდა მისი ღიმილი..აი ასე "დებილივით" რომ მიღიმოდა,თვალებით მეტყველებდა...ცისფერი თვალებით...მერე მახსოვს პირველი ჩახუტება..პირველი კოცნაც მახსოვს..მერე მარტო ჩვენ ვიყავით! მხოლოდ ჩვენ...მახსოვს ბედნიერი დღეები რაჭაში..მახოსვს მისი ჩემთვის გაკეთებული ჩაი..მახსოვს როგორ მინდოდა კიდევ აქ დარჩენა მაგრამ....თბილისში ჩამოსვლის შემდეგ ვნახე მინდოდა ერთი ადგილი მენახებინა სადაც ძალიან ხშირად ვიყავი..ისე მეთხუთმეტე!! ისევ მწვერვალები.. მერე ისეც ჩახუტება და უამრავი წამი ერთად! ერთად გატარებული 3 წელი!ჩემი ცხოვრების ყველაზე კარგი პერიოდი,მაგრამ მაინც არ დავაბრუნებდი იმ პერიოდს და ოცდაერთ ოქტომბერს! მთელი სამი წელი ტყუილი ყოფილა..და არ გაინტერესებთ რა მოხდა?ჰმმმ დეკემბერი იყო ჯერ კიდევ ვგეგმავდით ახალი წლის ამბებს და გამომიცხადა,ცოლი მომყავს უნდა დავშორდეთო...მეგონა მომესმა..მეგონა მეძინა და ეს ყველაფერი მესიზმრებოდა..არაფერი არ მითქვია მისი ნაჩუქარი "ანგელოზის" ყელსაბამი მოვიხსენი და მივეცი...ჩემი ბრალია?ჰო შეიძლება...მერე იყო უხასიათობა,მუქი ფერები არაფერი ჭრელი..არც ჰაერი..ვერაფერს ვგრძნობდი ყოველ ღამდე ვხედავდი მაგრამ სიზმრებში..უკვე საგრძნობლად გავხდი და შევიცვალე...ასეა ჩემი მეგობარი მეუბნებოდა ტკივილმა შეგცვალაო..ზოგჯერ მთელი დღე ვიჯდებოდი ფანჯრის რაფაზე და მასზე გამუდმებით ვფიქრობდი.იქნებ არ დაწყებულიყო თავიდან ყველაფერი?ანდაც რატომ გავიცანი საერთოდ...მისი ქორწილის დრე უჩემოდ როგორ ჩაივლიდა?არა რას ამბობ.ჰოდა ასე გზაში ერთი გვირილა ვიყიდე (მანაც ასე იცოდა) ქორწილი ვიცოდი სადაც ქონდათ(დაქალის მეშვეობით)შემობაში შევედი..წამით წარმოვიდგინე რომ იმ გოგოს მაგივრად მე ვყოფილიყავი..გამაჟრიალა ცრემლი წამომივიდა..."იმან" რომ დამინახა გაშეშდა..გაქვავდა..წამით გაჩედა დრო ჩვენთვის!ლურჯი სმოკინგი ეცვა..იცით როგორ უხდებოდა მის თვალებს?^^ გვერდით კი "აწოწილი ხე" ედგა...ვირაც ქერა ძალიან გადაპრანჭული გოგო..ასეთ ფორმაში რომ დამინახა ესეც გაუკვირდა.
-ბედნიერებას გისურვებთ!-აწოწილ ხეს ყვავილი გავუწოდე და "ჩემს" ცისფერთვალებას ნაგლურად გავუღიმე..უცბაც გამოვედი იქიდან..ეზოში ფეიერვერკის ხმა გავიგე,როგორ შეეძლო და ეს გააკეთა..არაფერი ყოფლა? სულ არაფერი?კი მაგრამ ეს როგორ!ამბობდა მიყვარხარო არასდროს გაგიშვებო და ასე მოიქცა?არ ყოფილა "ჩემი იდეალი"...მერე იყო ჩემი ჩემ თავში ჩაკეტვა..იყო ბევრი ცრემლი და ტკივილი მეგონა შიგნიდან მჭრიდნენ!ანუ რა გამოდის არაფერი არ იყო?!!ისევ პანიკა ამიტყდა ტვინში და საერთოდ ყველგან! რთულია დაივიწყო მისი ცისფერითვალები.რომელშიც მე მთელ სამყაროს ვხედავდი! მაგრამ სამწუხაროდ ვხედავდი.
**
მერე იყო სიბნელე...მაგრამ მაინც მესმის ხალხის ხმა შემდეგი ფრაზებით "ეს როგორ გააკეთა" "საწყალი გოგო" "პატრონი არ ყავს?რას აკეთებს" დაა კიდევრამდენი რა..მერე იყოო სინათლე..მერე ისევ სიბნელე მერე სინათლე და გამჭირვალე ყუთი..ვერ მიხვდი რა ხდებოდა..არც მინდოდა მივხვედროდი...არაფერი მახსოვს! მხოლოდ მისი ცისფერითვალები და ღიმილი! რაც ამ ყველაფრის შემდეგ ოდნავ მაბედნიერებდა,რომ მოგონებები მაინც დამრჩა ყველაფრის შემდეგ!



№1  offline წევრი kakulia

საყვარლობააააააა kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent