შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ზღვასთან ახლოს


10-07-2016, 23:48
ავტორი beqaloxishvili
ნანახია 1 910

გარშემო ხალხია და მთვარისაგან მიტოვებული ღამეა. მე თავს კვლავინდებურად მარტო ვგრძნობ, ვით ამ მახინჯ ცაზე ყველაზე ნაკლებად მოკაშკაშე ვარსკვლავი. მხოლოდ და მხოლოდ ამ ტრაგედიას თუ ძალუძს მაგრძნობინოს ხელოვნებისადმი სიყვარული, მაგრამ ვწუხვარ... ვწუხვარ–მეთქი. ვწუხვარ და ვწუხვარ, როგორც ყველა ზეციური არსებისგან მიტოვებული სერაფიმი. მაწუხებს არსებობა და მტოვებს ღმერთი, ქრისტე, – ჩემი ერთადერთი მეგობარი. ხოდა, თუ არ არსებობს ის ჩემზე ძლიერი არსება, – რომელიც მანუგეშებს მაშინ, როცა სიგიჟეს მივებარები – მაინც შევევედრები, რომ იარსებოს და მომივლინოს აღსასრული. აღარ შემიძლია ქრისტესავით ტანჯვა და ვგონებ, მეც შენი შვილი ვარ. მიდი! მიდი! ახლავე დაწერე ჩემი დასასრული! ახლავე აამაღლე ტალღა, რომელიც გადაგვივლის ჩვენ ყველას და მე შევძრწუნდები. შენ, ღმერთო, ალბათ არ იცი, რომ ადამიანისთვის არ არსებობა შვებაა. რატომ გვტანჯავ, რატომ?! ან, იქნებ ჩემშია პრობლემა? იქნებ მე შევიშალე, – შენი შვილი, – ღმერთო?! იქნებ მე ვარ... მაგრამ, მაინც, რა მკლავს, რა არ მასვენებს, რა მაწამებს?... არ ვიცი რომელი ხარ ჩემს თავს ზემოთ, კრიშნა, ბუდა, ქრისტე თუ ზევსი, მაგრამ ვინც არ უნდა იყო, გეუბნები, რომ შენი ქმნილებები კვდებიან... ოღონდ არა იმ სიკვდილით, რომელიც შენ შექმენი. ეს სიკვდილი, – ალბათ შენ არ იცი, – სულ სხვაგვარია, ღმერთო. ჩვენ აქ... მე აქ ვლპები. გარდავიცვალე, ხოლო ფერი არ მიცვლია... მიწაზე ვკვდები, სადღაც ზღვისპირას.
აქ ხალხია, ასეულობით და ათასეულობით, მაგრამ მე მაინც მარტოსულ დილეტანტ ხელოვანად ვრჩები, რომლის ყოველი დღის ბოლო, დამთრგუნველი სიკვდილია, მაგრამ, ღმერთმა დამწყევლოს, აი, მესმის ზღვის ლაპარაკი. ხო... ხო, ზღვაც მწუხარეა და ეს ჭეშმარიტება ჭეშმარიტება იმიტომაა, რომ მე ვარ მწუხარე. მწუხარე ვარ და მე მენატრება „რექუიემი“. მე მენატრება ბავშვობა. მე მენატრება ჯამრთელი ფსიქიკა. მე მენატრება... ყველაფერი მენატრება. ყველაფერი: სიგარეტის კვამლით გავსებული ოთახი და შორეული ხმების მოსმენა, გზააბნეულად ხეტიალი თბილისის ქუჩებში და მთვარე, რომელზეც მწუხარების გამომხატველი სახე იხატება, ის ძველი მელანქოლიაც მენატრება და ვარსკვლავთა ცვენა, სიყვარული და ბავშვური სიძულვილი. ხო, სიყვარული მომენატრა, რომეოსა და ჯულიეტასეული სიყვარული, რომელიც მზეს მზედ წარგიდგენს და არა იმ გავარვარებულ ბურთად, რომელსაც კაცობრიობის ამოწყვეტა ნებისმიერ წამს შეუძლია. ცა მენატრება, ამოუცნობი მფრინავი ობიექტებით დაგაჭედილი ცა. და ბოლოს, მენატრება ყველა ჩემი ჰალუცინაცია, ანუ შიზოფრენიის მეორე ფაზა. ო, ღმერთო, შენც მენატრები ქრისტეს სახელით რომ მელაპარაკებოდი ხოლმე უსაშველო ღამეებს, რამეთუ მე, ყოველთვის ყველაზე სუსტი ვიყავი, მაგრამ ახლა, მიმატოვე. გესმის?! ახლა აღარ მესაუბრები და ამის მიზეზი შიზოფრენიიდან მძიმე სულიერ დეპრესიაში გადასვლაა. აღარავის ძალუძს მანუგეშოს. ეს გაუსაძლისი გრძნობები კი არ მინდობენ და კვლავინდებურად მიტევენ. ხოდა, ვედრება თუ არ შველის, გიბრძანებ, გამოჩნდი და დამანახე შენი სახე! გამოჩნდი და მანუგეშე შენი მშვიდი ხმით. გამოჩნდი და ხელი მხარზე დამადე, მითხარი, რომ მიშველი. მითხარი, რომ წამიყვან სხვა პლანეტაზე, სადაც ჩემი სული დამშვიდდება, სადაც ჩამოვჯდებით სადმე ტყეში, საიდანაც არავითარ შემთხვევაში გამოჩნდება ირმის ნახტომი და მერე, ვისაუბრებთ. თითქოსდა გრგძნობ, მაგრამ მე ეს არ მშველის. და მაშინებს ფიქრი, რომ გამოჩნდეს ექიმი და მთხოვოს ახსნა იმისა, რაც მე მტანჯავს... დუმილი. რა ლამაზია დუმილი. რა ლამაზია ზღვა. რა ლამაზია ჩემი ოცნებები. რა ლამაზია ეს ჩემებური დათრგუნვა. რა ლამაზია... ხო, რა ლამაზია. რა ლამაზი ხარ შენ და რა ლამაზია ჩემი ეს ფსიქიკა. რა ლამაზები ხართ, ღმერთო ჩემო. ყველანი, ყველანი ლამაზები ხართ, შენც, ეს მუსიკაც. ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, შემიბრალე, მე, გაგიჟებული. ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, – როგორც ქრისტემ თქვა, – რატომ, რატომ, რატომ, რატომ, რატომ, რატომ, რატომ, რატომ, რატომ მიმატოვე მე?!
და ბოლოს, როცა ამ ფურცელს ვაწმენდ ჩემ მწუხარებას, ისევ სიშორიდან მიხმობს ზღვა, რომ მივიდე მასთან და სამუდამოდ დავემგზავრო მღელვარე ტალღებს. პატარა ბავშვივით მეშინია ამ ყველაფრის. პატარა ბავშვივით ველი გათენებას იმ იმედით, რომ ყველაფერი გადაივლის. მჯერა, რომელიღაცა დღეს, რომელიღაცა ცის ქვეშ, გამოიდარებს და ქარი წაიღებს ყველაფერ ცუდს. მაგრამ, თქვენ იმდენად შორს ხართ ჩემგან, რომ არათუ არ გესმით ჩემი, არამედ ვერც კი მხედავთ. ხოდა, გამოიდარებს, ქარი ამოვარდება, წამართმევს უმიზეზოდ დატანჯულ ალტერ ეგოს და გამოიდარებს.
მთვარისაგან მიტოვებული ღამეა, ვზივარ ზღვასთან ახლოს და ველი გათენებას.



№1  offline მოდერი Kira

ეჰ.. კარგი იყო მომეწონა განსაკუთრებით კი ეს ნაწილი
"პატარა ბავშვივით მეშინია ამ ყველაფრის. პატარა ბავშვივით ველი გათენებას იმ იმედით, რომ ყველაფერი გადაივლის."
წარმატებები ღმერთო :დდ
--------------------
ზვიგენი დაფრინავს!!!

 


№2  offline წევრი მოლურჯო

ძალიან მომეწონა
განსხვავებული იყო
ყველაფერი მომეწონა
--------------------
მარიამი

 


№3  offline წევრი S o f i a

და გინდა კი, რომ ყველაფეირ ქარმა წაიღოს?

 


№4 სტუმარი Bla

Shecvlilxar..tanac imdenad rom mgonia,muzam arasworad mogakitxa..chanaxati moklea,ramac gamakvirva,titqos umuzo muzam dagawerina es yovelive..aq ar aris aranairi 'bilwi sityva' gansakutrebit is erti romelic ratomgac magizianebda tumca mivxvdi ro,sheni chanaxati am yvelapris gamo chveulebrivi adamianis nashroms gavs..romelic axlaxans dabrunda saxlshi da simartovem imdenad dagruza rom 'idzulebuli gaxda' es shedevri sheeqmna..am chanaxatshi iyo tavtologia(es sxvebsic iyo)tumca ar iyo is gamotovebuli mdzime romlis dasmac ar gindoda erti da igive sityvebis werias..aq ar iyo seiti iti,upro sworad misi saxeli..aq ar iyo sheni 'me'ebi..es..es..shecvlilxar..

 


№5  offline წევრი beqaloxishvili

გმადლობთ.
ანალიტიკოსო, მოეშვი, გათავისუფლდი რელიგიური ფანატიზმისგან, ქრისტე თავისუფლებაა, ქრისტესთვის არაფერია მიუღებელი. ნეტა ყველა მართლა ქრისტესთან აიგივებდეს თავს, ასე ხომ დედამიწაზე სამოთხეს ავაშენებდით. დაფიქრდი შენ თავში, ოღონდ პასუხი არ გამცე, შენთვის იცოდე, რა ხდება მიუღებელი მაშინ, როცა ერთი ადამიანი რაღაც თვისებებით საკუთარ თავს ქრისტეს ამსგავსებს. ოღონდ დაივიწყე მშობლების ჩიჩინი რელიგიასთან დაკავშირებით. შენით დაფიქრდი.


ბლექ, თუ შევიცვალე და ამჯერად დავიწყე ჩვეულებრივი ადამიანივით წერა,– როგორც ამას შენ ამბობ – ამაზე უკეთესი არაფერია.
--------------------
არა სიცოცხლე...
არა სიკვდილი...
არამედ რაღაც სხვა.

 


№6 სტუმარი Bla

'Gmertma dagviparos' magaze uketesi rom ar iyos araperi..mere da vin gitxra cudiao?..ara!ara!eg me ar mitqvams..me ubralod avgnishne is tu raamdenad sheicvale loxishvilo;) gaixsene 'mimipurtxebia' iq shen xar es chanaxati ki mabnevs..'nutu es loxishvilia'

 


№7  offline წევრი kakulia

საყვარლობააააააა kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent