Memories Stay,People Don`t.
ყავისფერ,ხის სკამზე ჩამოვჯექი.. წყალი ჭიქა მივიდგი გვერდით. ღრმად ამოვისუნთქე და წერას შევუდექი.. ვწერდი მთელი ჩემი გრძნობით და არსებით. ვწერდი იმას, რაც იყო, და იმასაც, რაც არასდროს ყოფილა. გავიხსენე ჩემი თითოეული არ გასახსენებელი მოგონება. გონებაში ფაქიზად ამომიტივტივდა ყველაფერი. ყველა განცდა, ყველა გრძნობა. რასაც იმ წუთას, იმ სიტუაციაში განვიცადე. როგორ მინდოდა ახლა სადმე შორს. ჩიტებთან ერთად. თბილ ქვეყანაში გავქცეულიყავი და უკან აღარასდროს მომეხედა.. რა საშინელებაა მოგონება! სიტყვა,რომელიც უმეტეს ადამიანისთვის ბედნიერებასთან ასოცირდება. "მოგონებებზე უკეთესი არაფერია, და არც არაფერია მათზე უარესი." ადამიანები ჩვენს თითოეულ მოქმედებას, ფიქრს და ქცევას ვიმახსოვრებთ. ვკეტავთ უჯრაში და როცა საჭიროა, მაშინ ვაღებთ. რამდენ რაღაცაზე მიფიქრია მაშინ,როდესაც სხვები ამაზე ფიქრს მიშლიდნენ,მიკრძალავდნენ. ჩვენ, ადამიანებს ხომ მხოლოდ იმის გაკეთება უნდათ, რისი უფლებაც არ აქვთ, რასაც უშლიან და ამის გაკეთების საშუალებას არ აძლევენ.. ვინ იცის, რამდენი ჩვენგანის ცხოვრებაში ყოფილა პერიოდი, როდესაც ყველაფრის დავიწყება სდომებია, უბრალოდ არ შეეძლო. მინდა რომ გამოიგონონ მანქანა, რომლის მეშვეობითაც ყველაფერს დაივიწყებ. რაც შეს გონებაში წაშლის ცუდ ფიქრებს, აზრებს, მოგონებს. იმაზე საშინელი არაფერია, როცა აცნობიერებ, რომ ის ბედნიერი მომენტი შენს ცხოვრებაში აღარ განმეორდება, რომელიც იყო. და იმაზე სასიხარულო არაფერია, როდესაც აცნობიერებ, რომ ყველა ცუდი მომენტი დამთავრდა, უკვე წარსულშია. თუმცა მაინც გჭამს,გღრნის და შიგნიდან განადგურებს. იმდღეს ვფიქრობდი..რომ ადამიანებს ემოციები აღარ დარჩათ. აღარ სჭირდებათ ის გრძნობები, რაც მომავალში უნდა განიცადონ. იმდენად არიან ჩაბღაუჭებული წარსულს, რომ არც აწყმოზე ფიქრობენ, და არც მომავალზე. ისინი არიან რაღაც უხილავი ფაქტები ჩვენს ცხოვრებაში. რომლებსაც ჩვენთითონვე ვაძლევთ საკუთარი ცხოვრების დანგრევის უფლებას. ყველაზე ძნელი კიდევ, იცით რა არის?! როდესაც უკვე ყველას თავი მოაბეზრე, ამ შენი სულელური მოგონებებით.. თუმცა, ყველაფერს, რასაც აქვს დასაწყისი, აქვს დასასრულიც. თვით მოგონებებსაც, რომლებიც ოდესმე, სადმე უჯრაში ჩაიკეტებიან და ვეღარასოდეს შევძლებთ მის გაღებას.. Memories Stay,People Don`t. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.