დაუვიწყარი შეგრძნებები
დგება მომენტი, ყველაფრის გადაფასების. მომენტი, " რევოლუციის". მომენტი, ახლიდან დაბადების. მომენტი რომელიც " მასთან" ანუ შენთან ბრძოლას გაიძულებს და ჭკუიდან გადაგიყვანს. შენ არ ხარ ვიღაც, შენ არ ხარ ყველა , შენი მსგავსი მე ნანახიც არ მყავს. მინდა გითხრა, რომ შენი თვალები არავის თვალებს არაფრით არ ჰგავს. უამრავ ადაიანს ხვდები და არავინ არ მოგწონს, მერე კი ვიღაც ერთი მთელ ცხოვრებას გიცვლის, სამუდამოდ. ჩემთვის შენ აღმოჩნდი ის ერთი , რომელმაც მთელი ცხოვრება შემიცვალა. უცბად შემოიჭერი ჩემს ცხოვრებაში და სამი წლის შემდეგ ყველაფერი შემიცვალე, შემცვალე. გამაბედნიერე და გამახარე. თითქოსდა ჰაერივით მჭირდებოდი და ყველაფერი შეავსე, მთელი გული დაიკავე და ღრმად ჩაიბეჭდე. და უცებ ეს ხდება, რაღაცას გრძობ და ხვდები, იცი რომ ამ მომენტიდან რაღაცა შეიცვლება ან უკვე იცვლება. თვალები, თვალები არასოდეს ტყუიან. შენს თვალებში ვხედავ ყველაფერს რაც არ გითქვამს და რისი თქმაც საჭირო არ არის. შენს თვალებში ვკითხულობ ჩემს ცხოვრებას. მეც ვთვლი რომ სიყვარული- ერთადერთი რამ არის , რასაც შეუძლია სული სრულყოფილი გახადოს. შენმა სიყვარულმა გამხადა სრულუოფილი. იმ ნაწილით შემავსო რაც მთელი ცხოვრება მაკლდა. იმაზე მეტად მჭირდები ვიდრე შენ გგონია... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.