ვარსკვლავები
ადამიანები ყოველთვის დავბორიალობთ წარსულის და მომავლის ფიქრებში. უსასრულოდ გავრბივართ დღევანდელობისგან...ველური სულები იმალებიან მშვიდ ადამიანებში... ცრემლები ისტერიულ სიცილში...სიმართლე თვალებში..ყველა რაღაცას ან ვიღაცას ემალება,გაურბის.. ბევრი ქაქანებს გაუთავებლად მაგრამ ძალიან ცოტა ლაპარაკობს..ხშირად ადამიანებს სურვილების სიზმრებში ახდენა,განხორციელება გვაკმაყოფილებს და რეალობაში შუა გზაში მივყრით ჩვენს იმედებს ისე როგორც ნაგავს ვყრით ხშირად ქუჩაში,ოღონდ ჯერ აქეთ იქით მივიხედ მოვიხედავთ დავრწმუნდებით რომ ვერავინ გვხედავს დამხოლოდ მაშინ.. ამით ვაჩუმებთ ჩვენს შიგნით რაღაც მართალს.. სხვისი განკითხვით ვცდილობთ ჩვენი ცუდის დამალვას ჰოო კარგად შეფუთული, ლამაზი ბანტით ხომ ჩვენთვის ყველაფერი ლამაზია და ეშმაკსაც წაუღია შიგნით რა იქნება.. იქნებ სიცარიელე? ყველაფერი ყალბის მიღმა ხომ მხოლოდ სიცარიელეა..არავინ ვიცით მე ან შენ ან იქნებ ვიღაც სულ სხვას ჩვენი ფიქრები სად მიგვიყვანს ვარსკვლავებბთან თუ კენჭებთან.. ალბათ მე მაინც ადამიანების თვალებში დავიწყებდი ვარსკვლავების ძებნას როომელთა ნათებას სიბნელეც კი ვერაფერს აკლებს. მაგრამ სანამ სადმე სხვაგან დავიწყებ მათ შეგროვებას ჯერ ჩემს თვალებში უნდა ვეძებო თორემ ჩამქრალი თვალები ვერასდროს დაინახავენ სინათლეს რაცარუნდა კაშკაშა იყოს ის.. სასოწარკვეთილება დროის კარგვაა.. მთავარია გვახსოვდეს, რომ ღრუბლები მზეს მხოლოდ დროებით ამოეფარებიან ხოლმე.. ამით მზე ხომ არ ქრება, არსად იკარგება.. ცხოვრებაშიც ჩვენშიც ხშირად ასე ხდება გრძნობები, ხასიათი, მიზნები ერთმანეთს ენააცვლება ამით ჩვენში არაფერი იცვლება.. თავისუფლება სულს სჭირდება და არა ენას.. მე კი შენ მჭირდები.. შენ მე ჩვენ ადამიანები .. იმედი და ჩვენს თვალებში მოციმციმე ვარსკვლავებიი... სურვილის ჩასაფიქრებლად ვარსკვლავების ჩამოვარდნა არარის საჭირო.. მათი ყურებაც საკმარისია რომ მათში ჩაიკარგო უსასრულოდ, დაგებადოს უამრავი იდეა, ფიქრი... დაინახო ღრუბლებს მიღმა მანათობელი მზე.!
|
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.