შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წერილი უცხოს


25-07-2016, 14:29
ავტორი lecter
ნანახია 1 414

იყო რაღაც ფერადი,ცოტათი გამჭირვალე და საინტერესო. კიდევ შენ იყავი, ისეთი ბედნირი და ლაღი როგორც არასდროს ყოფილა ვინმე სხვა ან რომც ყოფილიყო ვერ შევამჩნევდი,რადგან მე შენ გხედავდი,მხოლოდ შენ. ბნელ ოთახშიც კი შემეძლო შენი ღიმილის შეგრძნება, შენი ნაკვთების გარჩევა, შენი სიყვარულის აღქმა... თუმცა რა გასაკვირია მე ხომ ზედმიწევნით კარგად გიცნობ(დი) შენც და შენს ყველა ემოციასაც. შენს პოფესიასაც კარგად ვიცნობ და ისიც მხოლოდ შენ გამო შევიყვარე, ჩემად მივიღე. გონებაში კი შენთან გატარებული წამები დახტიან. ოჰ, როგორი სევდის მომგვრელია (ზოგჯერ) წარსულის თუნდაც ყველაზე ნათელი მოგონება. შენ ჩემი იყავი, ჩემში იყავი.. მარტო ჩემში კი არა?! ყველგან იყავი, რადგან სულ ვგრძნობდი შენს სუნთქვას სადღაც ახლოს,სულ ახლოს.
თუმცა მერე წვიმა მოვიდა დიდი წვიმა,ქარიც იყო დიდხანს ზუზუნებდა, ზეცაც გავაბრაზდეთ როგორც ჩანს, დიდხანს გვეჩხუბებოდა.. ბოლოს მეც დავიღალე, შენც დაიღალე... მეგონა ხელებში ყველა მყესი გამიწყდა იმდენად მძიმედ და უსიცოცხლოდ მქონდა მხრებზე დაკიდებული. კიდევ ზურგი მტკიოდა, ტკივილმა კიდეებად ჩაირბინა ხერხემლის მალები. ეგონა ვიღაცის შავმა ხელებმა კანი გადამიხსნა და უსაქმოდ უნდოდა ჩემს სულში ჩაძვრომა. ვფირობდი, გაივლის დრო და შეხორცდება ზურგზე იარა,რომელმაც ზედმეტად ბევრი იარა,თუმცა სხვაგან წასვლა არც უფიქრია და ჩემთან დარჩა. (შენგან განსხვავებით) თურმე ასეც ხდება, თურმე ღალატის ტკივილი დაუცხრომელია,გაუყუჩებელი... ალბათ არც ხორცდება, მაგრამ ჩვენ, ადამიანები, ვეჩვევით და თან დავატრებთ მას, როგორც სასჯელს. ღმერო რა რთულია ნახევრად გავლილ გზაზე,სადაც მხოლოდ გრძელი და ხმელი ბალახია, იპოვნო სწორი გზა, მითუმეტეს როცა მარტო ხარ. აი ის კი, ჰო აი ის, შენი თვალები, სმენა, გრძნობა, გონება... გახდა სხვა, სრულიად უცხო. მას სენ ვეღარ სხნობ, არაფერია მასში ისეთი შენ რომ გიყვარდა, მერე კი ფიქრდები იქნებ არც არასდროს ყოფილა რაიმე შენეული და უბრალოდ გამოიგონე. მაგრამ პასუხსაც ეკარგება აზრი, ამიტომ აღარც დაეძებ. შენ უბრალოდ ისევ მინდორში დგახარ. გრძნობ გამხმარი ბალახის შეხებას ,რომელიც ასე უცხოა შენთვის და უეცრად აცნობიერებ რომ უმისამართო წერილს, რომელსაც ასეთი მონდომებით წერ ადრესატიც აღარ ჰყავს,რადგან ის გახდა სხვა,უცხო...



№1  offline წევრი teddy))

Momewona! Vfiqrob kargad iyo agwerili galatis grdznoba! Momewona sityvebi, gmerto ra dznelia gaiaro viwro gzaze roca marto xar da bolo sityvebi (zustad ar maxsovs ra ewera) warmatebebi! :* <3 ^_^

 


№2 სტუმარი proudly

უეცრად აცნობიერებ რომ
უმისამართო წერილს, რომელსაც ასეთი
მონდომებით წერ ადრესატიც აღარ
ჰყავს,რადგან ის გარდაიცვალა !!! :((( ♥♥

 


№3 სტუმარი tako

ძალიან კარგია ♥

 


№4  offline წევრი kakulia

საყვარლობააააააა kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent