შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თავბრუ


8-08-2016, 04:23
ავტორი NoOne
ნანახია 1 463

თავბრუ
ყოველთვის, ყოველთვის როდესაც სულ მცირე, 20 წუთიანი ეგრეთ წოდებული „კოტრიალის“ მდგომარეობიდან გამოვდივარ და გადავდივარ ასევე ეგრეთ წოდებულ „ბოდიალის“ მდგომარეობაში, ყოველთვის ვიცი რა მომელის წინ, თუმცა მერამდენე ნაბიჯზე ან რომელ კედელესა თუ საგანზე მიესვენება ჩემი მხურვალე ლოყა, წინასწარ ვერ განვსაზღვრავ.
ხანდახან მეორე ოთახში გასვლასაც კი ვასწრებ, მერე კი ფუჭდება ფოკუზი და ნელნელა ყველა კუთხიდან მოდის შავი ნისლი და ამ დროს იწყება თავბრუს ხვევაც.
რამოდენიმეჯერ როცა წამოდგომისას თავბრუ დამეხვა, დაუფარავად ავღნიშნე ეს ფაქტი. ზედმეტად სასაცილო აღმოჩნდა ჩემი მეგობრებისთვის რადგან ამ ფაქტს მოყვა კომენტარები „მე შენ პატიოსანი მეგონე“ „კიტრის მწნილიც ხომ არ მოგინდა? „
მართლაც, რომ ზედმეტად სასაცილოა თუ როგორ უნდა განიჭებდეს ეს შეგრძნება სიამოვნებას.
თუმცა მე ვიცი, რომ ეს ჩემთვის ყველა შეგრძნებაზე უკეთესია.
მოდი გავაგრძელოთ, თავბრუს ხვევის შემდეგ რათქმაუნდა ყველაფერი იწყება.
პირველ რიგში ვემსგავსები მთვრალ კაცს რომელიც „ გათხლეშილი“ ცდილობს გაიკვლიოს გზა ან უბრალოდ კედელზე კომფორტულად მოკალათდეს ძილისთვის.. ზუსტად ასე კედელზე მიყრდნობილს როდესაც უკვე აღარ მესმის გარშემო ხმაური და თითქოს ენაც დაბინავებული მაქვს, ვიწყებ ამ გრძნობით ტკბობას.
ვერ მოგატყუებთ, რომ ეს წუთები გრძელდება ეს მხოლოდ წამიერი სიამოვნებაა.
იწყება ტერფიდან და ნელნელა ვივსები, ვივსები სუფთა სისიხლით რომელიც თითქქოს მამძიმებს, მიდის თითებისაკენ და მიათრევს ძირს.
საბოლოოდ კი აღმოჩნდება, რომ ხელები ეცლება, კედელსა და ლოყას შორის მეტად პირადულ ურთიერთობას და აი მთელ უკვე თითქოს ძალა გამოცლილ, უუნარო, პარალიზებულ სხეულს, დაცემისგან მხოლოდ მეტად სუსტი ლოყა აკავებს.

ავივსები და თითქოს ყველაფერი ქრება.
სიმართლე რომ ვთქვათ ყოველთვის მოველი ცხელი და სუსტი ლოყის დანებებას და მიწაზე გონდაკარგული დაცემას. თუმცა ეს ნისლი, ეს პარალიზება მხოლოდ კისრის მალამდე ამოდის და მანდ ჩერდება. თითქოს ვიღაც ეგებება და ეუბნევა რომ საკმარისია, და დროა უკან დაბრუნდეს. ხოდა ასე უბრალოდ იხევს უკან და ახლა იგივე გზას დამარცხებული გადის უკან. თვალებიდან ნისლი გადის, სუფთა სისხლი იწამლება და გრავიტაციასაც მარტივად ვეწინააღმდეგები.
ასე მარტივად ხელები კედელს ხელს კრავს, აშორებს ტანად ლოყას და წარბ აწეული თითქოს ეუბნევა „ ეი, შენ, მეორედ ჩემ გოგოს აღარ გაეკაროო.“
ყოველ ეგრეთ წოდებული „კოტრიალის“ მდგომარეობიდან გამოსული და ასევე ეგრეთ წოდებულ „ბოდიალის“ მდგომარეობაში გადასული უფრო მეტ დროს ვითხოვ ამ შეგრძნებისთვის...

სიმართლე, რომ ვთქვა ეს გავს სიკვდილს.
თუმცა არა სამუდამოს.

პ.ს ეს მხოლოდ ჰიპოტონიის სიმპტომია.



№1  offline წევრი S o f i a

სერიოზულად ვგიჟდები მაგ მომენტზე ალბათ ზედმეტადაც კი, იმდენად რომ ჩემს ფლეილისთს დავარქვი. ნარკომანივით გავხდი.კი ხან გვიან იწყება ხან მაშინვე და გრძნობ თითქოს თავში წნევა იზრდება და გრძნობ რაგაც კედლებს ისე აწვება თითქოს გასკდება. სასცილოდ ჟღერს მაგრამ სასიამვოვნოა.

 


№2  offline წევრი ninaaquarius

თავბრუ დამეხვა გეფიცები...მაგრამ მე არ მიყვარს ეს შეგრძნება. :/

 


№3  offline წევრი NoOne

ninaaquarius
თავბრუ დამეხვა გეფიცები...მაგრამ მე არ მიყვარს ეს შეგრძნება. :/

ჰმ.. არაუშავს <3

S o f i a
სერიოზულად ვგიჟდები მაგ მომენტზე ალბათ ზედმეტადაც კი, იმდენად რომ ჩემს ფლეილისთს დავარქვი. ნარკომანივით გავხდი.კი ხან გვიან იწყება ხან მაშინვე და გრძნობ თითქოს თავში წნევა იზრდება და გრძნობ რაგაც კედლებს ისე აწვება თითქოს გასკდება. სასცილოდ ჟღერს მაგრამ სასიამვოვნოა.

შესანიშნავია.. heart_eyes

 


№4  offline წევრი kakulia

საყვარლობააააააა kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent