შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვერტერის როლში


8-08-2016, 18:34
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 1 568

მოპასანის მარტოსულობა რომ მომწონდა,მეჩხუბებოდა ხალხი...
რომ ვამბობდი,ანა ფრანკი რომ არ მომკვდარიყო,აღიარებას ვერ მოიპოვებდა-მეთქი,ლამის იყო ცოცხლად შევეჭამე ყველას.
როცა ვერტერის აზრებში ვიყავი ჩაძირული და სამყაროს უბრალოდ ვაფურთხებდი,ვერავინ მიტანდა...
როცა არ მომწონდა ხალხში ყოფნა,დამცინოდნენ..
და იცით,რას ვაკეთებდი?
უბრალოდ ვმსახიობობდი...
და,როცა ვფიქრობდი,როგორ მომეკლა თავი,ვიღიმოდი და ვითომ ვერთობოდი...
კარგი მსახიობი ვიყავი,მგონი...
იცით,არავის ესმოდა,რომ მარტოსულობისკენ ვიყავი მიდრეკილი ბავშვობიდან? უფრო მეტიც სხვა არაფერი მინდოდა.
მსიამოვნებდა,როცა ხალხს ვუყვარდი,ოღონდ ერთად და არა ცალ-ცალკე..მე შორიულ სიყვარულს ვაღმერთებდი და არ მინდოდა ვინმეს გავეცანი და დავვახლოებოდი..და რატომ,იცით? არ მინდოდა,დაენახათ რეალური მე,რომელიც საერთოდ არაა ისეთი,როგორიც ჩანს..მინდოდა დამტკბარიყვნენ იმ შორეული სურათით,რომელიც ლამაზია და არანაირი ნაკლი არ აქვს...მძულდა იმის აღიარება,რომ ადამიანი ვარ და არ ვარ სრულყოფილი..მე მინდოდა სწორედ ისეთი გენიალური ვყოფილიყავი,როგორიც ჩემი პერსონაჟები იყვნენ...

ჩემზე ამბობდნენ,შეშლილიაო...
ჰო,ასეც იყო..
რადგან მე ადამიანებს ჭადრაკის ფიგურებად ვუყურებდი,მე ხომ შემეძლო ისინი მომეკლა მაშინ,როცა მინდოდა..
მე წერა მიყვარდა,მიყვარდა ლიტერატურა..და ეს ყველაფერი ჩემში იყო,
მე ვაღმერთებდი წერის პროცესს და შექსპირზე ნაკლებად არ მიყვარდა ის..

8 აგვისტოა...
ვდგავარ ფანჯარასთან და გადახტომაზე ვფიქრობ..აღარ მინდა ცხოვრება..როგორც ჩანს,მეც შემეყარა გოეთეს სენი...
ვჩერდები..
მესამეჯერ შევდივარ ვერტერის როლში..მერე ანა ფრანკზე ვფიქრობ,ვინ იყო ეს ლაწირაკი-მეთქი..
მერე თავს ვაქნევ..
ანა ფრანკი ისტორიის ნაწილი იყო,წიგნის გარეშეც დარჩებოდა,მე კი...
აქ ვჩერდები,ვიბნევი...
„ჯერ რამე ღირებულს შევქმნი და თავს მერე მოვიკლავ“-ვიღებ გადაწყვეტილებას და ფანჯარას ვხურავ... ვხვდები,რომ ჯერ არ მიმიღწევია არც ბედნიერების და არც უბედურების კიდისთვის,ჯერ კიდევ ზომიერებაში ვცხოვრობ და თვითმკვლელობის ალში დაწვა ჯერ ადრეა...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent