შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აბსტრაქტიული კომედია


10-08-2016, 05:56
ავტორი beqaloxishvili
ნანახია 1 664

ტბა. მიყვარს ტბა, ჩემი სიზმრებიდან, ამაღელვებლად ზღაპრული. მიყვარს ჟრუანტელი, რომელიც მეწვევა ტბაზე. მიყვარს ტბა, რომლის ნაპირზეც ვერასოდეს ავაშენებ სახლს, რომელსაც ექნება წითელი კარი და მრავალი ფერით განავარდებული კიბეები. არასოდეს იარსებებს ტბის მახლობლად სახლი და შესაბამისად არასოდეს იარსებებს სიგიჟეს მიბარებული კაცი, რომელიც დიდი სიამოვნებით იცხოვრებდა ერთ მშვენიერ ჰალუცინაციასთან. მიყვარს სიზმრები... ო, ღმერთო, როგორ მიყვარს. მიყვარს ძილი და არ არსებობაში ტბის მახლობლად სახლზე ფიქრი. მიყვარს როიალი! რომელსაც ავატირებდი მე ღოველ ღამე, როცა ჩემივე მწუხარება გადაცდებოდა განსაზღვრულ მიჯნას. მიყვარს სიგიჟე და მეზიზღება სიგიჟე! მიყვარს ბახი! მიყვარს მოცარტი და მიყვარს მწვანე მოლი. მიყვარს ღამე, ვით დილის ხუთი საათი. მიყვარს აისი მიყვარს დაისი. მიყვარს უდაბნო სადაც ხელებგაშლილი წევს ჩემი ეგო. ო, როგორ მიყვარს ჩემი დანაწევრებული ცნობიერება. მიყვარს და მიყვარს, ყველა და ყველაფერი. რამდენადაც მიყვარს ჩემი სახლის კედელზე გაკრული შპალერი, იმდენადვე მეზიზღება ყოველ მხრივ წარმატებული თუ წარუმატებელი პიროვნება, კაცი იქნება ის, ქალი, თუ ამ ორი უკანასკნელიდან არცერთი. ხოდა, რა ლამაზია ეს ჩემი ქალაქი.
მატარებელი მიქრის, მაგრამ მე ამ მატარებელში არათუ ვზივარ, არამედ წარმოდგენაც კი არ მაქვს, თუ რამდენი წუთი სჭირდება მთვარედან მზის სინათლის მოღწევას ჩემამდე. და მატარებელი მიქრის, სადღაც კოსმოსში და მე ჩემი ბინიდან ვხედავ მთას, მთაზე კი ამოუცნობ ნათებას, რაც მაგრძნობინებს უსაზღვრო ინტერესს ჩემი ალტერ ეგოს მიმართ. ჩემი ეგო ახლა უდაბნოშია, ხვალ კი ზღვაზე იქნება, ზეგ ალბათ შავ ხვრელში და იქიდან დაინახავს დროის სწრაფ სვლას. მე რომ ჩემი ალტერ ეგო ვიყო, სინათლის სისწრაფით შევძვრებოდი ჭიის ხვრელში, – რომელიც ჩნდება და ქრება წამის მეასედში, – და გამოვძვრებოდი მეორე ჭიის ხვრელიდან. ჩემი ადგილმდებარეობა, ახლანდელი ადგილმდებარეობიდან დაშორებული იქნებოდა შვიდი მილიარდი კილომეტრი სინათლის სისწრაფით. და ბოლოს, გავხდებოდი სინათლე და გავივლიდი ამ შვიდ მილიარდ კილომეტრს, დავსახლდებოდი დედამიწაზე და პირველივე შემხვედრს ვეტყოდი, რომ მე დროში ვიმოგზაურე, რომ მე მას წარსულიდან ვესტუმრე და ის იტყოდა:
– ხო, მერე რა?!
მოვკლავდი მაგ ნაბიჭვარს და ჩემი სახით სამიათას ას ოცდასამ წელს კაცობრიობა გაიცნობდა იდეალურ სერიულ მკვლელს.
მატარებელი მიქრის...
ვთქვად და დავასრულე ნიცშეს „ესე იტყოდა ზარატუსტრა“, და მერე?! მერე ალბათ სტივენ კინგის „უძილობა“, რაშიც ეჭვი მეპარება.
მე თუ დავუჯერებ დეკარტს, აღარ მომიწევს ფიქრი ჩემ არსებობა, არ არსებობაზე და შევჭამდი ვანილის ნაყინს, რომლის გემოც ამომახსნევინებდა მეტად რელიგიურ–ფილოსოფიურ საკითხს. და ახლა ვფიქრობ, მატარებელი მიქრის?! მატარებელი მიქრის, „ვაზროვნებ, მაშასადამე ვარსებობ“ თუ ახლავე დავაგემოვნო ვანილის ნაყინი?!
მე თუ შემიყვარდება ჩემთვის სრულიად უცხო გოგო, რაღაცით მაინც დავემსგავსები გალაკტიონს და ვიღაც სადღაც სიშორიდან, აუცილებლად დაიახავს ჩემში რაღაც პოეტურს, რაც მე თავს უსათუოდ ღმერთების ღმერთად მაგრძნობინებს მიუხედავად იმისა, რომ სულ ცალ ფეხსზე ეს თქვენი პოეზია და რაც არის ნამდვილი პოეზია, მას უფრო აღმაფრენას ვუწოდებდი და „ჩემი იმედები ისე გაიბზარა, უიმედო გული მიმაქვს ცხედარივით“. ისევ ვამბობ, მე თუ შემიყვარდებოდა ჩემთვის სრულიად უცხო გოგო, მას ექნებოდა თვალები, რომელსაც შევადარებდი უსასრულობასთან და რომლის ზედაპირზეც დავინახავდი მილიარდობით მიკროსკოპულ სამყაროს. მე თუ შემიყვარდება ჩემთვის სრულიად უცხო გოგო, დავიწყებ ლექსების წერას და დავირქმევ გალაკტიონ ტაბიძეს, იმ უცხოს კი, მერის ნაცვლად ერქმევა სუპერ ჰალუცინაცია.
ხომ შეიძლება ვყოფილიყავი ნიკოლას ტესლა და თქვენ არაფერი გცოდნოდათ ელექტრო ენერგიაზე. ხომ შეიძლება ვყოფილიყავი ვოლფგან ამადეუს მოცარტი, მოფერებით ვოლფი და თქვენ არაფერი გცოდნოდათ მუსიკაზე. ხომ შეიძლება ვყოფილიყავი სალვადორ დალი და თქვენ არაფერი გცოდნოდათ მხატვრობაზე. ხომ შეიძლება ვყოფილიყავი ჰერმან ჰესე და თქვენ არაფერი გცოდნოდათ ტრამალის მგელზე. ხომ შეიძლება უსაზღვროდ მომხიბვლელი ვყოფილიყავი და თქვენ საღამოობით, ჩემი ძუკნები. ხომ შეიძლება შერლოკ ჰოლმსი ვყოფილიყავი და გარიგება დამედო ბლექვუდთან. ხომ შეიძლება ეშმაკი ვყოფილიყავი და ყოველდღიყრად დაგგხმარებოდით. ხომ შეიძლება სერიული მკვლელი ვყოფილიყავი და ბუდასავით სიცოცხლე მეძია. ხომ შეიძლება ღმერთი ვყოფილიყავი და თქვენ, თქვენ ყველას არ გეარსებათ.
ახლა კი, გამორთეთ ბახი, მინიატურის ქვეშ, „დასასრული“ უნდა მივაწერო.



№1  offline წევრი Lizit

"our life is creation of our mind"

ერთი ჩასუნთქვით იკითხება, ძალიან მაგარია <3

 


№2 სტუმარი Elene

Dzalian magrad wer

 


№3  offline მოდერი Tako Tako_2

ძალიან მაგარია

 


№4  offline წევრი kakulia

საყვარლობააააააა kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent