დიდხანს ელოდა
სახლში მისულმა,რაღაც უჩვეულო სურნელი იგრძნო...დედის გაკეთებული,მონატრებული კერძის სურნელი...თითქოს ყველაფერმა ერთ წერტილში მოიყარა თავი,ვიღაცას ეძებდა,თვალებით კი არა გულით ეძებდა...სამზარეულოში შესულს დედა დახვდა,ოღონდ არა თავისი,არამედ სხვისი დედა, იმ ქალის რომლის სურნელი მთელს სამყაროს ერჩივნა,რომლის ჩახუტებაშიც გალაქტიკას გაცვლიდა...დედა დახვდა ზოგჯერ თავის დედაზე თბილი,მასზე მეტსაც რომ უბედავდა ხშირად...უდედობით გონებაშეშლილი ბებიას რომ ამწარებდა...ოთახი ტკივილის კორიანტელმა მოიცვა...მოლეკულებად დაშლილი ქალი მოძრაობდა მის სხეულში,ფიქრებში...რეალურად კი ნოსტალგია უჭერდა ყელში,უნდოდა ებღავლა :"არაფერი მინდა შენს გარდა",საწოლზე სულწასული მძორივით მიეგდო,თავი მიცვალებული ეგონა ვიღაცის მოლოდინში რომ არ ძვრება შეჩვენებული სული...ისიც ელოდა,სიკვდილს კი არა მეორედ დაბადებას ელოდა.განათებულ ეკრანს შესცქეროდა სანუკვარი დედის ფოტო რომ ეყენა ფონად...ოცნებობდა დღეზე,როცა შემოაღებდა კარს ქალი,შეცვლილი მაგრამ მაინც მისი და ეტყოდა :"მე დავბრუნდი დედი"...თავს დაძინებას აძალებდა..ძილის წინ ზღაპრის წაკითხვას და შუბლზე კოცნას არ ელოდა,უბრალოდ ეგონა სიზმარში მაინც მოავაო...ეგონა...დიდხანს ელოდა... ავტორი: ინალიფა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.