შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული საუკუნეა მოლოდინი წამისა.


17-08-2016, 20:50
ავტორი padackles
ნანახია 1 576

სიყვარული რა არის?
რაღაც უცნაურობა. რა უცნაურია, ყოველგვარი შეკვეთის,დაგეგმვის გარეშე მოდის, თანაც ისეთი არა როგორიც წარმოდგენილი გაქვს. რა სისულელეა ეს წარმოდგენები და ოცნებებში საყვარელი ადამიანის აწყობა, ისეთი დაეპატრონება შენს გულს ვინც არასოდეს წარმოგედგინა, შემოვა, შენს გულში შემოაღწევს და მთლიანად სხეულს მოედება.
ჰო რა იყოთ, არ იცით სიყვარული რა არის? -მისი ცქერაა, როცა ყოველი ნახვისას გაბნევს, გაღიმებს და ეს ყველაფერი გაბედნიერებს.
რა შეიძლება დაწერო, თქვა, წარმოიდგინო. ჰო, ჰო სისულელეების ლაპარაკიც ერთ-ერთი სიმპტომია.
წარმოუდგენელი გრძნობა ღიმილთან ერთად ცრემლიც რომ მოდის. მაინც რა უცნაურია არა? გეტირება მაგრამ მისკენ მიგიწევს გული რადგან გამალებით გაჰყვირის შენი გული "უყვარს, უყვარს". ეს გრძნობა იმდენად დიდია რომ გიმონებს, ფრენას გასწავლის, ოოოო რა სასიამოვნოა მაღა და მაღა ფრენა, ჰო ფრენა-ღრუბლებში კი არა იმის იქით, უფრო ზემოთ.
საუკუნეა მოლოდინი წამისა, გრძნობისა, ნახვისა.
რა არის ცხოვრება და საერთოდ რა ვართ ჩვენ სიყვარულისთვის? -მარიონეტები.
სიყვარული ლამაზია და თან ბოროტი. არჩევნის საშუალებას გვიკლავს და არ გვაძლევს. საკმარისია ღიმილი, სითბო და გვიმონებს გრძნობა, თან რა სასიამოვნო გრძნობა სიყვარული.
რას გრძნობთ როცა ამბობთ რომ მიყვარს? არაფერს თუ ყველაფერს? წარმოიდგენთ ხოლმე მის სახეს? როგორს? მომღიმარს თუ ერთ წარმოსახვაში მისი თითოეული მიმიკა გიდგებათ თვალწინ? პირველად გეღიმება ჰო? ჰო, ჰო გეღიმება. გრძნობ როგორ გიფეთქავს თითოეული ნერვი, როგორ მოძრაობს სისხლი ვენებში. იქნებ ხელებიც გიკანკალებს, ხელების გულები გიოფლიანდება თუ მუხლები გიკანკალებს და გეკვეთება. იქნებ ის არი იცი ხელები სად წაიღო და მომენტალურად ერთანეთს ჭიდებ რომ არ გაგცენ? სურვილით ივსები შეხედო, უღიმო, მერე რა თუ საპასუხო გრძნობები არ აქვს? მთავარია რომ ის არსებობს აქვე მიწაზე ადგამს ფეხს სადაც შენ, იმავე ქალაქშია და საერთოდ რა მნიშვნელობა აქვს სადაა მთავარია რომ ამ სამყაროშია და არსებობს.
ეს ყველაფერი არაფერია, მხოლოდ ფერია -ისიც შავი და ცოტა მონაცრისფრო. მონაცრისფრო იმიტომ რომ ამ ქვეყნად არსებობს, დააბიჯებს, სერიოზული, მშვიდი და დინჯი ნაბიჯებით ისე თითქოს შენ არ არსებობ და არც ამ სამყაროში დაიარები.
ამით რას ვასკვნით? არსებობს კი საერთოდ სიყვარული თუ წარმოსახვაა ჩვენი ცხოვრების გართულებისთვის?
ეჰ! იქნებ არ იცი რომ ეს სიყვარულია.
რა ბოროტია სიყვარული და რა სასიამოვნო მაინც.
იქნებ არ გიყვარს და არც გყვარებია? და შენ ამის სემდეგ ამბობ რომ ცხოვრობ ამ ქვეყნად? შენ იცი რომ არ გიცხოვრია.
და მაინც გიყვარდეთ! გიყვარდეთ! რადგან არ იყოთ მკვდარი და გრძნობდეთ სამყაროს სიყვარულისთვის. ცხოვრება უსიყვარულოდ ეს იგივეა რაც ადამიანი სულის გარეშე. მხატვარი ფუნჯის გარეშე, მომღერალი ხმის გარეშე, მწერალი კალმის გარეშე და ექიმი ხელების გარეშე.
არა, არა უფრო მეტია სიყვარული. ამის ახსნა მეცნიერებმაც კი ვე შეძლეს, მე ვინ ვარ რომ გამოვდივა და ჩემებურად ვცდილობ ავხსნა და ბოლოს მაინც აბდაუბდა გამომდის იგი.
სიყვარული ერთია, მხოლოდ სხვადასხვანაირად განვიცდით ყველა ამას და რა თქმ უნდა სხვადასხვა პასუხი გვაქვს ყველას
-რა არის სიყვარული?
-სიყვარული არის .... (ბლა ბლა ბლა...)
ამაზე პასუხი შეგვიძლია მოვისმინოთ უსასრულოდ, სხვადასხვა გრძნობით, განცდითა და შეხედულებით.
მაგრამ მთავარია რომ გვიყვარს, მთავარია რომ შეგვწევს სიყვარულის უნაი და რაც მთავარია არრსებობს ადამიანი ვინც გვიყვარს (ზოგისთვის გვიან, ზოგისთვის ადრე).
სიყვარული საუკუნეა მოლოდინი წამისა.
იქნებ თქვენ შეგიძლიათ მითხრათ რა არის სიყვარული?



№1  offline წევრი kakulia

საყვარლობააააააა kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent