შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიცოცხლისა და სიკვდილის ჭიდილში


18-08-2016, 10:10
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 1 778

ჩემი ცხოვრება ოპტიმიზმისა და პესიმიზმის უკიდურესი გამოვლინებაა. იგი სიცოცლხისა და სიკვდილის ჭიდილია,მე ხომ ყოველ დღე მიწევს გავიარო მათ შორის გადებულ ხიდზე,რომელიც ირხევა და ხან ერთისკენ მიბიძგებს, ხან-მეორისკენ.
მუდამ ვსწავლობ ცხოვრების მექანიზმს და საბოლოოდ მაინც ვერ ჩავწვდი მის არსს.არ მესმის,საერთოდ რა აზრი აქვს იმ ყველაფერს,რაც ჩვენს გარშემო ხდება,რატომ ვიბადებით,რატომ ვცხოვრობთ და რატომ ვკვდებით.ეს ის კითხვებია,რომლებზეც მუდამ ვფიქრობ და,რომელიც ქმნის ზემრავალუცნობიან განტოლებას.
ჩემთვის ცხოვრება ამაოებასთან იგივდება. მიუხედავად იმისა,რომ დიდი ხანი არაა,რაც ვცხოვრობ,2 ათწლეულიც კი არ გამიტარები ამ ცოდვათა მორევში სიარულში,უკვე მომბეზრდა ეს ყველაფერი,სიცოცხლე ვერანაირ სიამოვნებას ვერ მანიჭებს.ჩემი უკვირთ,არავის ესმის,რაც აღარ მადარდებს.
არც გაღვიძება მიხარია და არც დაძინება.ეს რუტინული ყოფნა უკვე ყელში ამომივიდა.ამქვეყნიური სიამები აღარ მიზიდავს.მგონია,ზედმეტი ვარ და არ უნდა მოვხვედრილიყავი ამ სივრცეში.
ვიცი,რომ სულ სხვაგან უნდა ვიყო და უკვე დიდი ხანია მივისწრაფი ამ „სხვაგანსკენ“ საკუთარი ოცნებებებიც,რომლებიც ან ახდება ან არა.ალბათ ასეთი დამოკიდებულება „ყველაფერი ან არაფერი“ დამღუპავს,მე ხომ ჯერ კიდევ ვერ გამიცნობიერებია,რომ ადამიანისთვის თითქმის შეუძლებელია სრულყოფილებასთან მიახლოება და შორიდან შეხედვაც კი.
ადამიანებს დიდი შედევრისტივით სათამაშოებად აღვიქვამ.გადაფასების გზას ვადგავარ და ყოველთვის იმ იდეით ვიწყებ ახალ დღეს,რომ ჩვეულებრივობა ნიშნავს დროის ამაოდ კარგვას.
ცხოვრებისა და სიკვდილის ჭიდილი გარდაუვალია,ვიცი.
ხიდი.რომელზეც ყოველ დღეს გავდივარ ძალიან ვიწროა.შეიძლება,ჩაწყდეს კიდეც,თუმცა ჯერჯერობით ეს არ ხდება.ალბათ იმიტომ,რომ მიზნებისკენ სწრაფვა გულში ცეცხლს მიღვივებს.
ვიცი,შეიძლება ხვალ იმედი გაქრეს და მასთან ერთად ხიდიც ჩაწყდეს,დღეს კი დღევანელი იმედი მაცოცხლებს,იმედი,რომელმაც სიცოცხლის ნაპირზე და ხიდს ჩაწყვეტის უფლება არ მისცა.



№1  offline წევრი kakulia

საყვარლობააააააა kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent