შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გალავანი


19-08-2016, 14:48
ავტორი ჯონი.გაფი
ნანახია 1 137

მოგონებები ცოცხლობენ და უკვდავებით იწონებენ თავს.
მკითხველო,ახლა გარეთ იწვის მთვარე და მე ჩემს სამყაროს გალავანს ვუგებ.თავდაპირველად ქოხი ავაშენე,სახურავზე ამოჩრილი ბუხრის საკვამურით.ვაშენებ გალავანს და ქოხიც ნელ-ნელა შუაში ექცევა.არვიცი რადუნდა ერთ პატარა ხის ქოხს გალავანი,მაგრამ იმდენი მასალა დამიგროვდა რომ,სად წავიღო არ ვიცი და აი ვაშენებ მეც გალავანს ჩემი სამყაროს გარშემო.ყველა გალავანს ხომ ერთი დანიუშნულების მიუხედავად სხვა და სხვა შინაარსი აქვს?!მე მას ჩემივე მოგონებებით და განცდებით ვაშენებ,როგორც ვთქვი ბევრი დამიგროვდა,მოუხდება ჩემს სამყაროს გალავანი,გალავანი რომელიც ჩემივე წარსულისგან მაქვს აშენებული.მისი შინაარსი კი ისეთივე უბრალოა როგორც მე ვიყავი იმ ცხოვრებაში რომლიდანაც გავიქეცი..დიახ გავიქეცი,აბა რად მინდა საკუთარი სამყაროს აშენება და მასზე გალავნის შემოვლება.ახლა დანამდვილებით ვერ ვიტყვი რატომ ვაკეთებ ამას,მაგრამ ვიცი რომ ყველა პასუხის მქონე დრო გამცემს ჩემს შეკითხვაზეც პასუხს.მაგრამ ჯერ არა,ჯერ ეს პასუხი სადღაც შორს არის დროის ტალღებზე აცურებული და მოიწევს ჩემკენ.მანამდე კი უბრალოდ ვაშენებ.რაღა დარჩა აი ცოტაც და დავასრულებ,შემდეგ დავჯდები ჩემს ქოხში ჩემ საწერ მაგიდასთან და რაც კი სხვა ახალი ფიქრი ან განცდა დამეუფლება სულ თაბახებს გავანდობ,მაგრამ მათ უკვე აღარ დავწვავ როგორც ამას აქამდე ვაკეთებდი და როგორც ახლა ვაკეთებ.აუცილებლად უნდა ვთქვა რომ მეშინია,მთის მეშინია,სასაცილოა არა?მაგრამ ეს მთა რაღაც გამორჩეულია.ჩემი სამყაროს გარეთ დგას,იმედგაცრუებით,ტკივილით და ბოროტებით არის აშენებული.ნეტავ საიდან აღმოცენდა ჩემს სამყაროსთან ასე ახლოს?ზუსტად შუა ღამეს ისმის იმ მთიდან მოთქმა გოდების ხმები,შემაძრწუნებელი სიცილით შეზავებული.ნეტავ რომელ სულიერს არ ჩასწვდება სულით ხორცამდე ეს შემზარავი სიმფონია.ხანდახან თითო ოროლა სიტყვა თუ გამოირჩევა იმ აურზაურიდან.ქოხში ვიკეტები,ბუხარს ვაგიჟებ და მეც სიგიჟს ზღვარს მოსეირნე ვცდილობ იქით არ გადავიხარო საიდანაც რეალობაში დაბრუნება ძალიან ძნელია.ასეთმა ღამეებმა უძილობის ტყვედ მაქცია,საწოლი სამარედ მეჩვენება ხოლმე,მხოლოდ ბუხრიდან გამონავალი შუქიღა რჩება ჩემსადა სიბნელეში დაბუდებულ შიშს შორის.შემდეგ მოდის დილა.მზის სხივები ისეთ მხიარულს ხდის გარემოს,თითქოს ღამით კოშმარული მხოლოდ სიზმრებია.ვიწყებ გალავნის მშენებლობას იმ ადგილიდან სადაც დამაღამდა და ვამთავრებ იქ სადაც მაღამდება.შემდეგ კვლავ მოიწევს ზემოდან ქვემოთ სიბნელე და მოაქვს მოლოდინი შუაღამისა.ჩემს სამყაროში ისეთივე ძალიან განსხვავებულია დღე და ღამე,როგორც სინამდვილეში განსხვავდებიან თავისი სითეთრით და თავისი სიშავით.გადის დღეები,ღამეები და ხმის ამოუღებლად ვეჩვევი სიცოცხლეს,სახეზე კმაყოფილებითა და გულის გახშირებული ბაგა-ბუგით ვტოვებ უკან,წამებს,წუთებს,საათებს,დღეებს,კვირეებს,თვეებს და წლებსაც კი.

...
მკითხველო,საოცარ გრძნობას ბადებს ფიქრი,რომ რაღაც ძალიან ძველის და ძლიერის ნაწილი ხარ ეს პატარა ადამიანი.სადღაც საუკუნეების წინათ ანოიფრქვა რაღაც,რაღაც მშვენიერი,მთლიან სამყაროს გადაევლო და შეეყინა.გაქვავდა,სამუდამო გახდა. ჩვენ კი ადამიანები ზედ ვაბიჯებთ ყოველდღე. მას ყოველდღე უწევს ჩვენი სიმძიმის ატანა და არ იბზარება.არ ცვდება. ვაბიჯებთ და ხშირად ვერც კი ვამჩნევთ იმას რაზედაც ვტოვებთ პატარა ნაფეხურებს. ჩვენ ხომ ყველა მისიდან წარმოვიშვით,მასზე ავშენდით და გავძლიერდით. ეს მისი მტვერია ცას რომ ამშვენებს და ხატავს თეთრ ღრუბლებად. ეს მას მოაქვს ბედნიერება ქვეყანაზე. ჩვენ მხოლოდ სახელი დავარქვით და ვახსენებთ ხშირად.ის გვაძლიერებს,ჩვენ კი ვასუსტებთ მას. ო რა დიდებული ხარ სიყვარულო,რა დიდებული ხარ. მთელს სამყაროს შენი სხეულით ეფარები და არ აძლევ უფლებას რომ გაიყინოს. შენ ბედნიერება დღემდე მოიტანე და სულ თან დაატარებ,მეკი გაგეცალე,გაგექეცი და მხოლოდ ახლაღა ვხვდები,თურმე მეც ვყოფილვარ ერთ დროს ბედნიერი.მეც ვიყავი რაღაც ძალიან ძველის და ძლიერის ნაწილი.თურმე მეც მწვევია სიყვარული,მაგრამ იმდენად დავბრმავებულვარ,რომ ვერ შემიმჩნევია. ეს მე ვიყავი..დიახ! დიახ! მე დავუძახე მარტოობას რომ მოსულიყო. ვიხსენებ შეხვედრას,პირველ შეხვედრას. შემოდგომა იყო. კვდარი ფოთლები გაყვითლებულ გრძნობებს მაგონებდნენ,დაძველებულს,დამჭკნარს,ივიწყებულს. მაგრამ ეს სიძველე,ყველაზე და ყველაფერზე მშვენიერია,როგორც მშვენიერია სამუდამო ძილით მძინარი ნაქალაქევები,შავი მიწა რომ გადაუხურავთ და აღარაფერს ელოდებიან. ასეთი გრძნობა მეუფლებოდა,ვირინდებოდი საღამო ხანს,მზე მთებს იქით ნელ-ნელა იძირებოდა,სიყვითლით გადაიღება ცა,სევდის ფერი გაუჯდა არემარეს და აი ამ დღის და ღამის გასაყარზე შევხვდი მას. მხოლოდ იმ წამს ვიხსენებ,დანარჩენი უკვე ბინდდება გონებაში. მხოლოდ ის წამი მახსენებს მის სახეს,არმახსოვს შემდეგ როგორი იყო.ღიმილიც კი აღარ მახსოვს. მახსოვს მხოლოდ შავი ფერის თმებზე ალივლივებული ყვითელი ნათება,ხორბლისფერ სახეზე დახატული პატარა ხალი და უბრალოებითა და სიკეთით აციმციმებული შავი თვალები.მხოლოდ ეს დამრჩა მოგონებად. წამი. წამი,რომელიც საუკუნო ცხოვრებაზე ბევრად მეტია. შემდეგ კი მოვიდა მარტოობა და აი სწორედ მან მოიყოლა თან სევდა,სევდა რომელიც იმ დღიდანვე დავიმეგობრე და მას მერე უღალატო მეგობრები ვართ.მხოლოდ ის,ის ნახულობს იმ შესასვლელს ჩემს სამყაროში რომელიც ყველას გადავუმალე და რომელსაც თავად მიაგნო.მხოლოდ ის მოდის ჩემთან სტუმრად,წინასწარ არასოდეს ვიცი როდის მეახლება,თითქმის სულ ჩემთანარის.დღესაც მესტუმრა,მითხრა აქვე ახლოს ვეხეტებოდი და ვიფიქრე შეუვლი მოვინახულებო.მეც ეს დღე არ მიმუშავია,ის რომ მოდის ასეა ხოლმე,დავსხდებით და რაღაც ფრაგმენტებს ვიხსენებთ ჩვენი წარსულიდან.გვერდით ნაცრისფერი ქისა ჩამოუკიდია სულ თან დაატარებს.შიგნით ყველა ის ცრემლი აქვს მოთავსებული რაც მის გვერდით დამდენია.ასე მეუბნება მათ საკადრის ადგილს მე მევუნახავო,მე მისი მჯერა.შუაღამემდე დღესაც არ დარჩა,წავიდა განაგრძო ბოდიალი,ხან ვის მიადგება რა მიზეზით და ხან ვის,იცის ვის სამყაროში საიდან უნდა შევიდეს,ასეთია,წინასწარ არავის უთანხმდება. მოულოდნელად,მაშინ როდესაც არ გჭირდება,მაშინ როდესაც მისი დრო არ გაქვს,მოდის სევდა და მეგობრულად გეხვევა ტანზე.

...
მკითხველო,შუა ღამე მოდის,წამ წამობით მოიწევს ჩემ სამყაროში.ხანდახან მთვარე თუ დაადგება ხოლმე ღამის დარაჯად ჩემს გალავანს.მხოლოდ ხანდახან.მაგრამ ამ ხანდახან ამონათებული მთვარისაც არ ეშინიათ მთის ბინადართ.იწყება შემაძრწუნებელი ხმაურის თარეში და თითო-ოროლა სიტყვა თუ გამოირჩევა იქიდან .ერთხელ გავიგონე ქალის ხმა იყო,მაგრამ არც მთლად ქალისას გავდა.არა მიწიერი ბგერებით იძახდა -ვერ დაიმალები ,ვერ დაიმალებიო-დავიმალები,როგორ ვერ დავიმალები..განა ამისთვის არ ვაშენებ გალავანს რომ შიგნით დამალვა შევძლო?! მე იმ ყველაფრის მეშინია რაც გალავნის მიღმა არსებობს.მეშინია იმისა რასაც ადამიანები აშენებენ. აქ გალავნის მიღმა ცხოვრება მიედინება მდინარეებად,ტყეებად,ზღვებად,ოკეანეებად.მიედინება უკალაპოტოდ,როგორც მდინარე მოვარდება და წალეკავს სოფლებს,როგორც მეწყერი მოვარდება და დაანგრევს სახლ-კარს,ცხოვრებაც ასე ემუქრება ადამიანებს. ანგრევს,ტბორავს,ახრჩობს და შემდეგ მიაგდებს სადმე უპატრონოდ. მასაც თავისი რჩეულები ყავს,ვისაც აბერტრყავს თავზე იმ მონაგარს რაც ქალაქებისა და სოფლების დანგრევით მოიპოვა,რაც სხვისი სახლების მიწაში ჩაძირვით მოიპოვა. ვიღაცას ართმევს და ვიღაცას აძლევს. არა!არა! არჩევანის უფლება არ გაქვს,ეს მან უნდა აგირჩიოს შენ. ჩემი სამყარო კი მხოლოდ მე მეკუთვნის და მე ვარ აქ ცხოვრებაც და სიცოცხლეც. აქ ვერ შემოვა ბოროტება,აი ის მთაც გალავანს მიღმაა აღმართული,გარედან აკვრის გალავანს და ცდილობს შემოხეთქოს მაგრამ ვერა,ვერძალუძს ბოროტებას ჩემს აშენებულ სამყაროს შეებრძოლოს. აქ ყველაფერი თანაბრად არის,სიკეთე და ბოროტება,სიყვარული და სიძულვილი,სილამაზე და სიმახინჯე,აქ ყველაფერი თანაბრად არის,ყველაფერი ის,რაც გარე სამყაროში ერთი-მეორეზე ჭარბობს. აქ ერთი ქოხი და ერთი ადამიანია,გარეთ კი სადღაც ადამიანები ჭარბობენ სახლებს და სადღაც სახლები ჭარბობენ ადამიანებს. ადამიანი! როდის გაიცნობ ადამიანო საკუთარ თავს? როდის გასცემ შეკითხვებზე პასუხებს და დაამშვიდებ სულს,სულს რომელიც სხეულში აღარ ეტევა,უნდა გადმოვარდეს და გაფრინდეს,გაფრინდეს მაღლა. ადამიანი ამოუცნობია. მხოლოდ ის ებრძვის სიკეთეს და მხოლოდ მას იმონებს ბოროტება. აი,აი ამიტომ გავერიდე ყველას,მარტოობა მოვიდა და მეც ის ვარჩიე.არ ვთვლი რომ ეს სისუსტე იყოს,პირიქით ამას დიდი ძალა ჭირდება რომ გაუძლო.მე კი ვუძლებ და მანამ გავუძლებ სანამ ბოლომდე არ დავასრულებ გალავანს,მერეკი უბრალოდ მივყვები გზას რასაც ყოველდღიურობა გამიმზადებს..აქ საფიქრელად იმდენი დრო მაქვს,რაზე ვიფიქრო აღარვიცი,არმეგონა თუ შეიძლებოდა ადამიანს საფიქრალი გამოლეოდა,მაგრამ ხანდახან ვერაფერზე ვფიქრობ,თითქოს მართლაც გამოილიაო.ხანდახან გარე სამყაროზეც ვფიქრობ და საერთოდ არ მენატრება,რატომ უნდა მენატრებოდეს დაბინძურებული ქუჩები,ან ამ ქუჩებში მოსიარულე ხალხი?!რატომ უნდა მენატრებოდეს მოხუცების დანახვა,რომლებიც ძლივს დალასლასებენ.ან ზრდასრული ახალგაზრდების დანახვა,უსაქმურობით ნავარჯიშები საქმიანი სახეები რომ მიუღიათ და ერთმანეთში ირევიან.ან სამუშაოზე მოსიარულე დეპრესიული ადამიანების,რომელთა ცხოვრება მოსაწყენი ერთფეროვნებით არის გამოტენილი.რატომ უნდა მიხაროდეს ბავშვების დანახვა,როდესაც ვიცი რომ ისეთივე უაზრო ცხოვრება უნდა გაატაროს მათ უმრავლესობამ როგორიც გავატარეთ ჩვენ წინამორბედებმა.დიახ არ მენატრება არა ამ ყველაფრის შემადგენლობაში ყოფნა.არც ჩემი თავის სარკეში დანახვა მენატრება.არ მენატრება რადგან იქ ბავშვს ვხედავ რომელიც უაზრო ცხოვრებისთვის არის გადადებული.რადგან იქ ახალგაზრდას ვხედავ საქმიანი გამოხედვით და უსაქმური ნაბიჯებით.რადგან იქ მოხუცს ვხედავ რომელიც მისტირის წარსულს და ნანობს,აუცილებლად ნანობს თუ რატომ გამოიარა ასეთი ცხოვრება,სადავეები ხომ მის ხელში იყო,რატომ არ მიმართა იქით საითაც სანანებელი არაფერი იქნებოდა.აი ამიტომ არ მიყვარს სარკე,აი ამიტომ არ მიყვარს გარე სამყარო,მშიშარა ვარ,სუსტი ვარ და აი ამიტომ მიყვარს გალავანი სადაც მხოლოდ მე ვარ,მხოლოდ მე. მაპატიე,საკუთარ ცხოვრებაზე და საკუთარ თავზე გაბოროტებული,ჯავრს ახლა საყვარელ მოხუცებზე,წესიერ ახალგაზრდებზე,მიზანდასახულ შრომისმოყვარე ადამიანებზე და პატარა სიცოცხლით აღსავსე ბავშვებზე ვიყრი.ნამდვილ სილამაზეს ვერ დაინახავს ის ვისაც არ უნდა მისი დანახვა და სიმახინჯეშიც დაინახავს სილამაზეს ის ვისაც მისი დანახვა სურს.
...
მკითხველო,უძილობამ საერთოდ მომტეხა,მაგრამ მაინც დილა ადრიან მეღვიძება ხოლმე.დღესაც მაშინ გავახილე თვალები ნათება ახალი დაწყებული რომ იყო,მაგრამ ისევ მეძინებოდა.ძილის ბურანიდან რომ დავბრუნდი გარეთ გავედი,ნახევრად დახუჭულ თვალებში ბუნდად გამოჩნდა მეგობრობის კედელი,რომელიც ერთი თვის წინ დავასრულე და რომელიც ღამით ჩამოშლილიყო.ისე ყრუდ მეძინა რომ ხმა არ გამიგია.სწრაფი ნაბიჯებით მივედი კედელთან.რამდენიმე მეგობრობის მოგონება და განცდა გატეხილიყო,ნაცრისფერი ედო დამტვრეულ მოგონებებს,თითქოს კადრები გაშეშდა,მათი სიფერადე კი ნაცრისფრად შეიფერა.აი ისე შავ თეთრი სურათები შუაზე რომ დახიო და ძირს დაყარო,სწორედ ასე ეყარა რამდენიმე მოგონება და განცდა.ნეტავ სად გაჩნდა ბზარი,ნეტავ რამ გამოიწვია ნგრევა?გამალებით დავუწყე გადარჩენილ მოგონებებს გადარჩევა.ვცადე სინანულით აღმედგინა ნამტვრევები მაგრამ ამაოდ.იმდენად დიდი იყო მათ შორის ბზარი რომ არაფერი გამოვიდა.ისინი ჩემი სამყაროს გალავანს ვეღარ ააშენებენ და აქვე გალავნის გარეთ მივაწყობ,მათი სულ მოშორება მენანება,ვერ გადავყრი.ეს იქნება სამუდამო ძილის სამუდამო ადგილ სამყოფელი,ძილისა რომელშიც შეცურეს ძველისძველმა მოგონებებმა და ახლა საერთოდ იძირებიან მივიწყების მორევში.
დავიწყე ისევ კედლის ხელახლა აშენება.უამრავი ის მოგონება და განცდა ისევ მთლიანი იყო რომლებიც ძირითად როლს ასრულებენ კედლის ურყეობაში.მათში არ გაჩენილა ბზარი,მიხაროდა,თითქოს გამარჯვებული ვიყავი,თითქოს რაღაც დავამარცხე,რაღაც ისეთი რაც ადამიანმა უნდა დაამარცხოს ადამიანურ ცხოვრებაში.
რამდენიმე დღეში ისევ აღვმართე კედელი და ახლა უკვე იმაში ვარ დარწმუნებული რომ,ეს კედელი,მეგობრობის კედელი,აღარასოდეს ჩამოიშლება.სადღაც გულის სიღრმეებში სამუდამოდ დარჩება როგორც დიდებული გრძნობის სამუდამო ტკბილი ნაიარევი.
...
საღამომ შემოხსნა მკითხველო,კარი,ჩემს სამყაროში.რამდენიმე მოგონება კარგად ვერ მოვარგე კედელს და თავი ცუდად ვიგრძენი,ისინი აუცილებლად უნდა ამშვენებდნენ ჩემს გალავანს.ქოხში შევედი,კარის ჭრიალმა თავი მარტოსულად მაგრძნობინა.ცუდია,მეტიც,საშინელია მარტოობა,მაგრამ ყველაფერი ის რაც ჩვენ თავს ხდება,მხოლოდ ჩვენი ბრალია და სხვა არავისი,შენც ხომ ასე ფიქრობ?ამიტომ ეს განცდა წამშივე ჩავანაცვლე ღიმილით,ღიმილით რომლითაც ის გავამართლე რაც მე დავატეხე ჩემს თავს.ო ეს ღიმილი,საკუთარი თავისთვის მიძღვნილი ღიმილი,იმ წუთში ჩემი თანამძრახველი იყო,ჩემ თავთან ჩემივე თავის დასაძვრენად.ბუხარში ცეცხლი რომ ავანთე,შუქმა იქვე მდგომი სასანთლეს ჩრდილი კედელზე დიდად და შავად მიახატა.ისე რა საოცარია ერთად შუქი და სასანთლე,თურმე რამხელა ყოფილა სინამდვილეში ეს ჩემი პატარა სასანთლე და მხოლოდ შუქმაღა გამოაჩინა მისი ნამდვილი ზომა.ყველაფერი რაც კი რაიმე არსებობს უფრო დიდია სინამდვილეში ვიდრე ჩანს,მხოლოდ საჭიროა მას შუქი მიადგეს და დაგვენახება სინამდვილეში.ჩემი ჩრდილი კი როგორც ჩანს ერთი პატარა ქოხია და მასზე შემოვლებული დიდი გალავანი,მაგრამ ესეც პატარაა,სინამდვილეში კი უფრო დიდია,უბრალოდ ამის იქით მეც ვერ ვხედავ.
მკითხველო,დედამიწაზე მცხოვრები ყველა ადამიანი რომ შეიკრიბოს ნეტავ როგორი საერთო ჩრდილი დაიხატება მიწაზე?ნუთუ ლამაზი ერთიანობა შეიქმნება?მე მაინც არ მგონია მასე იყოს,ალბათ რაღაც გაუგებარი,არეული,აწეწილი ჩრდილი გამოვა,მარტივად რომ ვთქვათ ისეთივე როგორებიც ადამიანები ვართ,ერთმანეთისგან შორს,ყველა საკუთარი ცხოვრებით მცხოვრები,რომ არ ვცდილობთ საერთო სილამაზე შევქმნათ დედამიწაზე,ყველას ჩვენ ჩვენი განძრახვა გვაქვს,ყველანი ვცდილობთ გადავასწროთ ერთმანეთს,გადავუაროთ.ასე მოვდივართ უკვე საუკუნეებია,ერთმანეტს ვტელავთ და ერთმანეთის ძვლებზე დავდივართ. ერთად შეგროვილ ადამიანებშიც გამოჩნდებიან ჩრდილები რომლებიც გადააბიჯებენ მრავალს და თავიანთ სილუეტებს წინ გამოჭიმავენ.სწორედ ამ დროს დაირღვევა სილამაზე,სწორედ ამ დროს აიწეწება საერთოდ ყველაფერი,ახლაც ხომ აწეწილია?!.ჩვენ ხომ ყველას ჩვენივე ნება და სურვილი გვაქვს და რა არის შენი სურვილი,შენი ნება?ის რომ იდგე უბრალოდ მორჩილად ადამიანებში და ეცადო საერთო სილამაზე არ დაარღვიო,თუ ის რომ გადააბიჯო სხვებს მხოლოდ საკუთარი თავის გამოსაჩენად და დაამახინჯო საერთო სურათი?ან იქნებ არც გინდა რომ შეკრებაზე მიხვიდე და მონაწილეობა მიიღო საერთო ჩრდილის დახატვაში?ეს ყველაფერი მხოლოდ წვრილმანია იმასთან შედარებით რაც სინამდვილეში ვართ ჩვენ ყველა ერთად.აი მე მაგალითად ალბათ ის ჩრდილი ვარ რომელიც არ მიდის შეკრებაზე,რომელიც ცალკე დგას და არუნდა არც საერთო სილამაზის და არც საერთო სიმახინჯის დახატვა.ბევრნი ვართ ასეთი ჩრდილები,ეს ცუდია თუ კარგი,თუ სხვა რამ კიდე გაუგებარი?!არვიცი!პასუხი ისევ დროის ტალღებზე ცურავს და მოიწევს,ალბათ მოიწევს ჩემსკენ.
ძილი მომერია და ისევე ვფიქრობ სულ ყველაფერზე როგორც ყველა ძილის წინ.ასეა,ისე გამიყოლიებს ფიქრი თავის ლაბირინთებში რომ ხშირად გასასვლელი მეკარგება და უბრალოდ სხვა რამე უფრო მარტივზე ვიწყებ ფიქრს.იქნებ ასეც ჯობია,ზედმეტი ფიქრების გარეშე,თან ეს ის ფიქრებია რომელსაც ვერასდროს ვერ ჩავწვდები ბოლომდე და ტყუილად დამტანჯავს,ჯობია მოვერიდო,ასე უფრო ადვილია,ასეც ვიქცევი,მე ამაზე ფიქრი იმ ერთეულებს გადავაბარე და პასუხებს მათგან მოველი რომლებიც ჩემზე ბევრად ჩახედულნი არიან ადამიანში,რომლებმაც ჩემზე ბევრი იცხოვრეს წუთისოფელში
...
მკითხველო,როდესაც რაიმეს აშენებ და ერთი პატარა წვრილმანი გაფერხებს,რადგან ვერ მოგინახია მისთვის სწორი ადგილი.სხვა რამ უნდა ცადო,სხვა რამით უნდა ჩაანაცვლო?არა!არა!სწორედ ის,ის გჭირდება იმის დასასრულებლად რაც დაიწყე.მაგრამ იქნებ იმ წვრილმანის ადგილი არც არის იქ სადაც მისი მორგება გინდა?უნდა დავნებდე და დავტოვო ისე როგორც არის?თუ მაინც ვეცდები და ძალის-ძალათი მოვარგებ იმ პატარა დეტალს,შემდეგ დროთა განმავლობაში
ის ადგილი ჩამოიშლება რადგან ისე არ იქნება რაღაც როგორც სინამდვილეში უნდა ყოფილიყო.ამას ჯობია საერთოდაც ასე დავტოვო.იდეალური არაფერია,არც მე ვარ იდეალური მშენებელი და აი ასე დაუსრულებელი დავტოვე ერთი კედელი,რომელიც ვცადე სიყვარულის განცდებით და მოგონებებით ამეგო. ვინიცის დრო რას უმზადებს წინ?ვინიცის რომელი კედელი ჩამოიშლება,ვინიცის როდის?ადრე ისიც კი მეგონა რომ სიყვარულით შენება შემეძლო,ურყევად,უკვდავად,მაგრამ ამაოდ.მარტო ჩვენი სიყვარული კი ვერ ერევა კედელს,სხვა ძალაც უნდა,ესეც ხომ იცი მკითხველო?სხვა ძალაც უნდა,ძალა რომელითაც ვაძლიერებთ ერთიმეორეს.ალბად არასდროს არ არის გვიან,დიახ არ არის გვიან,მაგრამ მე დავაგვიანე და ვაი მას ვისაც ჯერ არდაუგვიანია და გონია რომ დააგვიანა.ვაი მას ვინც არ აფასებს მაშინ როდესაც გააჩნია რაღაც,რაღაც ძველი და დიდებული. მე კი მთელი დარჩენილი ცხოვრება სინანულს და დროის უკან დაბრუნებაზე ოცნებას უნდა შევალიო,ეს კი ის ოცნებაა რომელიც მხოლოდ სიზმრებში ხდება. .არ ვიცი ვის ვთხოვო პატიება.ალბათ საკუთარ თავს,აბა სხვა ვის,ისევ და ისევ,ისევ და ისევ ვიმეორებ, მხოლოდ ჩვენი ბრალია ის რაც ჩვენს თავს ხდება,სხვები მხოლოდ გვეხმარებიან,რომ მოხდეს ის რაც ჩვენ დავატეხეთ ჩვენს თავს. მკითხველო,ვთხოვოთ ადამიანებს,რომ შეიყვარონ,შეიყვარონ სანამ არ არის გვიან,რადგან სიცოცხლე არც ისეთი ხანგრძლივია. შეიძლება ერთი დღე უფრო გრძელი მოგვეჩვენოს,ვიდრე მთლიანი სიცოცხლე. უმალ ჩაიარა წლებმა და უკან რომ მოვიხედე,მხოლოდ ერთი ნაკვალევი დავინახე,ჩემი ნაკვალევი.და ვინანე რომ მის გვერდით არ იყო კიდევ სხვა,პატარა ნაკვალევი. გაუვალ გზებს ხომ ორი ნაკვალევი უფრო გაკვალავს?!მოვა დრო,ყველა გახედავს თავის აშენებულ სამყაროს და იტყვის თუ რა ძნელი იყო მარტო შენება. ამიტომ მკითხველო, ვუთხრათ ყველას რომ შეიყვარონ,შეიყვარონ ერთმანეთი.
...
მკითხველო,არის დღეები როდესაც ციდან ბურუსი ჩამოწვება და ვერაფერს ვიხსენებ.ასეთ დროს ჩემს საწერ მაგიდას და თაბახებს ვუბრუნდები და ვწერ ყველაფერზე რაც სხვა რამ თავში მომივა.დღეს რატომღაც წვიმაზე ვფიქრობდი.რახანია არ მოსულა. მასზე ბევრი შემიძლია ვწერო,ბევრი რამ მზგავსება არის წვიმასა და ადამიანში. როგორ ვგავართ წვიმის წვეთებს. ჩვენც მათსავით ვეშვებით ციდან და ვტკბებით ამ ლამაზი სამყაროს ცქერით,როგორც პატარა ბავშვები. არ ვიცით შემდეგ საით გაგვსტყორცნის მონაბერი ქარი. ზოგი წურბელებით სავსე გუბეში ვარდება და ასაზრდოებს სიბინძურეს თავისი თავით. ნელ-ნელა მღვრიე ფერი შთანთქავს და მთლიანად წუმპის ნაწილი ხდება. ივიწყებს რომ ერთხელაც მზე ამოვა და ააორთქლებს,ისე ააორთქლებს რომ ხსენებაც არიქნება,არამც თუ კვალი,კვალი რომელიც დატოვა ასეთი მცირე.
მონაბერი ქარი,ზოგს კამკამა,მჩქეფარე წყაროენისკენ გაისვრის და წყაროებიდან შემდეგ მდინარეებში ჩაიღვრებიან,მდინარეებიდან ზღვებში,ზღვებიდან კი დიდებულ ოკენაეებში. დიდებულ,მძვინვარე ტალღებად გარდაიქმნებიან და შიშის ზარს დასცემენ ბოროტებას. მერეკი მათი დროც მოვა,მზე სათუთად დაადგება მათ კამკამა სხეულებს და ააფრენს ცაში,შემდეგ ისინი წარმოშობენ ხელ ახალ წვეთებს,მაგრამ მაშინაც არც მათ და არც არავის სულიერს არ ეცოდინება თუ რომელ კალაპოტში ჩაეშვება წვეთი რომელიც მისგან წარმოიშვა.
წვიმის წვეთებმა შორს გამიტაცეს.თაბახები ბუხარს მივაყარე და ტახტზე დავწექი.ვფიქრობდი რომ ეს გზა ისეა მოწყობილი,წინ რომ გაიხედო მაინც გაგიჭირდება რაიმეს დანახვა,მხოლოდ მაშინ შეძლებ ყველაფრის დანახვას როდესაც გზის ბოლოს მიადგები და უკან მოიხედავ.
...
მკითხველო,უკვე შუადღის მზე აფენდა სხივებს და ის დრო იყო მშენებლობა რომ დავასრულე. დავასრულე ის რაც ძალიან დიდი ხნის უკან დავიწყე. ახლა ყველაფერი სხვაგვარად იქნება. მხოლოდ კარიბჭე დამრჩა შესაბმელი.კარიბჭე,რომელიც უნდა ჩავკეტო და სამუდამოდ ასე დავტოვო დაკეტილი. უიმედოდ დარჩენილი ადამიანი არარსებობს.სულ ცოტა მაინც იქნება იმედი,სადღაც ღრმად,გულის კუნჭულებში მიმალული,უბრალოდ მისი პოვნა უნდა მოინდომო.მეც მოვქექე,მოვძიე გულის სიღრმეებში ცოტაოდენი იმედი და რაც კი ვიპოვე სულ კარიბჭის აღმართვას მოვახმარე.იმედს თან ახლავს მოლოდინი და სწორედ მოლოდინით შევაბი ეს პატარა იმედის კარიბჭე გალავანს. დაკეტვით კი მაინც არ დავკეტე. ერთ პატარა ხის ქოხს ამხელა გალავანი შემოვავლე,კარიბჭეც შევაბი მაგრამ არ დავკეტე,მაინც არ დავკეტე.ცოტა უაზროდ მეჩვენა ეს ყველაფერი მაგრამ ღიმილი ჩემთან იყო,ჩემი თავის გასამართლებელი ღიმილი. ასეა თუ ისე აი დავრჩი გალავანს შორის,ჩემს პატარა ხის სამყაროსთან ერთად.ახლა მთლიანად მე მეკუთვნის ის და მას ვეკუთვნი მე.მორჩა!
ღრმად ჩავისუნთქე ამ გრძნობის სურნელება,უხმოდ ამოვუშვი ფილტვებიდან და იქვე ქოხთან ჩამოვჯექი.საოცარი შეგრძნებაა დაწყებულის დასრულება.ახლა დროა ახლიდან შევივსო,როგორც დაცლილი ფიალა ღვინით.წვეთ-წვეთად იღვრებოდა ჩემიდან ჩემი წარსული და იქცეოდა გალავნის კედლებად მანამ სანამ ერთიანად არ დავიცალე.
რამდენჯერაც გავხედავ კარიბჭეს იმდენი იმედის სხივი შემოდის და სულს მიფორიაქებს. ცოცხლობს,ცოცხლობსსიღრმეებში ნაპერწკალი,რომ ერთხელაც ის დააკაკუნებს იმ იმედით,რომ კარს მე გავუღებ. შემდეგ აღტაცებით შემოვატარებ ყველა კუთხე კუნჭულს,ყველა კედლის ისტორიას მოვუყვები,შემდეგ ქოხში შევიყვან,ბუხარს დავანთებ,გვერდით მივუჯდები,ვეტყვი თუ რა ძნელი იყო უიმისოდ ცხოვრება და შემდეგ,გავირინდები ათასწლეულში. მაგრამ ეს ღამით სიზმრებში,რეალობა კი სიოსაც არ არხევს კარიბჭის ირგვლივ.რეალობაში შენ არასოდეს მოხვალ.

...
მკითხველო,მთებს მიღმა მზე იძირებოდა,ის ის იყო გალავნის თხემიდან რამდენიმე სხივი სუსტად გამოკრთა რომ სევდამ შემოდგა ფეხი,გალავნის იმ კედლიდან რომელიც დაუსრულებელი დავტოვე.სიყვარულის რამდენიმე მოგონებას გადმოაბიჯა და ჩემთან მოვიდა.მოვიდა ახლოს მომიჯდა,თითქოს ჩემში შემოსვლა სურდა,თუმცა ის ხომ უკვე ჩემს სამყაროში იყო.არ ვიცი რა ვიგრძენი იმ წამს.მხოლოდ ის ვიცი რომ არმინდოდა სადმე წასულიყო.თავდაპირველად გულში გაუმხელად ვფიქრობდი როდესაც გალავანს დავასრულებ იმედია სევდა აღარ მესტუმრება მეთქი,თითქოს ამით თავს ვღალატობდი.მაგრამ არ ვიცი რატომ,ასე ძლიერ რატომ მინდა რომ ჩემთან დარჩეს? ო,რა ერდგულია სევდა,არასოდეს მიგატოვებს,ტთუ კი ოდნავ მაინც მისცემ საბაბს დარჩენისას,ის ბედნიერებას არ გავს,სევდა ერდგულია,ბედნიერება კი მოღალატე,სევდა მონახავს თავისით შენთან მოსასვლელს,ბედნიერება კი თავს არ შეიწუხებს.სევდა სამუდამოდ შენთან რჩება,ბედნიერებას კი არ უყვარს ერთ ადგილას დიდხანს გაჩერება.სევდავ მეგობარო დარჩი,ჩემთან დარჩი-ვუთხარი და ცრემლი ჩამომვარდა,ცრემლი დაიჭირა და ქისაში ჩააგდო.ვიგრძენი რომ მოსვლის წამიდანვე არ აპირებდა აღარსად წასვლას. იმ დღიდან მე და სევდა უკვე სულ,სულ ერთად ვართ. ქოხში არ მქონდა ადგილი რომ დარჩენილიყო,ამიტომ გულში მივეცი პატარა კუთხე დასაბუდებლად.
...
კოცონი გვენთო მე და სევდას ჩემო მკითხველო. თვალი გვიშტერდებოდა და ისეთი იერი გვქონდა,როგორც არაფრისკენ მიშტერებულ ქანდაკებებს,მაგრამ ქანდაკებებში რაღაც იკითხება,რაღაცას მაინც გიამბობენ ქანდაკებები,მე და სევდა კი უბრალოდ ცეცხლს ვუყურებდით.ასე იცის ცეცხლმა,თვალს გიშტერებს და გაფიქრებს არაფერზე.ძლივს გავიხსენე ადრე ვიღაცამ მითხრა ,,ყველაფრის კეთებას გული უნდა დაუდო,მხოლოდ ცეცხლი შეგიძლია დაანთო უგულოდო'' და აი სწორედ ამ ცეცხლში ამ უგულოდ დანთებულ ცეცხლში ვხედავდი დღეებს წარსულიდან.დღეებს რომლებმაც ჩაიარა როგორც არაფერი.რა დამიშავეს ასე რომ მოვექეცი,მათ ხომ ისტორია არ გავატანე?!..ჩემი სიცოცხლის პატრონი მე ვარ.მხოლოდ ერთი დღეა ჩემი პატრონი.მაგრამ არ ვიცი ის როდის მოვა.აი თითქოს დღეები რიგებად დგანან ჩამწკრივებულნი ,ზემოდან კი ვიღაც უბრძანებს,შემდეგი,შემდეგიო,ისინიც ერთი-მეორის მიყოლებით ცვივიან წუთისოფელში და შემდეგ სამუდამოდ ხეტიალობენ მოგონებებად.ალბათ მილიონობით დღეც ხეტიალობს დავიწყებული. რიგში,სადღაც შორს ან ახლოს იცდის დღე,რომელიც ვიღაცის ბრძანებით ჩამოვარდება წუთისოფელში და ჩემს სიცოცხლეს შთანთქავს,სწორედ ის არის ჩემი პატრონი.შემდეგ კი მასთან ერთად ვიხეტიალებ სამუდამო მოგონებად,ან დავიწყებას მივეცემი როგორც ის მილიონობით დღეა დავიწყებული და თითქოს არაფერი მომხდარაო ისე განაგრძობენ მომდევნო დღეები რიგებად დგომას,იმ ერთის გარეშე და არცერთ სულიერს არ ეცოდინება რომელი დღეა რიგში მისი პატრონი,როდის უბრძანებს ვინმე მას წუთისოფელში ჩამოფრენას რათა უსასრულობაში გაიტაცოს თავისი კუთვნილება.ნეტავ შორს არის ჩემი დღე მკითხველო?მინდა შორს იყოს.
...
და ბოლოს მკითხველო,ხომ არის დღე,რომელიც ჩამოფრინდება და მთლიან სამყაროს შთანთქავს? არა შენსას,არა ჩემსას,არამედ სრულიად მთლიან სამყაროს.არვიცი,არ ვიცი ყველა სამყაროს დასასრული ბოლოს ნგრევაა თუ არა,იქნებ შენების დღიდანვე დანგრეულია.არ ვიცი რა იქნება ბოლოს,სულ ბოლოს...ახლა უკვე ის ვიცი ეს ამხელა სამყარო იმისთვის შეიქმნა რომ ყველას ერთად გვეცხოვრა მასში და არ აგვეგო ჩვენი პაწაწინა სამყაროები.რატომ დაგვჭირდა ეს?ნუთუ მოცურდა პასუხი ჩემამდე?!ალბათ დაგვჭირდა იმიტომ რომ იმ მთლიან სამყაროში ვერ ვნახეთ ჩვენი ადგილი რომელიც ჩვენთვის შეიქმნა.არადა უნდა გვენახა,ჩვენ ხომ უადგილოდ არ ვიბადებით,დაბადებიდანვე ყველას ჩვენ ჩვენი ადგილი გვაქვს,უბრალოდ უნდა ვიპოვოთ ის და ვინც ვერ ახერხებს და ნებდება,აშენებს საკუთარს სადაც მხოლოდ მისი ადგილი არის. დიახ მხოლოდ მისი რადგან მე არმჯერა რომ ერთი ადამიანის მიერ შექმნილ სამყაროში სხვების ადგილიც იყოს. ადამიანი ხომ იმდენად ეგოისტია,რომ თავის შექმნილს არავის გაუყოფს,მხოლოდ რაღაცის სანაცვლოდ მისცემს. ხშირად სიყვარულის სანაცვლოდ ვაძლევთ ადგილს ჩვენს გვერდით სხვას. მაგრამ ვინც ვერ იღებს სიყვარულს?ის ისევ და ისევ მარტო ცხოვრობს..მარტოობა კი არც ისეთი საშინელია როგორც სიტყვა შეგვძრავს ხოლმე.მარტოობაშიც არის თავისი ხიბლი,თავისი ფერები. ბოლოსდაბოლოს მარტოობა ეს ისეთი მეგობარია,რომელიც ყველაფერს გეტყვის,თუ სად დაუშვი შეცდომა,თუ სად არ მოიქეცი სწორად,ყველაფერზე დაგაფიქრებს,განცდებს გაგიძლიერებს,უბრალოდ ერთია რომ მას ვერავის გაუზიარებ ისე როგორც შენი არსება ითხოვს. ბოლოს ხვდები ყველაფერს,იცი ყველაფერი,ეს ყველაფერი მარტოობამ გასწავლა,მაგრამ ამაოდ.იცი შენთვის და შენშივე კვდება შენთანერთად. დიახ მარტოობას აქვს ხიბლი მაგრამ ეს მსხვერპლია,მსხვერპლი რომელიც ცხოვრების მოყვარულმა ადამიანმა არ უნდა გაიღო.
...


მკითხველო,გინახავვს ზაფხულის ცა შუაღამეს ვარსკვლავებით დაწინწკლული?ისე მიმოიფანტნენ ჩემს სამყაროში პაწაწინა ყვავილები.ისინი დავიწყებულ,აუხდენელ ოცნებებისგან აღმოცენდნენ და როგორც ოცნებები ამშვენებდა ჩემს ცხოვრებას,ყვავილებიც ასე ამშვენებენ ჩემს სამყაროს.შემიძლია მოვწყვიტო რომელიმე და იმ ერთი ოცნების სიტკბოება შევისუნთქო,მაგრამ არა,დაე იცოცხლონ,დაე იყვავილონ,დაე იკაშკაშონ დაუჭკნობლად ჩემს სამყაროში. ოცნება ხომ ის ერთადერთია რასაც ვერავინ ვერასოდეს წაგვართმევს?!
...
გადიოდა დღეები,თვეები,თითქმის წელიწადმაც განვლო მას შემდეგ რაც მშენებლობა დავასრულე ჩემო მკითხველო და სევდასთან ერთად დავიწყე ცხოვრება.მზე ამოდიოდა გალავანს იქით და ისევ მის მიღმა იძირებოდა.მე ვარსებობდი.მხოლოდ სევდიანი ფიქრები მითბობდა გულს.შუა ღამის მოლოდინი კი კვლავ მიწამლავდა სულს.მთის ბინადარნი იწყებდნენ თარეშს.მე კი სევდასთანერთად ვეჯექი ბუხარს და უძილობის ტყვედ ქცეული ვათეთრებდი ღამეებს.ნელნელა ცრემლების ქისაც ივსებოდა.
ერთ დღეს სევდას ვკითხე,,სევდა მეგობარო,შუაღამე მოდის ხომ არ გეშინია?''არაფერი მიპასუხა,დუმილით მიწყალებდა გულს და აი დადგა შუაღამეც.
შემზარავი ხმები აფრიალდა ჰაერში,ო როგორ მეშინოდა ჩემო მკითხველო,ისეთი მოთქმა მოისმოდა მკვდარს შეუღონებდა გულს.და აი ამ დროს შემზარავი სურათი გამოკრთა სარკმელში,მთა დაძრულიყო ადგილიდან და მეწყერ მეწყერ მოიწევდა ჩემსკენ. მე დასასრული უნდა მენახა ჩემო მკითხველო. თვალის დახამხამებაში შთანთქა გალავანი,მეწყერის ტალღებზე ასრიალდნენ დამტვრეული მოგონებები. გავქვავდი,ხმა გამიქრა,ასე ვიდექი და ვუყურებდი როგორ გვიქცევდა მეწყერი შუაში თითქოს გემრიელ ლუკმას ბოლოსთვის ინახავსო. ვიდექი და არ ვიცოდი რა მექნა. განა რაიმე შემეძლო ჩემო მკითხველო?ნუთუ ასე შეიძლება დასრულდეს ყველაფერი?არა არა,ეს წარმოუდგენელია,ალბად მეჩვენება,ასე არ შეიძლება,სულ ეს ვიცხოვრე?სულ ეს იყო?ახლა მეწყერი მშთანთქავს და მორჩა?..მერე და პასუხები სად არის?ნუთუ ვერ გავიგებ ისე დამთავრდება ყველაფერი?!ნუთუ ბოროტება მშთანთქავს და ვერავინ მიშველის,რადგან მშველელზე უარი მე თავად ვთქვი?!ო როგორ მეშინოდა ჩემო მკითხველო,საკუთარი ნაშენები სამყარო ჩემს თვალწინ ინგრეოდა და მე არაფერი შემეძლო. ბოროტებას ვერ გავუმკლავდი,ისევ და ისევ მან გაიმარჯვა,არმიმატოვა,მან არ მიმატოვა.
სევდა მეკვროდა,ქოხის ხმელ ფიცრებს ტკაცა-ტკუცი გაუდიოდა,ბუხარი მიწით ივსებოდა.მოწყდა სევდას ქისა და ცრემლები იქვე ჩემს ნახევრად მიწით დაფარულ ფეხებთან მიმოიფანტნენ,თითქოს ჩემივე ცრემლით დავტიროდი ჩემს თავს მთელი ცხოვრება. ცრემლები შავ მიწაში იკარგებოდნენ,სარკმელი მიწამ შემოხეთქა,მეკვროდა სევდა,გუგუნებდა მეწყერი,ბუხრიდან შავი მიწა გადმოდიოდა,მე კი ვიდექი გაჩუმებული და ველოდი წამს,რომელიც უსასრულობაში გადამკარგავდა...
მკითხველო ოდესმე გინახავს დასასრული?..მე ვნახე!...



№1  offline წევრი kakulia

საყვარლობააააააა kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent