საზოგადოება??
ყოველთვის მოსმენა მერჩივნა საუბარს.ესეც ალბათ ჩემი ბუნებიდან,ჰუმანისტური ბუნებიდან გამომდინარე.ყოველთვის ვცდილობდი მეპოვნა ადამიანში რაღაც რაც მომცემდა საშუალებას ამ ადამიანზე მემსჯელა როგორც დადებითი მუხტის ადამიანზე..ყველაფრიდან გამომდინარე მივხვდი ,რომ ადამიანზე იფიქრო დადებითად არ არის ყოველთვის კარგი..იმედია მკვეხერობაში არ ჩამომართმევთ ,მაგრამ ყველა ადამიანი გგონია ისეთი როგორიც ხარ..აი აქ ამ დასკვნის გაკეთებისას კი შემდგომი კითხვა გაჩნდა ,რამდენად დაცულია გულუბრყვილო და მუდამ სხვის დახმარებაზე მოფიქრალი ადამიანი.რამდენად შეუძლია მას გაუძლოს ცხოვრების სასტიკ შემოტევებს და ამ თამაშიდან გამარჯვებული გამოვიდეს.ეს არის ის კითხვა რომელზეც ვცდილობდი,ნუ შეძლებისდაგვარად,მომეძებნა პასუხი მაგრამ ვფიქრობ ,რომ ამომწურავი ესეც არ არის..ჩემს ირგვლივ ადამიანთა უმრავლესობის მსჯელობით სხვა ადამიანებზე კიდევ ერთხელ დავრწმუნდი თუ რაოდენ დაუნდობელია საზოგადოება..ნებისმიერ საკითხს უარყოფითად აფასებენ და საკითხს ,რომ თავი დავანებოთ ადამიანებსაც მათ მსგავსად ანუ უარყოფითად განიხილავენ .შესაბამისად ადამიანთა მიერ სხვათა განსჯით ამ ადამიანებზე ზოგადი ფსიქოლოგიური სურათის შექმნაც შეგვიძლია.თუმცა დღევანდელ საზოგადოებაზე არამგონია დადებითი შთაბეჭდილება შეგვექმნას.ყოველშემთხვევაში მე ნამდვილად ვისურვებდი ,რომ სხვანაირი მდგომარეობა მეხილა .მაგრამ არის კი ეს შესაძლებელი მაშინ როდესაც ხელისშემწყობიც არავინ არის.ამ საზოგადოებას ხომ თითოეული ადამიანი ქმნის და როდესაც თითოეული ადამიანი ნეგატიურად ფიქრობს იქმნება ასეთივე გარემო..ძველი თაობისგან განსხვავებით ახალი თაობა ,რომელსაც მე მივეკუთვნები,შედარებით ლოიალურია ,მაგრამ არის კი ეს საკმარისი ძველი და ადამიანთა „სისხლში“ გამჯდარი „ტრადიცეიების“გარკვეული უარყოფითი საკითხების ძირფესვიანად ამოსაძირკვად,არა მგონია.მაგრამ მცდელობა სასიამოვნოა მოკრეფილ ნაყოფზე ,რომ აღარაფერი ვთქვათ. ადამიანი რაოდენ საღადაც არ უნდა მსჯელობდეს საზოგადოება ,რომელშიც ის არის ყოველთვის ჩაუკლავს მას ამ საღ აზრს,თუ რათქმაუნდა ის არ არის ისეთი ძლიერი ,რომ შეძლოს მტკიცე და სამართლიანი გადაწყვეტილებების გამოტანა ცხოვრებაში მომხდარი ნებისმიერი სამართლიანი თუ უსამართლო მოვლენიდან..შეიძლება იფიქრო რაოდენ დიდიც არ უნდა იყოს საზოგადოების გავლენა ჩემს თავისუფალ აზრზე მე მას მაინც „სისხლის ბოლო წვეთამდე“დავიცავ ,მიუხედავად ამისა გავლენა იქნება უდიდესი და შეიძლება დამღუპველიც ადამიანისთვის ,რომელსაც საკმარისი ძალა არ აქვს თავდასხმების მოსაგერიებლად,, გერქვას საზოგადოების წევრი და გარიყულად გრძნობდე მისგან თვას უდიდეს დარტყმას აყენებს ადამიანის ფსიქიკასა და განცდებს..მითუმეტეს გრიყავდნენ ის ადამიანები ,რომლებსაც საკუთარი ადგილი ვერ უპოვნიათ ცხოვრებაში და ცდილობენ ის სხვას მოუძებნონ.იშვერენ თითს და სხვაზე მიუთითებენ ,სხვას აკრიტიკებენ იმ საქციელთათვის ,რომელიც მათ არც თუ ისე დიდი ხნის წინ ჩაიდინეს ,მაგრამ მათ დასავიწყებლად სხვაზე „ხელს იწმენდენ „. “სანამ სხვისკენ ხელს გაიშვერ დარწმუნდი ,რომ ის სუფთა გაქვს.“-ეს ფრაზა ნათლად გვიცხადებს იმ ზოგად საკაცობრიო ღირებულებას ,რომელიც ადამიანმა აუცილებლად უნდა შეასრულოს..არ აქვს მნიშვნელობა სქესს,ასაკს,რასას,რელიგიას ,წარმომავლობას თუ სხვა განმასხვავებელ ნიშან-თვისებას,რადგან ყველაზე დიდი საერთო თვისება რაც გვაერთიანებს ადამიანობაა .ეს კი არის ის რაც სხვა არსებებისგან განგვასხვავებს და ვეცადოთ მაინც ,რომ მისი სიწმინდე დავიცვათ და ჩქვენი ქცევებით ,უხეშად რომ ვთქვათ,არ დავემსგავსოთ ცხოველებს. მაგრამ ვისაც საკუთარ თავზე არ გამოუცდია საზოგადოების დაუნდობლობა მას განსხვავებული აზრიც არასოდეს არ გასჩენია. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.