შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაიღიმეთ


27-08-2016, 22:56
ავტორი shokolado.ruska
ნანახია 1 840

მიყვარს პოზიტიური ადამიანები,გაბრწყინებული სახით,თვალების ციმციმით რომ დადიან და გარშემომყოფებსაც პოზიტივით ავსებენ.
ქუჩაში რომ მიდიხარ და სახე გიბრწყინავს,აი იმიტომ კი არა რომ ცხოვრებაში ყველაფერი გაქვს და სადარდებელი არაფერი,არა იმიტომ რომ,ცხოვრებით ხარ კმაყოფილი,იმ ცხოვრებით რაც ეხლა გაქვს და იღიმი იმიტომ რომ ეს შენს განწყობაზე მოქმედებს,მოდიხარ ქუჩაში და ყველა შენ გიყურებს.
ეს ყველაფერი გულიდან მოდის შენს ქვეცნობიერს გადის და მასას ერევა.გიღიმის ყველა დიდი თუ პატარა,ქალი თუ კაცი.....
მიყვარს სიცოცხლით სავსე ახალგაზრდობა,აქტიური,სავსე მიზნებით და მოტივაციით.
მომწონს ის ახალგაზრდები ქუჩაში ბუკლეტებს რომ არიგებენ და გიღიმიან,მათგან სითბო და პოზიტივი მოდის,ესენი ხომ შრომას სწავლობენ,ის მეეზოვეც ჩემს ქუჩზე ყოველ დილით რომ მხვდება,ახალგაზრდა ბიჭია სადღაც 23-24წლის,ყოველთვის ღიმილით ვხვდებით ერთმანეთს,ბოლოს პეტრე-პავლობა მომილოცა.
მიყვარს ის ადამიანები ვინც პოზიტივით მავსებს.პირველ რიგში ჩემი თავი. :) <3

არ მიყვარს ადამიანები,რომლებიც ყველაფრით და ყოველთვის უკმაყოფილოები არიან,არაფერს ცდილობენ ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალონ და ქუჩაში დაბოღმილები და ნეგატივით დატვირთულები დადიან,ამ უკმაყოფილებას კი ხან მარშუტკის მძღოლებზე,ხანაც მათ წინ ნელა მიმავალ ადამიანებზე ანთხევენ.
დიახ,არ მიყვარხართ თქვენ ამ ცხოვრებაზე დაბოღმილო ადამიანებო.
მე გირჩევთ ყოველ დილით გაიღვიძოთ იმ განწყობით რომ დღეს ყველაფერი ისე იქნება როგორც თქვენ გინდათ....
გაუღიმეთ საკუთარ თავს სარკეში და უთხარით რომ თქვენ შეძლებთ ! რომ თქვენ შეგიძლიათ!
გაუღიმეთ ქუჩაში მოხუცებს,დაეხმარეთ გულწასულ ადამიანებს,კონტროლიორებს ნუ ესვრით ბილეთს სახეში,გამოიჩინეთ თავაზიანობა და მიაწოდეთ,მარშუტკის მძღოლმა თუ 20 მეტრით მოშორებით გაგიჩერათ ნუ გალანძღავთ და კარებს ისე ნუ მიხურავთ რომ თავში მოხვდეს.თუ კონდინციონერი მოითხოვეთ და არასასურველი პასუხი მიიღეთ და ვერ შეოგთავაზათ ის კომფორტი რასაც თქვენ ითხოვთ უბრალოდ გაჩუმდით და ის იცოდეთ რომ,იმიტომ კი არ რთავენ კონდინციონერს რომ საწვავი მეტი იხარჯება,არამედ იმიტომ რომ თუ ერთი დღე ჩართავენ შემდეგ 7დღე პროფილაქტიკაში არიან მის შესაკეთებლად.
თუ თქვენ სამსახურიდან დაღლილი მოდიხართ ისიც ნუ დაგვიწყდებათ რომ ეს ადამიანებიც მთელი დღეა მუშაობენ და მათ თქვენნაირი(ჩვენნაირი) მილიონი მგზავრი ჰყავთ,თვითონ კი ერთია და მათაც აქვთ ნერვები,თუმცა უფრო მეტს ითმენენ და იტანენ.
იყავი ადამიანი!!!
როცა წაიკითხავთ ბოლოს გაიღიმეთ...თუ გვერდით არავინ გაყავს გაუღიმეთ სარკეში საკუთარ თავს!
პატივისცემით: რუსუდ ანი <3 მორბედაძე



№1  offline წევრი kakulia

საყვარლობააააააა kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent