ფიქრებით აღსავსე დილა
ულამაზესი და მშვენიერი დილა. დილადაწყებული შენზე ფუქრებით. ყოველი დილა ლამაზია შენზე ფიქრით , მაგრამ დგევანდელ ცას სხვა ხიბლი აქვს. უკიდეგანოდ ცისფერი შიგადაშიგ ღრუბლიანი, მზის სხივების მცდელობა რომ გამოანათონ საიდანმე. აივანზე სიგარეტით ხელში, ღრმა ნაფაზ ვურტყავ და ვიხსენებ გუშინდელ საღამოს შენთან ერთად. ვცდილობდი , ჩემს თავს ვაიძულებდი რომ არ მენახე. გამომდიოდა კიდევაც , მაგრამ შენმა ერთმა ზარმა შემოატრიალა ყველაფერი. დამირეკე და მეც გნახე. უსაზღვროდ თბილი და მზრუნველი დამხვდი რამაც ჩემი გაოცება გამოიწვია. შენი მკლავები რომლებიც დიდი ხნის შემდეგ ისევ შევიგძენი. შენი ჩახუტება , რომელიც მუდამ მაკლდა და ყოველთვის სითბოთი მავსებდა. შენი მზერა , რომელიც მუდამ მაბნევდა და შენი თვალები რომლებშიც ყველაფერა ვხედავდი. შენი სახე ჩემს სახესთან ახლოს მოტანილი და ვნებისგან აცახცახებული ჩემი სხეული , და ტუჩები რომლებიც შენს ტუჩებზე ამბორს ლამობდა. შენი გახშირებული სუნთქვა რომელიც თითქოსდა ყურში მეჩურჩულებოდა . ეიფორიაში ვიყავი , აღუწერელ გრძნობებს განვიცდიდი. მაგიჟებდი , უფრო და უფრო მიღვავებდი გრძნობებს ჩემში. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.

თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.