სკოლა...
ამ დაწესებულებას უამრავი ტკბილი ან მწარე მოგონება უკავშირდება. ექსკურსიები,გამოცდები,შატალოები, 'შპარგალკები',სახლში დარჩენილი რვეულები და თავები, (თავი სახლში რატომ არ დაგრჩა?! ) ორი პასტა,ცუდი ნიშნები,'შკოლნიკები' და მათი რეაქციები დაბალი ნიშნების მიღებისას,დავალებებზე წუწუნი,ჩხუბები პარალელურ კლასელებთან,მობილურების ჩამორთმევები,გარეთ გავარდნილი მოსწავლეები,მშობლების დაბარებები და ალბათ,კიდევ უამრავი სიტყვა ასოცირდება მასთან. პატარაობისას ერთი სული მქონდა როდის დავამთავრებდი სკოლას და გავიზრდებოდი დიდი,თუმცა რაც უფრო და უფრო დავუახლოვდი მეთერთმეტე კლასს,ჩემი სურვილები სადღაც გაქრა და მსურს კლასში გატარებული წლები გავიხანგრძლივო. და აი,მივუახლოვდი უკვე მეთერთმეტე კლასს,ვხვდები რომ იმ ადამიანებთან კავშირი ნაწილობრივ გაწყდება,რომლებთანაც 11 წლიანი ურთიერთობა მაკავშირებს,ვხვდები რომ ეს უფრო მეტია,ვიდრე რომელიმე დაწესებულება,ვხვდები რომ ჩემი კლასი-ჩემი მეორე ოჯახია და ყველაფრისდა მიუხედავად ძალიან მიყვარს! არ მეგონა ამას ესე თუ განვიცდიდი,თუმცა ფაქტი სახეზეა... ვიხსენებ ყველაფერს რაც ამ 11 წლის განმალობაში გადამხდა-სკოლის პირველ დღეს,პირველ კლასს,მეორეს,მესამეს,მეოთხეს... მეათეს და მეთერტმეტეს რომელიც ღევანდელი დღით დაგვირგვინდება,ისევე როგორც სხვები,უბრალოდ მათგან განსხვავებით ეს იქნება საბოლოო და ბოლოჯერ დარეკავს ჩემთვის ზარი,რომელიც გაკვეთილის დასრულებაზე ან დამთავრებაზე მიმანიშნებდა. მინდა რომ ეს ყველაფერი თავიდან დაიწყოს და კვლავ განმეორდეს... რა მასწავლა სკოლამ? სკოლამ მასწავლა ფიზიკა,ქიმია,სამოქალაქო თავდაცვა და უამრავი გამოუსადეგარი რამ,თუმცა რაც ყველაზე მთავარია -მან მასწავლა ნამდვილი მეგობრების ფასი,ერთობა და სამართლიანობა,ისევე როგორც უსამართლობა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.