ძვირფასო მარტინ...
„ფეხები ღრმად ჩაუშვა წყალში და თავი წამოსწია.მშვიდად მოკიაფე ვარსკვლავებს ახედა და ფილტვებიდან სულ გამოუშვა ჰაერი...“ მარტინ იდენმა უსასრულობაში გადაინაცვლა ძვირფასო მარტინ იდენ,გახსოვს რა პატარა ვიყავი პირველად რომ შეგხვდი?მაშინვე შემიყვარდი,მას მერე ხშირად მახსენდები,იცი წერა მიყვარს ძალიან,შენც ხომ გიყვარდა,არა, არა მე შენ კი არ გედრები, უბრალოდ გბაძავ,სასაცილო განცხადება გამომივიდა არა?თუნდაც,მერე რა.ყველას აქვს უფლება იოცნებოს,ყველაფერი ხომ სურვილით იწყება.ხოდა მეც გავთამამდები ხოლმე და სურვილი მიჩნდება მწვერვალს მივაღწიო.ჩემს წერილს ვინმე რომ კითხულობდეს იტყოდა ამ ბავშვს რა სურვილები აწუხებს, მარტინ იდენი ვეღარ გამეორდებაო.მაგაზე მეც მიფიქრია და ეს კარგად ვიცი,მაგრამ განა ჯეკმა იმისთვის არ შეგქმნა რომ მაგალითი ყოფილიყავი?კარგი ,კარგი ვიცი რომ შენ არც ისეთი კარგი მაგალითი ხარ და არც ჯეკი ფიქრობდა ახალგაზრდებისთვის მისაბაძი პიროვნების შექმნაზე.ჯეკ ლონდონს ამაზე არ უფიქრია, მაგრამ მაინც ისეთი გამოხვედი რომ ძალიან ბევრი გბაძავს.თითოეული დაბრკოლების დროს მახსენდები,ვფიქრობ მარტინი ასე ადვილად არ დანებდებოდა იბრძოლებდა და მიზანსაც მიაღწევდა მეთქი.ჩემს თავს სულ იმას ვუმეორებ მარტინმა საშინელი პერიოდი გამოიარა და მაინც მიაღწია საწადელს შენ კი პატარა დაბრკოლებების გეშინია მეთქი.ვიცი რომ ჩემს ნაწერებს არ ეთქმის კარგი,მაგრამ საშინელი სურვილი მაქვს მათი გაუმჯობესების.მარტინ, რაღაც უნდა გაგიმხილო,მეშინია,ან მრცხვენია ვწერო ის, რაც შიგნით მიტრიალებს.ეგ არაფერი,მაგრამ არის პერიოდები ,როდესაც ვერ ვპოულობ სიტყვებს,თავში ათასი რამ მაქვს,მაგრამ მგონია რომ ისე ვერ გადმოვცემ როგორც საჭიროა და ვნებდები, აღარ ვწერ,ხალხის აზრის მეშინია.მეშინია წარუმატებლობის,წერა მიყვარს მაგრამ ძალა არ მყოფნის ვწერო ყოველთვის,ხშირად არ მყოფნის ძალა ვაჯობო ბანალურობას.“ნაწერები რჩება“ასეთ წარწერას ვუყურებ ახლა,დიახ ნაწერები სამუდამოდ რჩება,მე კი ჯერ იმასაც ვერ მივაღწიე რომ ძველი,ცუდ ინაწერების არ მრცხვენოდეს,თუმცა კი ესეც პრეტენზიული განაცხადია,იქნებ არც არაფერი შეცვლილა,იქნებ მე იგივე ვარ და არც ჩემი ნაწერები ვარგა რამედ.შენთვის წერილის მოწერაზე ბევრი ვიფიქრე,მაგრამ მერე გადავწყვიტე რომ შენი რჩევა მჭირდება. ეს წერილი ჩემი სისუსტეა,მე დამოუკიდებლობა,სრული დამოუკიდებლობა და ჩემს თავზე მინდობა არ შემიძლია,მე მჭირდება რომ ვინმემ დამამშვიდოს, მითხრას რომ ყველაფერი კარგად იქნება და არც ისე ცუდი ვარ.გთხოვ მითხარი როგორ შეძელი დაგეძლია საშინელი სიღატაკე,შეურაცხყოფა,უამრავი იმედგაცრუება და ამ ყველაფრის შემდეგ ისეთად დარჩი როგორიც ხარ,შეძელი გყვარებოდა სიყვარულით,რომლის მსგავსიც ძალიან ცოტას თუ გამოუცდია.იცი რა მაინტერესებს? ძალიან ბევრი მიფიქრია ამაზე.შენ,რომელმაც გადაიტანე ყველანაირი საშინელება რაც კი შეიძლება ადამიანს შეხვდეს.შენ,რომელიც არ დანებდი და გაზეთიდან დაბრუნებული თითოეული მოთხრობის მერე ახალს წერდი,შენ რომელიც უძლიერესი პიროვნება მეგონე,დანდებდი.და რას ამას კი ვერ ვიგებ.მას შემდეგ რაც გამოიარე განა რამეს შეეძლო შენი დაღუპვა?მაგრამ ეს მოხდა.ვერ ვხვდები შენნაირ ადამიანს როგორ შეეძლო თავი მოეკლა,მაგრამ არა,შენ არ მომკვდარხარ,შენ უბრალოდ უსასრულობაში ჩაყვინთე.როგორ შეძელი წერის მიტოვება?მესმის რომ შენი სიყვარული არ აღმოჩნდა ის ვინც გეგონა,მესმის რომ ამან გაგანადგურა,მაგრამ ახლა მე შენ შენი სიყვარულის გამო ხომ არ გწერ,არა მე იმიტომ გწერ რომ მწერლის რჩევა მჭირდება.ადამიანის, რომელმაც არავის არ დაუჯერა და თავისი თავი დიდებულ მწერლად აქცია.ბოდიში, მაგრამ სიკვდილს ვერ გაპატიებ,მესმის რომ ალბათ შენნაირი ადამიანისათვის იმედგაცრუება ძნელი იყო და არც უსიყვარულოდ ცხოვრება შეგეძლო,მაგრამ უნდა გაგეძლო,შენ კიდევ უნდა გეწერა,ის კი აღარ ვიცი ისეთივე ეფექტური იქნებოდა თუ არა ჯეკ ლონდონის წიგნი შენი გადარჩენის შემთხვევაში.შემეძლო სხვისთვის მიმეწერა,მაგალითად ატიკუსისთვის თუ ადვოკატობა მენდომებოდა,ან ჟოანისთვის თუ არც თუ ისე კარგი მსახიობობა მენდომებოდა,შემეძლო კრაზანასთვის მიმეწერა,მაგრამ ვფიქრობ რევოლუციონერობა საჩემო საქმე არაა.რასკოლნიკოვი თავის ფილოსოფიურ აზრებს გამანდობდა,ჯეინი თავის ერთადერთ სიყვარულზე მომიყვებოდა,მატეო ფალკონეს იქნებ აეხსნა როგორ გაწირა შვილი,მაგრამ მეეჭვება ამას ახსნა ჰქონდეს,თაგორი ცხოვრებას მასწავლიდა.შესაძლოა რომელიმე მათგანმა ოდესმე მიიღოს ჩემგან წერილი,მაგრამ ახლა არა.ახლა შენ გწერ,იმიტომ რომ წერით ვარ გატაცებული და მინდა მითხრა თუ ხედავ რამე იმედისმომცემს ჩემში?თუნდაც სულ პატარა მარცვალს.კიდევ მინდა რომ მითხრა შეგიძლია მომბაძო,მაგრამ შენ ჩემსავით ნუ დაასრულებო.ძვირფასო მარტინ შენ ერთადერთი ადამიანი ხარ რომელიც თვითმკვლელობის გამო ვერ შევიძულე,გულის სიღრმეში ალბათ მესმის შენი და იმიტომ.არ ვიცი უსასრულობაში წერილები როგორ მოძრაობს ,ან გაქვთ თუ არა ფოსტა, მაგრამ ამ წერილს რომ მიიღებ ვიცი.როდესაც ეს მოხდება გთხოვ დამიბრუნო საპასუხო წერილი პატივისცემით გოგო,რომელიც ცდილობს მოგბაძოს.მარტინ მეშინია რომ ის,ვინც შენსავით მიაღწევს წარმატებას, მერე შენსავით დაასრულებს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.