შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გოტფრიდ ლენც, თქვენთან წერილია...

9-09-2016, 12:29
ავტორი teddy))
ნანახია 2 251

გოტფრიდ ლენც, თქვენთან წერილია...

გოტფრიდ ლენც, თქვენთან წერილია...

გამარჯობა გოტფრიდ ლენც! მე ახლა წერილს გწერ, ალბათ გამარჯობის მაგივრად რევერანსი რომ გამეკეთებინა უფრო მოგეწონებოდა, ვიდრე ეს ერთი სიტყვა, რომელიც დასაწყისში შენთვის გავიმეტე! ამ წერილთან ერთად სიამოვნებით გამოგიგზვანიდი წითელ ვარდებს, რომელიც რომანტიკულობის სურნელითაა დაჯილდოვებული! დიახ, რომანტიკულობის, რომლითაც შენ მდიდარი იყავი! ეს შეგრძნება სხეულში გქონდა, ვულკანივით ამოფრქვეული და შემდეგ ფერფლივით ყველგან გაფანტული. შენი გული ფეთქავდა სიცოცხლის ხალისით და იმით, რომ რაც შეიძლება მეტი სიყვარული, სიკეთე და ერთგულება გეფრქვია ჰერში და ყველა ეს გრძნობა, ჩვენ ადამიანებს სუნამოსავით შეგვესხურა. გვესუნთქა და შემდეგ შენსავით გაგვენაწილებინა ეს ფერადი ქაოსი სხვებისთვის, ვისაც ეს გრძნობები აკლდა! შენ ფერადი გქონდა სული, ყველა იმ დადებითი თვისებით, როგორიცაა სიკეთე და საერთოდ სილამაზე, რომელსაც ეს ორი სიტყვა მოიცავს სამყაროს შესანიშნავობას, მაგრამ თითქოს, ჩემი გადმოსახედიდან ცხოვრება გქონდა შავ-თეთრი, თუმცა შენი ერთი თვალი გეხმარებოდა იმაში რომ ეს ყველაფერი მუქ ფერებად არ შეგეცნო, ხოლო მეორე თვალი, ამ ყველაფერს რეალურად განახებდა, ზოგჯერ გაზვიადებულადაც... შენი თვალები შენი სულის ნაწილი იყვნენ, რომელიც შენ შინაგან მხარეს ირეკლავდნენ! შეიძლება, ამ ნაცრიფერმა ფერმა მოგაპოვინა იუმორი, რომლის მეშვეობითაც ყველაზე ხუმარა ადამიანად შეგიცანი.
გოტფრიდ ლენც, შენ ,,სამი მეგობარს“ შორის ერთ-ერთი კარგი მეგობარი იყავი. შეხვიდოდით ,,ინტერნაციონალში“ და მოითხოვდით ,,რომს“. თითქოს ეს სასმელი გაერთიანებდათ, მაგრამ არა... ,,რომის“ იქით იყო, სხვა ყვავილის სურნელება, იმ ყვავილის, რომლის თითო ფურცელი ყველას გეკუთვნოდათ.
რობი, ლენცი, ოტო და პატი...
ალბათ, ახლაც სიამოვნებით ჩაჯდებოდი ,,კარლში“ და წახვიდოდი იქ, სადაც შენი მეგობრები წაგიყვანდნენ ან უბრალოდ გაისერნებდით, ჩასწევდი ავტომობილის ფანჯარას და სახეს სიოს შეუშვერდი. ეს სიო იყო, შენი დამხმარე, სიო, რომელიც გაფანტავდა შენი სახიდან მწუხარებას და ამ უკანასკნელს აძლევდი საშუალებას რომ შენ მეგობრებს ღიმილიანი სახით დამახსოვრებოდი, რომლის საიდუმლოებას შენი მეგობრები ამოიკითხავდნენ.
გახსოვს ის დღე? მკითხავმა რომ გითხრა ასი წელი იცოცხლებო? გეგონა, კიდევ დიდხანს იცოცხლებდი? ბედნიერი წამები იყო? არა, არა, არა! იმ მკითხავისგან რომ წამოხვედი, ალბათ შენი ჩვეული ღიმილი გქონდა, ქოჩორი ისევ ისე, როგორც უწინ და ისეთი წამები, რომელიც აღარ განმეორდებოდა! ტყვია მოგხვდა, სიკვდილმა გამოიჩინა შენს თვალებში, მთელი სხეული მოიცვა, ხელებში ტალღისებურად დაგიარა შავმა წერტილებამ, იმრავლეს, ააღწიეს ამ უკანასკნელმა გულამდე, გულიდან ზევით და დაეცი ძირს, რომელი ადგილიც, დღემდე ინახავს საიდუმლოდ შენ იმ დროინდელ გრძნობებს, თანამონაწილე გახადე! კვალი დატოვე იმ ადგილას, კვალი დატოვე ,,ინტერნაციონალში“, კვალი დატოვე შენს მეგობრებთან, კვალი დატოვე იმ ადამიანებში, რომლებიც გიცნობდნენ, კვალი დატოვე ჩემში... რაღაც მომაწვა, გამეჩხირა, ამოვხეთქე შენი სევდა და ტკივილი, ცრემლებმა იწყეს დენა, მლაშე სითხემ სახე დამისველა და კვალი დატოვეს ჩემს ყოველ ადგილას!
გოტფრიდ ლენც შენ გეხერხება კვალის დატოვება! კვალი, რომელიც არ იშლება ან თუ მოხდა და წაიშალა, მაინც დარჩება ნაიარევი, რომელიც შენ დაუტოვე ყველას, ვინც გიცნობდა და ვისთვისაც ძვირფასი იყავი! ავდგეთ და ,,რომი“ შევსვათ გარდაცვალებულებისთვის, შენც მოგიხსენონ? შენ გოტფრიდ, მაინც ცოცხალი ხარ იმათთვის ვინც გიცნობდა და იცი რა სამყარო ხარ, იცის რა სიფერადე ხარ, იცის რა სიშავე ხარ და იცის რომ ფერებში არეული ადამიანი ხარ! შენ ხარ მდინარე, რომელშიც გადარჩენა შეიძლება ან სულში წვიმა განიცადო! ვერ დაგარქმევ შენ ერთ სახელს, შენ ხარ ორი, ეს რაოდენობა კი შენში, შენ სულში, სხეულში აღვიძებს ყველაფერს, ორი ფოთოლი ხარ, ერთი გაზაფხულის, მეორე კი შემოდგომის! მწვანე, რომელსაც სიმშვენით შეჰყურებ და ყავისფერი, რომელიც სიცივის მომასწავლებელია! სიცივის, რომელიც იგრძენი ამ ქვეყანაში, ბოლო წუთების დროს, სიცივის, რომელიც აგრძნობინე რობერტ ლოკამპს, ოტო კესტერს, მე და სხვა შენს მეგობრებს...
გოტფრიდ ლენც თუ ოდესმე მოვხდები შენს ქვეყანაში, სადაც გიხაროდა და გწყინდა, აუცილებლად შევსვამ ერთ ჭიქა ,,რომს“, იმ სასმელს, რომელსაც ,,სამი მეგობარი“ დარდით თუ ხალისით იღებდა ხელში.

№1  offline ახალბედა მწერალი მორი-ელი

შეგრძნება მაქვს,წიგნის პერსონაჟს კიარა დიდი ხნის ნაცნობს მიწერე გამოსამშვიდობებელი წერილი.ძალიან მომეწონა <3 ყოჩაღ.ბუნებრივად ჩანდა ყველაფერი . წარმატებები. <3
--------------------
“ნამუსი ყვავილია, რომელიც თუ მოსწყდა თავის დღეში აღარ ამოვა…”

№2 სტუმარი Black

Teddykoo ra kargi xar,kargad wer bravo kargi iyo titqos didixnis megobars werdi romelsac kargad icnnob..

№3  offline წევრი teddy))

მორი-ელი
შეგრძნება მაქვს,წიგნის პერსონაჟს კიარა დიდი ხნის ნაცნობს მიწერე გამოსამშვიდობებელი წერილი.ძალიან მომეწონა <3 ყოჩაღ.ბუნებრივად ჩანდა ყველაფერი . წარმატებები. <3

როგორ გამახარე! უღრმესი მადლობა! heart_eyes kissing_heart blush

Black
Teddykoo ra kargi xar,kargad wer bravo kargi iyo titqos didixnis megobars werdi romelsac kargad icnnob..

ბლექ, როგორ მომენატრე! ძალიან მიხარია და უღრმესი მადლობა! kissing_heart heart_eyes kissing_closed_eyes

№4  offline წევრი gvanciii kereselidze

ვაიმე რაა მაგარი იყოო... უმაგრესი იყო
--------------------
G.ke

№5  offline წევრი teddy))

gvanciii kereselidze
ვაიმე რაა მაგარი იყოო... უმაგრესი იყო

ძალიან მიხარია რომ მოგწონთ! ძალიან დიდი მადლობა, გვანცი! kissing_heart heart_eyes relaxed

№6  offline წევრი 5th Angel

კარგი იყო,
წარმატებები

№7  offline წევრი teddy))

5th Angel
კარგი იყო,
წარმატებები

ძალიან დიდი მადლობა! heart_eyes blush relaxed

№8  offline წევრი Shokoladi :D

საოცრებაა. ალბათ შესანიშნავიც იმიტომ რომ ჩემთვის ესეთი გრძნობა არცერთ წერილს არ აღუძრავს ჩემში.. წარმატებები <3 <3

№9  offline მოდერი წითური გოგონა

კარგი, მე ისეთი შტაბეჩტილება შემექმნა, თითქოს გოტფრიდს კი არ წერდი, არამედ ჩვენ გვეუბნებოდი თუ როგორი ადამიანი იყოს ის.
სასვენი ნიშნების განლაგებაც არასწორი იყო ზოგიერთ წინადადებაში.
ხო, მე არ მომეწონა.
--------------------
მწვანე ლიმონი

№10  offline წევრი teddy))

Shokoladi :D
საოცრებაა. ალბათ შესანიშნავიც იმიტომ რომ ჩემთვის ესეთი გრძნობა არცერთ წერილს არ აღუძრავს ჩემში.. წარმატებები <3 <3

ძალიან, ძალიან მიხარია! უღრმესი მადლობა! heart_eyes kissing_heart blush

წითური გოგონა
კარგი, მე ისეთი შტაბეჩტილება შემექმნა, თითქოს გოტფრიდს კი არ წერდი, არამედ ჩვენ გვეუბნებოდი თუ როგორი ადამიანი იყოს ის.
სასვენი ნიშნების განლაგებაც არასწორი იყო ზოგიერთ წინადადებაში.
ხო, მე არ მომეწონა.

არ ვიცი, შეიძლება ასეცაა, მაგრამ მე მას მივწერე თუ როგორი იყო ის და რა გრძნობაა გოტფრიდი ჩემთვის! ხო, პუნქტუაცია მეშლება... heart_eyes kissing_heart kissing

okay
ანი, ძალიან იზრდები და ვითარდები ❤
ბუნებრივი იყო ყველაფერი, დახასიათებაც იყო, შენი აზრიც...
მე მომეწონა. ❤

ჩემო იისფერო, მიყვარხარ! heart_eyes kissing_heart kissing_closed_eyes

№11  offline მოდერი Eleniko13

ცუდი არ იყო...
შეცდომებსაც უშვებ, მაგრამ მომეწონა და წარმატებები
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

№12  offline წევრი teddy))

Eleniko13
ცუდი არ იყო...
შეცდომებსაც უშვებ, მაგრამ მომეწონა და წარმატებები

eleniko, didi madloba!

№13  offline წევრი N7

ანი, ძალიან, ძალიან კარგი გოგო ხარ!
მომეწონა. მართლაც ისეთი ფონი შეიქმნა, თითქოს დიდი ხნის მეგობარს ემშვიდობებოდი.
წარმატებები! heart_eyes
--------------------
ქოქოსის გოგო.

№14  offline წევრი teddy))

N7
ანი, ძალიან, ძალიან კარგი გოგო ხარ!
მომეწონა. მართლაც ისეთი ფონი შეიქმნა, თითქოს დიდი ხნის მეგობარს ემშვიდობებოდი.
წარმატებები! heart_eyes

chemo sayvarelo, dzalian didi madloba! Dzalian gamaxare, chemo shvidoano!

№15  offline ახალბედა მწერალი ერკე

ჩემთვის ვიტოვებ ჩემ შეფასებას და არ გაგიმხელ ბოლო დრომდე :დ smile
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

№16  offline წევრი teddy))

ერკე
ჩემთვის ვიტოვებ ჩემ შეფასებას და არ გაგიმხელ ბოლო დრომდე :დ smile

ბოლო დრომდე მოვითმენ... smile kissing_heart

№17  offline ადმინი უნდა ვწერო

საინტერესო იყო, რაღაც დამაკლდასავით, თუმცა მაინც არ არა უშავდა..გრამატიკაზე მართალი გითხრეს.

№18  offline წევრი teddy))

უნდა ვწერო
საინტერესო იყო, რაღაც დამაკლდასავით, თუმცა მაინც არ არა უშავდა..გრამატიკაზე მართალი გითხრეს.

ძალიან დიდი მადლობა! kissing_heart მართალი ხარ, საყვარელო! heart_eyes relaxed

№19  offline აქტიური მკითხველი tamo1804

ანუშკი, ახლაღა მოვიცალე ამის წასაკითხად, ჯერ მარტო იმიტომ მომეწონა, რომ ლენცს მისწერე (ხომ იცი ჩემთვის რამდენს ნიშნავს), ძალიან სასიამოვნო წასაკითხი იყო, არაჩვეულებრივად გადმოეცი სათქმელი, თითოეულ სიტყვაში იგრძნობოდა შენი თბილი დამოკიდებულება მისდამი <3 გრამატიკულ შეცდომებზე აქ არ გვინდა საუბარი, იქ გავარჩიოთ :)) სამი მეგობრის პერსონაჟს სწორედ ასე უნდა მისწერო, როგორც შენს ძველ მეგობარს, ზუსტად ჩაწვდი არსს ჩემი აზრით, ამიტომ მომეწონა ძალიან შენი წერილი <3 ყოჩაღ!! <3

№20  offline წევრი teddy))

tamo1804

Chemo sayvarelo, gamagime, rogorc shen gchvevi sul magimeb!!! ❤❤❤ ugrmesi madloba!!!

teddy))
tamo1804
ანუშკი, ახლაღა მოვიცალე ამის წასაკითხად, ჯერ მარტო იმიტომ მომეწონა, რომ ლენცს მისწერე (ხომ იცი ჩემთვის რამდენს ნიშნავს), ძალიან სასიამოვნო წასაკითხი იყო, არაჩვეულებრივად გადმოეცი სათქმელი, თითოეულ სიტყვაში იგრძნობოდა შენი თბილი დამოკიდებულება მისდამი <3 გრამატიკულ შეცდომებზე აქ არ გვინდა საუბარი, იქ გავარჩიოთ :)) სამი მეგობრის პერსონაჟს სწორედ ასე უნდა მისწერო, როგორც შენს ძველ მეგობარს, ზუსტად ჩაწვდი არსს ჩემი აზრით, ამიტომ მომეწონა ძალიან შენი წერილი <3 ყოჩაღ!! <3

Chemo sayvarelo, gamagime, rogorc shen gchvevia sul magimeb!!! ❤❤❤ ugrmesi madloba!!!

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent