შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჰეი, ნორია...


9-09-2016, 18:29
ავტორი enni
ნანახია 1 773

ძვირფასო ნორია...


საიდუმლო არასდროს რჩება საიდუმლოდ. ინახება მხოლოდ ის რაც იცვლება. დისტოპიური ჟანრის წიიგნის აგებულება, ძირითადად, ყველამ იცის, სასიყვარულო სამკუთხედი, უსამართლო სისტემა და რევოლუცია...-ეს მათი განუყოფელი ნაწილია!
მინდა გითხრათ, უფრო სწორედ, მადლობა გადაგიხადოთ. თქვენ მასწავლეთ ნამდვილი სიყვარულის, ოჯახის, ტრადიციების და ვალდებულებების ფასი. მე თქვენ რაღაცით გგავართ. სულ ვცდილობ ადამიანურობა შევინარჩუნო. სიმართლისთვის ბოლომდე ვიბრძვი. ვერასოდეს წარმოვიდგენ, რომ ჩვენს სამყაროს, შესაძლოა, მომავალში ასეთი ბედი ეწიოს. ვერც გლობალური დათბობა წარმომიდგენია, ვერც ის, რომ ჩინეთი ევროპას დაეპატრონება და ვერც ის, რომ 17 წლის სიფრიფანა გოგონას, ნოირას, სურს ჩაის მომზადების ხელოვნებას დაეუფლოს და თავისი სოფელი უზრუნველყოს წყლის რესურსებით.
წარმოუდგენელია, მაშინ როცა წყლის დამალვა სიკვდილით ისჯება, ეცადე დაგემალა. ვერ გამოგივიდა, არაუშავს, მაგრამ, მაინც ხომ სცადე. ცემთვის სამაგალითო ადამიანი ხართ. არა მარტო ჩემთვის... ვისაც კი ემი იტერანტას ,,წყლის საიდუმლო" წაუკითხავს, შეუძლებელია თქვენზე არ ისაუბროს, არშეუყვარდეთ. მიკვირს, მეც რამდენი რამ გამომივლია 2008 წლის აგვისტოს ომში. ჩემს თვალწინ დახოცეს ორი მამაკაცი, მაგრამ, მაინც მიკვირს, ამდენი როგორ შეძელი? ძალიან ძლიერი ადამიანი ხარ. ამიტომაც ხარ ჩემთვის მისაბაძი.ემიმ მარტივად და მსუბუქად მოგვითხრო შენი ძალზე საინტერესო, ცოტა სევდიანი, ძლიერი ემოციებით დატვირთული ისტორია. თუმცა თუ ვინმე შენს ადგილას დააყენებს თავს, მიხვდება ყველაფრის არსს.
ძალიან ძნელია, დილით შვიდ საათზე დაგვა ფოთლები ჩაის ქოხისკენ მიმავალი ქვაფენილიდან. შემდეგ აიღო თითო მუჭა ფოთოლი, რომ ისევ ბილიკზე მიმოფანტო, მხოლოდ იმიტომ, რომ მამაშენს ასე მოსწონს, ასე ითხოვს, რადგან ხალხს ადამიანის მიერ საგულდაგულოდ დაგვილად არ მოეჩვენოთ. ამის შემდეგ მათარა წყლით აავსო და ქვაბში გადაასხა, ფარდულიდან ქოხში მშრალი ტორფი მიიტანო და ღუმელთან მოათავსო.
,,თუ დედამიწის ქსოვილი არ შეირხევა
ქვიშის ერთი მარცვალიც არ გაინძრევა:
საკმარისია რაღაც შეცვალო
და ყველაფერი შეიცვლება."
ვფიქრობდი, წერილი წინასიტყვაობით ხომ არ დამეწყო, თუმცა, ვის უნახავს წერილი და წინასიტყვაობა? როცა ამბობენ, წრე მხოლოდ ტავის მოყვანილობას სცნობსო მართალია. რომ ჰკითხო, სად იწყება ან სად მთავრდება, არაფერს გიპასუხებს, მაგრამ ბრუნვას არ შეწყვეტს. წარსული უკვე აღარავის ახსოვს, მხოლოდ-წყალს.
კაცპბრიობამ უდიდესი ეკოლოგიური კატასტროფა განიცადა, მხოლოდ შენ ხვდებოდი წყლის ფასს, რომელსაც იცავდი. აღარ არსებობენ ისეთი ადამიანები როგორიც შენ და სანია ხართ. სიცოცხლისგან დაცლილ სამყაროში ცხოვრობთ. როგორც მე! აქ, გრძნობები იყიდება. არ იციან ტრადიციების ფასი. ვინმეს რომ ჰქითხო ბერიკაობაზე რა აზრის ხარო, გეტყვიან ეგ რა ჯანდაბაა? ჰელოუვინი მირჩევნიაო.ყალბია ურთიერთობები. გმირობა რომ მოინდომო ჩაგიშვებენ. შენნაირი ხალხი სულ განსაკუთრებულად რჩება, თან შენ, ნოირა, ისეთი ხარ რომ, ძნელად გაგექცევიან. ,,შენი წყლის" საქმე ერთობ რთული და რაღაც აზრით მომნუსხველია. აქ უკვე 18:20-ია, იქ უკვე ღამის ტერთმეტი საათია. ალბათ, გაცდენ, მალე წყლის მოსატანად უნდა წახვიდე. გინდა დაგეხმარო? წყალი ხომ გჭირდებათ?სანიასაც დაუძახე, ერთად წავიდეთ. იქნებ, გზაზე ჩაის საიდუმლო გამანდო? საუკეტესოდ ამზადებ. ,,Lord halp me to remember that you are my creator"-ჩემი დევიზი გახდა.
აბა შენ იცი... დახმარება რომ დაგჭირდეს არ დაგავიწყდეს, მე ვვარსებობ. მაგრამ შორეულ საქართველოში ვარ... ეგ არაფერი რომ დაგჭირდე და სადღაც გადაკარგულში ვიყო წამში შენთან გავჩნდები.
სანია მომიკითხე...
დიდი სიყვარულით და პატივისცემით, მეგობარი საქართველოდან, ენი.
09.09.2016
საქართველო,აფხაზეთი, გალი-ოტობაია.
----------------------------------------------------------------
თუ ოდესმე, ამ წიგნის წაკითხვას გადაწყვეტთ, ნორიას ადგილას წარმოიდგინეთ თავი. დაძაბულნარევ, სასიამოვნო კითხვას გისურვებთ.



№1  offline ახალბედა მწერალი მორი-ელი

ძალიან მომეწონა და წავიკითხავ წიგნსაც. heart_eyes ყოჩაღ,წერილის დაწერის წესი გცოდნია და ძალიან გამიხარდა. შინაარსიც მშვენიერია და მომეწონა მოკლე ნაწყვეტები რომ გქონდა ჩართული.საინტერესო და სასიამოვნო ნაწერი იყო.წარმატებები heart_eyes
--------------------
“ნამუსი ყვავილია, რომელიც თუ მოსწყდა თავის დღეში აღარ ამოვა…”

 


№2  offline ახალბედა მწერალი lullaby

წაკითხული მაქვს და ძალიანაც მომწონს, ამიტომ უფრო მეტს ველოდი... თავიდან თიტქოს მეუცნაურა, მაგრამ წერილის სტილი აქვს ნამდვილად, ოდნავ უგულისყუროდ, თითქოს ერთი ჩვეულებრივი წერილი იყოს, მაგრამ მაინც...
ბევრი რამ გქონდა წიგნიდან ამოღებული და შეცდომებიც იყო აქა-იქ...
ცუდი არაა, წარმატებებს გისურვებ ;)

 


№3  offline წევრი enni

მორი-ელი
ძალიან მომეწონა და წავიკითხავ წიგნსაც. heart_eyes ყოჩაღ,წერილის დაწერის წესი გცოდნია და ძალიან გამიხარდა. შინაარსიც მშვენიერია და მომეწონა მოკლე ნაწყვეტები რომ გქონდა ჩართული.საინტერესო და სასიამოვნო ნაწერი იყო.წარმატებები heart_eyes



დიდი მადლობა <3

lullaby
წაკითხული მაქვს და ძალიანაც მომწონს, ამიტომ უფრო მეტს ველოდი... თავიდან თიტქოს მეუცნაურა, მაგრამ წერილის სტილი აქვს ნამდვილად, ოდნავ უგულისყუროდ, თითქოს ერთი ჩვეულებრივი წერილი იყოს, მაგრამ მაინც...
ბევრი რამ გქონდა წიგნიდან ამოღებული და შეცდომებიც იყო აქა-იქ...
ცუდი არაა, წარმატებებს გისურვებ ;)



სხვათაშორისმეც... მინდოდა უკეთ დამეწერა, თუმცა,იმის შიშში,,ვაი და არ დაამასწრონ"-ს გამო 25 წუთში დავწერე... :/ მადლობა რომ მოგეწონა <3

 


№4  offline წევრი N7

არ მიყვარს მსგავსი კომენტარების წერა, რადგან ვიცი, საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი, როგორი მტკივნეულია. მაგრამ თუ გინდა გაიზარდო, კრიტიკაც უნდა მიიღო.
ალბათ, არც გამომივა კრიტიკა, რადგან არ მინდა, მაგრამ მაინც გეტყვი.
ცუდი ნაწერი არ იყო, მაგრამ მე - ადამიანს, რომელსაც ეს წიგნი არ აქვს წაკითხული - სურვილი არ გამჩენია, რომ წამეკითხა. მეტიც, შუაში დავიღალე კიდეც, კითხვით. ეტყობოდა ნაწერს, ცხადად აჩნდა, რომ სისწრაფით იყო ნაწერი. იყო გრამატიკული შეცდომებიც, რომელსაც ეშველება, მაგრამ წერის სტილს - არა, თუ არ ისწავლი, რომ დაძალებით ნაწერს სჯობს სულ არ დაწერო. სწორად გამიგე.
წარმატება ბევრი! ეს მხოლოდ ჩემი აზრია, გული არ დაიწყვიტო და ხელი არ ჩაიქნიო. კარგი გოგო ხარ! <3
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№5  offline წევრი enni

N7
არ მიყვარს მსგავსი კომენტარების წერა, რადგან ვიცი, საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი, როგორი მტკივნეულია. მაგრამ თუ გინდა გაიზარდო, კრიტიკაც უნდა მიიღო.
ალბათ, არც გამომივა კრიტიკა, რადგან არ მინდა, მაგრამ მაინც გეტყვი.
ცუდი ნაწერი არ იყო, მაგრამ მე - ადამიანს, რომელსაც ეს წიგნი არ აქვს წაკითხული - სურვილი არ გამჩენია, რომ წამეკითხა. მეტიც, შუაში დავიღალე კიდეც, კითხვით. ეტყობოდა ნაწერს, ცხადად აჩნდა, რომ სისწრაფით იყო ნაწერი. იყო გრამატიკული შეცდომებიც, რომელსაც ეშველება, მაგრამ წერის სტილს - არა, თუ არ ისწავლი, რომ დაძალებით ნაწერს სჯობს სულ არ დაწერო. სწორად გამიგე.
წარმატება ბევრი! ეს მხოლოდ ჩემი აზრია, გული არ დაიწყვიტო და ხელი არ ჩაიქნიო. კარგი გოგო ხარ! <3



არა რათქმა უნდა... არ მწყინს <3 მადლობა აზრისთვის <3

ანი ნემსიწვერიძე
არ გეწყინოს, მაგრამ არ მომეწონა.
წერილის კითხვა, როდესაც დავიწყე ასე მეგონა ესეს ვკითხულობდი.
გაქვს როგორც გრამატიკული ასევე მექანიკური შეცდომებიც, ეტყობა ნამდვილად სიჩქარეში ნაწერი რომ არის და ტექსტისთვის რედაქტირება, რომ არ გაგიკეთებია.
ერთ ადგილს ტკეპნიდი ჩემი აზრით.
იმედია ჩემ ამ კომენტარს ცუდად არ მიიღებ.
წარმატებები.



<3 <3 ჯერ ყველაფერი წინ მაქვს <3 ასე რომ, კრიტიკასაც მივიღებ და ქებასაც. მადლობა აზრისთვის <3

 


№6  offline ადმინი უნდა ვწერო

მოკლედ, ყველაფერი გითხრეს უკვე, რისიი თქმაც მინდოდა..
არ მაქვს წაკითხული და არც გამიჩინა წაკითხის სურვილი.
მშრალი იყო, მწირი,თუმცა არა ცუდი, უბრალოდ მეტი უკეთესი იქნებოდა.

 


№7  offline წევრი kakulia

რა კარგიაააააააააა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent