შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თქვენთვის წერილია ჯეინ ოსტინ


9-09-2016, 21:51
ავტორი stranger9
ნანახია 1 874

ძვირფასო ჯეინ,
მგონი წერილებს მისალმებით, მოკითხვით და კეთილი სურვილებით იწყებენ თქვენს ეპოქაში, მაგრამ ბანალურ ნაწილზე შეჩერების დრო არც მე მაქვს და დარწმუნებული ვარ, არც თქვენ. დიახ, ნამდვილად ,,თქვენი ეპოქა" ვახსენე, მე ხომ წერილს მომავლიდან გწერთ. ჩემს ბანალურ, რუტინულ ცხოვრებაზე საუბრით თავს არ შეგაწყენთ. დამიჯერეთ ეს ძალიან მოსაწყენია.
ღმერთო, რამდენი რამის თქმა, რამდენი კითხვის დასმა და რჩევის კითხვა მინდა, მაგრამ ახლა ყველა აზრი ერთიანად ამერია გონებაში და ეს პატივცემულნი სრულიად უმაქნისად დაეხეტებიან ჩემს ტვინში. ამ წერილის გამოგზავნის შემდეგ ერთიანად გამახსენდება ყველაფერი რაც აუცილებლად უნდა მომეწერა, მაგრამ ახლა მხოლოდ ის ვიცი, რომ სულ დავიბენი. ალბათ გაგეცინებათ, იფიქრებთ რომ ერთი სულელი თინეიჯერის წერილზე ტყუილად კარგავთ თქვენს უძვირფასეს დროს, რომელსაც წესით დიდებული ნაწარმოებების შექმნას უნდა უთმობდეთ. მაგრამ სითავხედე მყოფნის და ვაპირებ რამდენიმე წუთი მოგპაროთ.
იცით, ჯეინ, როგორ მძულს რომანტიკა და ყველაფერი რაც რომანტიკას უკავშირდება, მათ შორის ბანალური რომანები ადვილად გამოსაცნობი შინაარსით და დასასრულით? ,,სიამაყე და ცრუ რწმენაც" მსგავს, არაფრისმომცემ რომანად წარმომედგინა, თუმცა ,,გავრისკე" და დავიწყე კითხვა. დავიწყე და დავიკარგე... ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ პერსონაჟებს, თქვენ მიერ გადმოცემულ თავბრუდამხვევ აზრებს, გენიალურ ფრაზებს შორის დავიკარგე. ვერ წარმომედგინა თუ ერთი ,,ჩვეულებრივი" რომანი ჩემს გაოცებას გამოიწვევდა, თუმცა, თქვენ ეს შეძელით. "თავმდაბლობა ყალბი მოჩვენებითობაა და ზოგჯერ არაპირდაპირი ბაქიაობაც"- ამ ფრაზის ამოკითხვის შემდეგ რთულია ჩვეულებრივად განაგრძო ამბის კითხვა, ვითომც არაფერი მომხდარა. არადა, ზუსტად რომ ძალიან ბევრი რამ მოხდა. წინადადება, რომელმაც ჩემში რაღაც შეცვალა სულ 7 სიტყვისგან შედგება. არა, არ იფიქროთ რომ ვაპირებ მის გრამატიკულ აგებულებაზე ვისაუბრო, არც ისე კომპეტენტურად მიმაჩნია თავი ამ საკითხში. მაგრამ ის ვიცი რომ შვიდივე სიტყვა ძალიან ბევრჯერ წარმომითქვამს და მათი ერთად გააზრების შემდეგ მივხვდი რამდენად მცდარი იყო მათი ჩემეული გააზრება. ადამიანები მუდმივად ვიცვლებით, გარეგნულადაც, სულიერადაც, მაგრამ მჯერა რომ ეს აზრი ჩემს მტკნარ სიცოცხლეს ბოლო წუთამდე მიჰყვება. სულ დამავიწყდა, შეიძლება შენობით მოგმართოთ? თუმცა, არა, რა სისულელეს ვამბობ, ჩვენ ხომ მეგობრები არ ვართ. რას ვამბობდი? სულ გადამავიწყდა... არაუშავს, რაც არის არის...
ჯეინ ოსტინ, როგორ მინდა ვიცოდე ელიზაბეტმა სწორი არჩევანი გააკეთა თუ არა დარსის არჩევით. იყო კი, ის მისი ნამდვილი სიყვარული? იქნებ იჩქარა? ან, იქნებ, არა? იქნებ დარსი არ იყო ის, ვინც მას სჭირდებოდა? ეს კითხვები მოსვენებას არ მაძლევს. განა უსიყვარულოდ დარჩენის მეშინია, ეს არ იფიქროთ. უბრალოდ ელიზაბეტი ისევე ახლოს მივიდა ჩემს გულთან, როგორც თითოეული ჩემთვის უძვირფასესი ადამიანი. მინდა ბედნიერი იყოს და საშინლად დამწყდება გული, თუ გავიგე, რომ მისი და დარსის სიყვარული მარადიული არ აღმოჩნდა. ალბათ, გიჟი გგონივართ, მაგრამ არაუშავს, თქვენ ხომ ვერასდროს გაიგებთ წერილის ავტორის ვინაობას. კარგი, კარგი ალბათ უკვე მოგწყინდათ ჩემი წუწუნის კითხვა. ისე, სასაცილოა არა? მე ვწერ, თქვენ კი - კითხულობთ. ნამდვილად დიდი უსამართლობაა. მომიტევეთ, მიყვარს წერა და ჩემი უნიჭობას მიუხედავად თავს გაწყენთ რაღაც სისულელეებით.
არ მეწყინება, თუ წერილი უკვე დახიეთ და ამ ნაწილს მხოლოდ საკუთარი თავისთვის ვწერ. უბრალოდ არ შემეძლო არ მეთქვა რამხელა გავლენა მოახდინა თქვენმა ნაწარმოებმა ჩემზე, როგორ შეცვალეთ ერთი ჩვეულებრივი თინეიჯერის ხედვა რიგი საკითხების მიმართ. არ შემეძლო არ მეთქვა როგორი აღფრთოვანებული ვარ თქვენით და უბრალოდ მინდოდა მადლობა გადამეხადა თავბრუდამხვევი შთაბეჭდილებებისთვის. მადლობა, რომ არსებობთ, მადლობა რომ წერთ. მეამაყება, რომ არსებობს ქალი, რომელიც ანეიტრალებს რომანტიკას და არ ხდის პათეთიკურს.
ჯეინ, მადლობელი ვიქნები თუ ელიზაბეტს გადასცემთ, რომ ჩემთვის ძლიერი ქალის სიმბოლოა. გადაეცით გაუფრთხილდეს სიყვარულს. დარსისაც უთხარით არასდროს დათმოს ის ერთადერთი. მათი ბედნიერება ყოველთვის გაახარებს ჩემს გულს.
ძვირფასო ჯეინ, ვნატრობ თქვენი ნიჭის სულ მცირე ნაწილი მაინც ერგუნებინა ღმერთს ჩემთვის, რომ ეს წერილი ასეთი მოსაწყენი არ გამომსვლოდა. სითავხედე არ მეყოფა თქვენი ნიჭი სრულად ვინატრო, ეს უბრალოდ არარეალურია. თუმცა, რას ვიზამთ. ყველა არ ხდება უდიდესი განძის მფლობელი და მართალია, თქვენს მსგავსად არ შემიძლია გავაოცო მსოფლიო ან თუნდაც ერთ ადამიანზე მოვახდინო შთაბეჭდილება ჩემი ნაჯღაბნით, ვერავინ დამიშლის ვწერო ჩემთვის, ჩუმად. ვინ იცის, იქნებ ოდესმე ამ სიტყვებმაც შეიძინოს ფასი ვიღაცის თვალში. მადლობა თქვენი უძვირფასესი დროის დათმობისთვის. ისედაც საკმარისად მოგაბეზრეთ თავი. მეტს აღარ მოგაცდენთ.
ნახვამდის ჯეინ.
-სიყვარულით, უცნობი მკითხველი.



№1  offline წევრი N7

წერილი ნამდვილად იყო, მაგრამ ცოტა არეული მეჩენა. შეიძლება იმის ბრალია, რომ მეძინება და გპირდები, ხვალ აუცილებლად დავუბრუნდები.
არ მომეწონა ის, რომ წერილის მეორე ნაწილი სულ თვითგვემას დაუთმე, განსაკუთრებით მოყვანილი ციტატის მერე.
თანაც, ალბათ, არ იცი, მაგრამ ცუდად არ წერ, ანუ არც ისეთი უნიჭო ხარ, თავი რომ მოგაქვს! მეტ დროს თუ დაუთმობ ამ სფეროს, ბევრად უკეთეს მწერლად ჩამოყალიბდები.
მოკლედ, ბევრი წარმატება შენ!
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№2  offline ახალბედა მწერალი მორი-ელი

ნორმალური ნაწერი იყო,მეტი არაფრის თქმა არ შემიძლია. მეტი დაკვირვება და უკეთესსაც დაწერ,უბრალოდ აქ სადღაც იყავი გაფანტული, წარმატებები.
--------------------
“ნამუსი ყვავილია, რომელიც თუ მოსწყდა თავის დღეში აღარ ამოვა…”

 


№3  offline წევრი ფორთოხალი

შენს თავზე უფრო გიწერია აქ, ვიდრე იმაზე,რისი თქმა გინდა ჯეინისთვის. შვიდიანმა სწორად ახსენა თვითგვემა, რომელიიც ისედაც მოსაბეზრებელია. ასეთ ნაწერში - მით უმეტეს.

 


№4  offline ახალბედა მწერალი ერკე

ასე ნუ ფიქრობ. ნიჭს ღმერთი არ იძლევა. ის ბევრი შრომის შედეგად მოდის. იშრომე, წერე ბევრი და ყველაფერი გამოვა. ამას გირჩევდი!
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№5  offline ადმინი უნდა ვწერო

თვითგვემისთვის რომ არ დაგეთმო ამდენი დრო, უკეთესი უქნებოდა.გაფანტულობა ჩანდა.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent