შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თქვენთვის წერილია, ალექს !


10-09-2016, 03:43
ავტორი ninalock
ნანახია 1 993

ამ წერილს ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონიის ფონზე გწერ. გწერ და ჩემი ფიქრები და აზრები ისეთივე სიხშირით ირევიან და ენაცვლებიან ერთმანეთს, როგორც მაჟორი და მინორი ამ კლასიკად წოდებულ სიმფონიაში. ოჰ, იმდენი რამე მაქვს შენთვის სათქმელი, "მალჩიკ" ! გკითხულობ, გაკვირდები, როდესაც შენ ჩემი არსებობის შესახებაც არაფერი გსმენია და არ მახსენდება მეორე ნაწარმოები, სადაც მთავარი პერსონაჟის მიმართ ჩემი დამოკიდებულება წიგნის დასაწყისში და ბოლოს , ასე წელიწადის დროებივით განსხვავებული ყოფილიყოს. როგორ შეგეძლო ყოფილიყავი ასე გულქვა, ჩემო მეგობარო? შენ კლავდი, აუპატიურებდი, დასცინოდი, ძარცვავდი, სცემდი. უანგაროდ უძღვნიდი თავს ბოროტებას და "ჯოჯოხეთურ საქმეებსაც" ცეცხლით აღაგზნებდი. დაუოკებელი ჟინით დააქროლებდი სხვის მანქანას. ერკინებოდი მეტოქე ბანდას, ფეხქვეშ იგდებდი "იმ ჩემის მწერალს" და თვალწინ "უფორმებდი" მის მეუღლეს. როგორ მძულდი მაშინ! როგორ მინდოდა შენთვის და იმ შენი საძაგელი საძმოსთვის ვინმეს ჭკუა ესწავლებინა. წამითაც არ შემებრალებოდით. "ჰა, ვშვებით მეთქი რამეს?”
და მაინც.. ჯიუტად ვცდილობდი შენში დადებითი აღმომეჩინა. ვფიქრობდი, ალექსი კლასიკას უსმენს და სადღაც გულის კუნჭულში, ცუდი პიროვნება არ იქნება მეთქი. შენი ქცევების გამართლებას ვცდილობდი. მაშინაც, მერეც. სიგიჟედ ჟღერს, არა? იქნებ დაგაბნიე. მე ხომ დასაწყისში სრულებითაც არ მებრალები, თვალისდაუხამხამებლად გწირავ , მეორე წუთს კი მსურს, განტევების ვაცად სხვა შევრაცხო. ფუჭია მიზეზის ძიება, მაშინაც კი, როცა სრული სერიოზულობით ცდილობ გაუგო 16 წლის მოზარდის მანიაკალურ სურვილებს, კლასიკის მოსმენისას წარმოდგენილ ათას ოხრობას და სიბინძურეს, განადგურების გამოძახილს. შენ სახელმწიფოს უპირისპირდებოდი, ღია ამბოხს უწყობდი. მოკვდებოდი, მაგრამ პირობითი რეფლექსების გროვად არ გადაიქცეოდი. მოკლავდი და გეგონა სამართლიანობას ჩაეჭიდებოდი. გიწევდა გეცხოვრა სამყაროში, სადაც ამ პრობლემას მთელი სივრცე მოუცავს. და მე მივხვდი, რომ სწორედ ასეთი სამყარო გიწყობდა ხელს სისასტიკეში.
მერე... მერე შენ დაგაპატიმრეს. და თითქოს შეიცვალე, გაჩვეულებრივდი. ყოველშემთხვევაში თავიდან ყველა დაგვარწმუნე ამაში. ციხეში კვლავ კლასიკას უსმენ, სახარებას ფურცლავ, მოძღვარს უჯერებ. ყველასდაგასაკვირად ექსპერიმენტზეც თანხმდები. და შეცდომას უშვებ. შენ განადგურებს ის, რაც ერთ დროს ყველაზე მეტად გიყვარდა. მუსიკა, ალექს. ჰო, "ბოლოს ყველას საკუთარი სიყვარული კლავს." შენ ვეღარაფერს გრძნობ, ჩემო საბრალო "დრუგ" . ერთ დროს ცივსისხლიანი ბოროტმოქმედი ახლა ყოველგვარ ძალადობაზე ცუდად ხდები, ძალა გეცლება, სპაზმი გემართება. შენ „ლუდოვიკოს მეთოდი“- ს მსხვერპლი ხარ. - ეს ის მეთოდია ბატონებო, ყოველგვარ ძალადობაზე კუჭის წვენს რომ ამოაღებინებს ადამიანს. ამ გზით "გამოკეთებულ" კაცს უკვე ბიბლიაც აღარ სჭირდება, ისე განისჭვალება ხოლმე სათნოებით. მაგრამ ვის რაში სჭირდება ასეთი სიკეთე. ისინი არაფრად აგდებენ მარტივ ჭეშმარიტებას, რომ “ადამიანის ბუნებას ვერავითარი მეთოდებით ვერ გააუმჯობესებ, კეთილიცა და ბოროტიც შინაგანი ამბავია და ღვთისშვილს არჩევანის უფლება თუ არ აქვს, იმას ადამიანიც აღარ ეთქმის,” – შენ პოლიტიკური პაიკი ხდები. “მასას სიმშვიდე და მცონარობა ყველაფერს ურჩევნია და თავს წინასწარ არავინ აიტკივებს, ყველაფრის მიმართ აპათიაც სწორედ აქედან იწყება.." მე მეცოდები, როდესაც უკვე „გამოჯანმრთელებული“ სახლში დაბრუნებისას, აღმოაჩენ რომ სადაც ამდენი წელი გაატარე იქ შენი ადგილი აღარ არის. შენი ეშინიათ, თავს გარიდებენ. შენი ადგილი სხვამ დაიკავა. მაშინაც მეცოდები, როცა„მეგობრები“ ყველაფრის გამო გისწორდებიან. შენ კი პასუხის გაცემის ძალა არ შეგწევს. მასიდან გაგრიყეს, და ჰო, შენ აღარავინ გყავს, ალექს. ათმაგად გაზღვევინეს, უნებო არსებად გაქციეს. არჩევნის საშუალება მოგისპეს.
დასასრულს "ჩვეულებრივი" ხდები, მომეშვა. მივხვდი დებილს ბოროტი რომ ჯობია. მექანიკურ ფორთოხალს- მოძალადე. თუმცა შენში მაინც დარჩა ციხის "საჩუქარი" . თავიდან უკომპრომისო ალბათ სახეშივე შეაფურთხებდი მინისტრს იმ მეგობრული შემოთავაზების გამო, თუმცა ასე არ იქცევი. ალბათ ეს არის ხელახალი დაბადება, პასიური აგრესიისა, რომელიც გონებაზეა დაფუძნებული და არა შთაგონებაზე. "სულელები ხომ ბევრს ფიქრობენ , ჭკვიანები კი შ
თაგონებას ენდობიან" – ასეთი იყო შენი თავდაპირველი მრწამსი, მერე კი შენ ფიქრი დაიწყე …



№1 სტუმარი ელისაბედ ფრანცი

მექანიკური ფორთოხალი :)))
ძალიან მომეწონა, ყოჩაღ. საინტერესოდ იკითხება და გაგრძელების სურვილი გამიჩინა
წარმატებები კონკურსში :*

 


№2  offline წევრი N7

კარგი იყო, ყველაფერი თავის ადგილზე, მაგრამ...
ვერ მივხვდი, წერილს წერდი პერსონაჟს და თავის საქციელებს უხსნიდი? მე ეს თემას უფრო მივამსგავსე, თითქოს სასკოლო დავალებაში შინაარსს წერდი, ოღონდ წერილის ვარიანტში.
არ ვიცი, ვერ აღვიქვი სწორად ეს სიახლე, მომიტევე.
წარმატებები.
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№3  offline მოდერი Amalthea

მიუხედავად იმისა, რომ მეც ალექსსზე მიწერია და შეფასება შეიძლება არასამართლიანად მოგეჩვენოს, მაინც მინდა რომ ვთქვა.
თემას ჰგავდა, წიგნის განხილვას.
არ იყო ის რასაც ეტყოდი, შენ უბრალოდ განიხილლავდი, განიხილავდი დ განიხილავდი მის საქციელს.
წარმატებები <3
--------------------
I want to sleep with you. Doesn't mean to have sex. I mean sleep together under my blankets in my bed. With my hand on your chest. And your arm around me. No talking. Just sleep, blissfully happy, silence.

 


№4  offline ახალბედა მწერალი მორი-ელი

ცუდი არ იყო,ნამდვილად,მაგრამ რაც ყველაზე ნაკლებად მომეწონა იყო,ის,რომ უმისამრთო წერილის ჰგავდა,არ იყო დასაწყისში მითითება თუ ვის წერდი წერილს,არც ბოლოში შენი სახელი ან მეტსახელი,სადღაც ჰაერში გაშვებული ქაღალდის თვითმფრინავივით იყო,რომ არ იცი სად,ან ვისთან მიფრინდება.წარმატებები საბოლოოდ ნორმალურია. blush
--------------------
“ნამუსი ყვავილია, რომელიც თუ მოსწყდა თავის დღეში აღარ ამოვა…”

 


№5  offline ახალბედა მწერალი ერკე

დასასრული მომეწონა. კარგია - და მეტი არაფერი flushed
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№6  offline ადმინი უნდა ვწერო

არ იყო ცუდი, თუმცა ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს თემას წერდი, რომელიც სკოლაში დაგავალეს..წერილის სახე არ ჰქონდა, მოკლედ, თუმცა მაინც არ იყო უინტერესო.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent