შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თქვენთვის წერილია ძვირფასებო

10-09-2016, 22:17
ავტორი ლილიანა
ნანახია 2 086

ძვირფასო სერჟ და ანნა

ამ წერილს გულის
ფანცქალით და ხელის კანკალით გწერთ.ჩემს თავს დაუჯერებელი რამ ხდება.მომეცა საშუალება სანუკვარი ოცნება ამისრულდეს და თქვენს მიმართ გამოვხატო ჩემი მადლიერება,პატივისცემა და სიყვარული.
მე მჯერა,რომ არა თქვენი ერთმანეთისადმი ძლიერი და უანგარო სიყვარული,ვერ შეიქმნებოდა ჟოფრეი და ანჟელიკა.ვერ იარსებებდა მათი ოცნებები,მათი პიროვნება და სიყვარული.
მადლობა თითოეული ფურცლისათვის,სიტყვისათვის,ემოციისთვის,აღმაფრენისთვის,ცრემლისთვის,ტკივილისა და ბედნიერებისათვის.
მე პირადად ბევრი რამ მასწავლა ამ წყვილმა,მათმა ურთიერთობამ ,როგორც ქალს,იმ დროისათვის , როგორც მომავალ ცოლსა და დედას.მე ვისწავლე ცხოვრებისთვის მხოლოდ ჩემი ჭრილიდან არ მეცქირა,რომ მედალს ორი მხარე აქვს,ქალის თვალთახედვა და კაცის თვალთახედვა.თუ ადამიანს სურს იყოს კმაყოფილი და ჰარმონიული უნდა ისწავლოს დათმობა,მიტევება და თანაგრძნობა.თქვენ მე სიყვარულის შეყვარება მასწავლეთ.მივხვდი,რომ თუ მსურდა
ბედნიერება და სიყვარული უფრო მეტი ყოფილიყო ჩემს ცხოვრებაში ,ვიდრე იმედგაცრუება და მწუხარება ,მაშინ მისი გაცემა უნდა მესწავლა.
მივხვდი,რომ სიყვარული ის კი არაა, თუ რამდენად ტანადი ან წარმატებული ხარ,არამედ რამდენად უბრალო და თავმდაბალი.
სიყვარული ის კი არაა,თუ რამდენ ლამაზ სიტყვას დახარჯავ ძვირფასი ადამიანისათვის,არამედ ის, თუ რამდენად წრფელია და უანგარო ეს სიტყვები.
მივხვდი,რომ სიყვარულს საუკეთესო,ბრენდები,სუნამოები,ძვირფასი ტექნიკა ,ან ძია ფრანკლინი კი არ განსაზღვრავს,არამედ ნდობა,თანაგრძნობა,პატივისცემა და მოთმენა.ისიც გავითავისე,რომ კმაყოფილება და სიხარული წვრილმანებშია და არა გრანდიოზულ საქმეებში.
15 წლისას,რომელსაც ოცნების ფრთები მაშინ მეშლებოდა სწორი ფრენა მასწავლეთ,ნეტარებით ნარნარი და ხანგრძლივი ირაოს შეკვრა წარმატების დროს.
~ანჟელიკა~
ქალი,რომელსაც შეუძლია ყველაზე წარუმატებელ სიტუაციაშიც კი მიმზიდველი და სასურველი იყოს.ქალი,რომელიც ყველაფერს,დიახ ყველაფერს აკეთებს მიზნის მისაღწევად,რომ დაიბრუნოს და შეინარჩუნოს მისი ცხოვრების ერთადერთი ნათელი წერტილი და მაინც კვლავ მას ეკუთვნოდეს სულით და გონებით.
~ჟოფრეი~
სიმშვიდის,თავშეკავებულობის,განათლებულობის და თავაზიანობის განსახიერებაა.
ის ისეთია ნებისმიერ ქალს მოაჯადოებს.არადა ჯადოქრობისთვის კოცონისთვის გაიმეტეს ,მაგრამ შეეშალათ,ის სიცოცხლის კი არა სიყვარულის ჯადოქარია.
აი ისეთია,რომ გაიცნობ მეათასე ხარისხოვანი ხდება ყველაფერი,რაც მატერიალურია და ფიზიკური.
აი ისეთი,რომ არ გაღელვებს მისი შრამი,მისი ფიზიკური ნაკლოვანება,იმიტომ,რომ იმდენად სრულყოფილია შინაგანად და სუფთა ყველაფერს ივიწყებ.
ცალკე თემაა ეს ისტორია და მისი პერსონაჟები,თუმცა მეორე მხარეც მაინტერესებს.როგორი იყო წერის პროცესი?
როგორ იბადებოდა იდეები?
როგორ შეჯერდებოდით ხოლმე ერთ აზრზე?
არის მასში რომელიმე ფაქტი,სიტუაცია ან ფრაზა თქვენეული,რომელიც თქვენ ორს შორის მოხდა?
ან თქვენეული ხასიათის ან ჩვევის ნაწილი,ხომ არ არგუნეთ,რომელიმეს?
იცით კიდევ ,რატომ ვთვლი ამ ისტორიას საუკეთესოდ?
იმიტომ,რომ შეუძლებელია ბოლომდე გაუგოს ქალს მამაკაცმა,რომ მისი ემოციები,განცდები და ფიქრები გადმოსცეს და პირიქით,შეუძლებელია ქალმა ბოლომდე აღიქვას მამაკაცური ბუნება,რომ ზუსტად გადმოსცეს ფურცელზე და შემდეგ მკითხველის გულთან მოიტანოს.
ქალის და მამაკაცის,მითუმეტეს ცოლ-ქმარის და მითუმეტეს შეყვარებული ცოლ- ქმარის მიერ გადმოცემული ამბავი შეუცდომელია,უნაკლოა,ზუსტია,როგორც ქალი მკითხველისათვის ასევე მამაკაცისათვის.
მე თქვენ უზომოდ მიყვარხართ,იმიტომ,რომ თქვენ გამილამაზეთ ჩემი გარდამავალი წლები ბავშვობიდან ყმაწვილქალობამდე.თქვენ ჩამომიყალიბეთ სწორი და მართალი ხედვა სიყვარულზე და ბედნიერებაზე.თქვენ მასწავლეთ,რომ კმაყოფილება რაოდენობას კი არ მოაქვს,არამედ ხარისხს.
ამიტომ მე დღეს ასე ვცხოვრობ - ხარისხიანად.
უზომოდ მადლიერი ვიქნები თუ მიპასუხებთ და ჩემს ცნობისმოყვარეობას დააკმაყოფილებთ.
და თუ მაინც ვერ მოხერხდა,ამითაც ბედნიერი ვარ,მე ხომ მოგაწვდინეთ,ხმა,მე ხომ დაგიბრუნეთ ის სიყვარული,რომელიც მიწილადეთ,მე ხომ გაგიზიარეთ ჩემი ფიქრები.
მიყვარხარ სერჟ,მიყვარხარ ანნა,მიყვარხარ ჟოფრეი,მიყვარხარ ანჟელიკა.
უბრალოდ ლილიანა.
საქართველოდან,სადაც სიყვარულის სჯერათ,სიყვარულის სწამთ და სიყვარულით არსებობენ.

№1  offline ახალბედა მწერალი მორი-ელი

ლილ,ჩემო ნიჭიერო,რა საინტერესო ადრესატი აგირჩევია.საინტერესოდ აგიგია წერილი და მე ძალიან ვისიამოვნე კითხვით. ყოჩაღ,წარმატებები.
--------------------
“ნამუსი ყვავილია, რომელიც თუ მოსწყდა თავის დღეში აღარ ამოვა…”

№2  offline მოდერი ლილიანა

okay
დასასრული მომეწონა, მიუხედავად იმისა რომ არ ვეთანხმები.
საინტერესო იყო, კითხვით ვისიამოვნე.
ყოჩაღ

მორი-ელი
ლილ,ჩემო ნიჭიერო,რა საინტერესო ადრესატი აგირჩევია.საინტერესოდ აგიგია წერილი და მე ძალიან ვისიამოვნე კითხვით. ყოჩაღ,წარმატებები.

მადლობაჩრმო ტკბილო და კარგო გოგოებო ❤❤❤❤❤❤
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

№3 სტუმარი Guest tamro

ძალიან მომეწონა,ვისიამოვნე <ე3

№4  offline მოდერი ლილიანა

Guest tamro
ძალიან მომეწონა,ვისიამოვნე <ე3

Bu Bu ^^
შენ ისტორიებზე ხომ ვგიჟდები და ესეც ძალიან კარგი იყო <3 <3

მადლობა ჩემო კარგებო ❤❤❤
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

№5 სტუმარი Nesi

Lilianna chemo kargo zalisn momewona es yvelaperi da xogodad sheni tvsltaxedvit moxibluli var.shennairi nichietebi aucileblad unda pasdebodnen. Miyvarxar zalisn

№6  offline მოდერი ლილიანა

Nesi
Lilianna chemo kargo zalisn momewona es yvelaperi da xogodad sheni tvsltaxedvit moxibluli var.shennairi nichietebi aucileblad unda pasdebodnen. Miyvarxar zalisn

უღრმესი მადლობა ასეთი სიტყვებისთვის და დამოკიდებულებისათვის❤❤❤❤
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

№7 სტუმარი Guest ლანა

ლილიანა
okay
დასასრული მომეწონა, მიუხედავად იმისა რომ არ ვეთანხმები.
საინტერესო იყო, კითხვით ვისიამოვნე.
ყოჩაღ

მორი-ელი
ლილ,ჩემო ნიჭიერო,რა საინტერესო ადრესატი აგირჩევია.საინტერესოდ აგიგია წერილი და მე ძალიან ვისიამოვნე კითხვით. ყოჩაღ,წარმატებები.

მადლობაჩრმო ტკბილო და კარგო გოგოებო ❤❤❤❤❤❤

ლილიანა საყვარელო ,,შენ ხარ ქარიხალი ჩემს უდაბნოში''შენს ამ მოთხრობას დასრულებულს როდის ვიხილავთ

№8  offline მოდერი ლილიანა

Guest ლანა

ვწერ და სრულად დავდებ ამ თვეში ❤❤❤
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

№9  offline მოდერი Eleniko13

ვაიმე, დღემდე სიგიჟემდე მიყვარს ეს წყვილი და იცი, რამდენი ხანია ვიხსენებ მათ სახელებს? და ვერ გავიხსენე. არც ფილმის თუ სერიალის სახელი მახსოვდა... რა კარგია და როგორ გამიხარდა ვერ წარმოიდგენ.

წარმატებები.
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

№10  offline მოდერი ლილიანა

Eleniko13
ვაიმე, დღემდე სიგიჟემდე მიყვარს ეს წყვილი და იცი, რამდენი ხანია ვიხსენებ მათ სახელებს? და ვერ გავიხსენე. არც ფილმის თუ სერიალის სახელი მახსოვდა... რა კარგია და როგორ გამიხარდა ვერ წარმოიდგენ.

წარმატებები.

მადლობა საყვარელო❤❤
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

№11  offline წევრი N7

ძალიან, ძალიან კარგი იყო.
ყველაფერი თავის ადგილზე.
მიუხედავად იმისა, რომ თავიდან ბოლომდე წერილი იყო და ამის მეტი ვერაფერი აღვიქვი, მაინც ერთ-ერთი ფავორიტია, რადგან თემატიკას 10/10-ზე უპასუხა! თანაც ძალიან მსუბუქი და "გემრიელი" წერის სტილი გაქვს.
წარმატებები.
--------------------
ქოქოსის გოგო.

№12  offline მოდერი ლილიანა

[quote=N7]ძალიან, ძალიან კარგი იყო.
ყველაფერი თავის ადგილზე.
მიუხედავად იმისა, რომ თავიდან ბოლომდე წერილი იყო და ამის მეტი ვერაფერი აღვიქვი, მაინც ერთ-ერთი ფავორიტია, რადგან თემატიკას 10/10-ზე უპასუხა! თანაც ძალიან მსუბუქი და "გემრიელი" წერის სტილი გაქვს.
წარმატებები.[/
როგორ გამახარე❤❤❤❤
მადლობა ჩემო კარგო
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

№13  offline ადმინი უნდა ვწერო

ამის ნაწითხვა ერთი დიდი სიამოვნება იყო-წერილი, რომელიც იყო თვით ემოცია.
დასასრულით განსაკუთრებულად მოვიხიბლე...

№14  offline მოდერი ლილიანა

უნდა ვწერო
ამის ნაწითხვა ერთი დიდი სიამოვნება იყო-წერილი, რომელიც იყო თვით ემოცია.
დასასრულით განსაკუთრებულად მოვიხიბლე...

უღრმესი მადლობა ❤❤❤❤❤
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

№15  offline ახალბედა მწერალი ერკე

სიყვარულის ჯადოქარიო... ჩემი კოლეგა გავჩითე? smile heart_eyes
მეც სიყვარულის ჯადოქარი ვარ აქ... :დ
სიმართლე გითხრა, ვერ მივხვდი რომელ წიგნზე საუბრობდი ან ავტორზე. იქნებ მითხრა? <3
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

№16  offline მოდერი ლილიანა

ერკე
სიყვარულის ჯადოქარიო... ჩემი კოლეგა გავჩითე? smile heart_eyes
მეც სიყვარულის ჯადოქარი ვარ აქ... :დ
სიმართლე გითხრა, ვერ მივხვდი რომელ წიგნზე საუბრობდი ან ავტორზე. იქნებ მითხრა? <3

ანნ და სერჟ გოლონებია ანჟელიკა- ანგელოზების მარკიზა
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

№17  offline წევრი kakulia

რა კარგიაააააააააა heart_eyes

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent