თქვენთვის წერილია
ჰეი, ვფიქრობ რაღაცით ვგავართ ერთმანეთს და მოდი ვაღიარებ, ეს ძალიან მომწონს, ახლა ხსნი პატარა კონვერტს, ამოაძვრენ ფურცელს სადაც, ბევრი სიტყვა წერია, ჰო მართალია იმდენი არა რამდენსაც იმსახურებ, მაგრამ გთხოვ ნუ გაამახვილებ ამაზე დიდ ყურადღებას, ელი მოკითხვას ახლობლისაგან ან მიწვევას წვეულებაზე, სადაც არ წახვალ იმიტომ, რომ ეს თავად ხარ საღამოების ხელმწიფე ის, ვისთანაც ყოველი ღამე, დაუვიწყარ ზღაპარს ემსგავსება. შემდეგ მე..მე ფურცელს დავყურებ, იასამნისფერია, ნუ მკითხავთ სად ვიშოვე იასამნისფერი ფურცელი, რომელსაც იასამნის სუნი აქვს. გრძელი ამბავია, ჩემებურია და მორჩა..ირონიულად მეღიმება, მინდა დავკუჭო ის და ოთახის კუთხეში მდგარ, ჩემი ხელით აწყობილ ნაგვის ურნაში მოვისროლო, მაგრამ ამას არ ვაკეთებ, ფურცელი მენანება, ხომ ვთქვი გრძელი ამბავია მეთქი, მეც გამეცინებოდა, მაგრამ ეს ამბავი მაძლევს უფლებას, ერთი, ფარატინა ფურცელი გადასაგდებად დამენანოს. ხელს ჰაერში ვაფრიალებ ამ აბეზარი ბუზის დასაფრთხობად და ბოლოს და ბოლოს კალამს კვლავ ვახებ იასამნისფერს. შენ კარგი ხარ, კარგი..მაპატიე საუკეთესო. ალბათ თვალებს არ უჯერებ, როდესაც კითხულობ, როგორ გედრები მე-შენ, შენს გონებაში ათასი კითხვა ენაცვლება ერთმანეთს და ვფიქრობ, ბოლოს მაინც მკითხავდი შენებურად, მშვიდად, აუღელვებლად და მაინც ჩემთვის ამაღელვებელი ტემბრით : მის, მომიტევეთ, მაგრამ რატომ თვლით, რომ ჩვენ ორს, თუნდაც ერთი მსგავსი თვისება მაინც გაგვაჩნია?! მე დავიბნევი. ავირევი არა კითხვის შინაარსის ან პასუხის უქონლობის, არამედ შენი თვალების ამოუცნობი ელვარების გამო, რამაც სავარაუდოდ მონუსხა მილიონობით ქალი შენს გარშემო, მათ შორის დეიზიც. ოჰ, ეს ქალბატონი, მშურს მისი ჯეი და ამავდროულად ბედნიერი ვარ, რადგან ვერასდროს აღმოჩნდება ჩემნაირი მის ადგილას. ლამაზი ქალია დეიზი, ხომ იცი თვალით არ მინახავს ის, თუმცა ბრმად ვენდობი შენს გემოვნებას. ვფიქრობ, მაგრამ ვერ ვიჯერებ, რომ იმდენად ღირსეულია შენსავით ჰყვარებოდა ვინმეს, ასე თავგანწირვით. ღმერთო, ეს ცრემლები დაუკითხავად ეხეთქებიან თვალთა ჯებირებს და კვეთენ მას. დასველებულ და მელნისფრად, ოდნავ გადღაბნილ ადგილს, ფურცელზე სულს მსუბუქად ვუბერავ, თითქოს ფილტვებიდან ამონაბერი ჰაერის ნაკადი ცრემლიან ემოციაზე ძლიერი იყოს და კვალის წაშლა შეეძლოს. შენს კითხვას უპასუხოდ არ დავტოვებ, თვალს შეუმჩნევლად აგარიდებ და რომელიმე, გასულ საუკუნეში შექმნილ ხელოვნების ნიმუშს გავუშტერებ. ჩუმად, მაგრამ მტკიცე ტონით განგიცხადებ, რომ სიყვარულის უნარი, არის ის რაც ჩვენ შორის უწყვეტი ძაფის გაბმაში მეხმარება, უნარის, რომელიც სამწუხწროდ თუ საბედნიეროდ ძალას გვაძლევს გვიყვარდეს იმაზე მეტად ვიდრე მათ ვუყვარვართ ჩვენ. ვიცი ახლა შენს სამუშაო ოთახში არსებულ ნახატებს ათვალიერებ, რომლებიც სავარაუდოდ მილიონები ღირს, თუმცა არაფერი გსმენია მათ წარმომავლობაზე, ფიქრობ, თითეულ მათგანს აკვირდები და ცდილობ გამოიცნო რომელ შედევრზე შევაჩერებდი მზერას შენთან საუბრის დროს, თუმცა ამაოდ. ეს არ გამოგივა ჯეი, შენ მე არ მიცნობ, მე კი საკმარისად კარგად, მეტიც ალბათ შენი აზრების წაკითხვასაც შევძლებდი, რომ ვმეგობრობდეთ. არამგონია ჩემით დაინტერესდე, მაგრამ მგონი არ უნდა ვიყო ურიგო ადამიანი არა?! შენი ცხოვრება რთული და მეტად საინტერესო ელემენტებისაგან შედგება გეტსბი, ჰო მაპატიე გეცბი, შენ ხომ ამბობ, რომ ასეა სწორი და ვამბობდი იმას ძვირფასო, რომ "ჩემნაირისთვის" რთულია წარმოდგენა, როგორ განვლე მთელი ეს პერიოდი. შენ ამ მოკლე დროში მოასწარი, როგორც პოვნა ქალისა, რომელზეც გაგიჟებით ხარ შეყვარებული, ასევე დაკარგვა მისი და გეფიცები მიჭირს წარმოდგენა იმ განცდებისა რასაც შენ გრძნობდი მისი წასვლის ჟამს, ჩვენთვის ხომ სიყვარული უკვდავების წყაროა და მის გარეშე ჩვეულებრივი მოკვდავნი ვხდებით, რომელნიც დამჭკნარ ბოსტნეულს ემსგავსებიან დროთა განმავლიბაში. თავგანწირვა, ალბათ ერთადერთია.. ფეხის თითები მიბუჟდება სიცივისაგან და ინსტიქტურად მახსენდება ამ თვის გადაუხდელი დავალიანება, რომელსაც სავარაუდოდ ვერც მომავალ თვეში დავფარავ..დიახ, ასე გამოდის არ ვმუშაობ, მხოლოდ ამ ეტაპზე, მე ხომ შენ გწერ დიდო და მითხარი სადღა მექნება დრო იმაზე ფიქრისათვის, როგორ გავთბე ან რით ვიკვებო. კარზე გაბმული კაკუნი იძულებულს მხდის კალამი იასამნისფერთან ერთად მარტო დავტოვო ოთახში და მათ დამოუკიდებელი დიალოგის გაბმის ნება მივცე. მოხუცებულ ვივიენს ჩემთვის, ახლახან მომზადებულ წვნიანს ვართმევ დქ სამზარეულოში, ცარიელ მაგიდაზე ვდგამ. ეს ამბავი სულაც არ მახარებს, ვივიენი არც ისე კარგი მზარეულია, თუმცა ვცდილობ ეს მის ასაკს დავაბრალო და არა ცუდ დიასახლისობას. ცხელ ყავაზე მეფიქრება გამუდმებით და საწადელს სწრაფად ვისრულებ, საოცნებო სითხით ხელში კი ოთახში შევდივარ და იასამნისფერსა და მელნისფერს დიალოგს ვაწყვეტინებ, ისინი არასდროს საუბრობენ ჩემი თანდასწრებით. ჯეი, რას არ მივცემდი ახლა ერთად დაგველია მწარე, შავი ყავა. მგონი არ გიყვარს, მაგრამ ვიცი, რომ მეთხოვა დალევდი, ახალნაცნობობის ხათრით. საღამოს შენს ზღაპრულ წვეულებაზე დამპატიჟებდი და მე მტკიცე უარს განგიცხადებდი და თუ მიხვდები რატომ. დიახ, მიზეზი დეიზია ის ხომ ერთადერთია ვისი ხილვაც იქ გაგახარებდა, ვისი სიყვარულის ფასად ყველაფერზე ხარ წამსვლელი და მე მილიონჯერ შემიძლია გაგიმეორო ის არ არის ქალი, რომელიც იმსახურებს ამ ყველაფერს, თუმცა კი არსებობს დედამიწაზე ქმნილება, რომელიც იმსახურებს იმ უსაზღვრო გრძნობას, რომელსაც შეუძლია ბედნიერების მორევში ჩაგძიროს, არამგონია..მწარედ მწიწკნის მარცხნივ რაღაც და ყავის ფინჯანს თითებს ვავლებ სიცივისაგან თავის დაღწევის მიზნით..ალბათ გამომდის, ან არც. იდეალურობა დიდი ნაკლია, ჯეი. ვფიქრობ დამიდასტურებდი, თავის დაკვრით და მომხიბვლელი ღიმილით, რომელიც,, ..ჯანდაბა..ისეთი იდეალურია. ფანჯრებზე ჩამოკონწიალებული, მუქი ფარდები უფლებას არ მაძლევს გავიგო გარეთ დღის რა მონაკვეთია, თუმცა გუმანით ვხვდები გვიანია და მთვარე მოურიდებლად დაჰყურებს ჩემ მიყრუებულ გარეუბანს. ოჰ, როგორ მძულს აქაურობა, რამდენად მოსაბეზრებელია ყოველ დღე ერთი და იგივე, ნაცრისფერი ქუჩის ტკეპნა წარმოგიდგენია ჯეი?! ვფიქრობ გამიგებ, შენც გქონია რთული პერიოდი ცხოვრებაში, რის გამოც უსირცხვილოდ მიგაგდო ქალმა, დიახ, სწორედ იმ ქალმა დღემდე ასე რომ გიჟდები. არ გეგონოს, თითქოს მასზე ვეჭვიანობ. არა..მე მეცოდება ის, რადგან დაგკარგა ისეთი, როგორიც ხარ. ასეთი შესანიშნავი და ამავდროულად უბრალო. შენ ხომ იცი აღარავის ეყვარება ის ისე, როგორც შენ გიყვარს ძვირფასო..იცი. ჩვენ ვიცით! ვგრძნობთ სიყვარულს, რომელიც არასდროს გვტოვებს და ეს ყველაზე დიდი ნიჭია ბუნებისაგან ბოძებული და როგორც არ უნდა შეიცვალოს სამყარო, არ შეიცვლება ეს განცდა ჩვენში, განცდა, რომ ამ გრძნობას დედამიწის ამოძრავება შეუძლია. თითქოს აქ უნდა დავამთავრო, მაგრამ მიჭირს დათმობა, ვერ ვუშვებ ჩემგან ამ მილიონობით ემოციას, რაც მისდამი მიჩნდებოდა აქამდე და მიჩნდება დღემდე. იასამნისფერს ვეხები გრძელი, გაფითრებული თითებით და ვხვდები ყველაფერი წარმავალია, ვოცნებობ იმ აზრმა რას ნიშნავს ეს ყველაფერი ჩემთვის, შენამდეც მოაღწიოს ჯეი,,შენი არსებაც ისევე მოიცვას, როგორც ჩემსას დაპატრონებია ამ წუთებში. ფურცელს ვკეცავ ორად ან ოთხად, გულწრფელად გითხრათ არ მახსოვს, არც მიფიქრია ამაზე, ინსტიქტურადვე ვდებ კონვერტში და მშვიდად ვტოვებ ოთახს წერილის გარეშე, მზად არ ვარ. დანისლულ, განაცრისფრებულ ქუჩას გავყურებ..ჯანდაბა..როგორ მძულს ეს ამინდი, ქოლგა უნდა წამომეღო, დავსველდები მერე კი დიდი დრო დამჭირდება გასათბობად. მდგომარეობა იძულებულს მხდის შინ მივბრუნდე, იქ, ოთახში სადაც მეგულება ჩემი განცდების კორიანტელი. სწრაფად ვარგებ სახლის კარს გასაღებს და ოთახშიც მოურიდებლად ვიჭრები, ის არსად წასულა, მხოლოდ მელნისფერი გდია ძირს, მის გარშემო კი მელნის გუბე დამდგარა, მეღიმება და საწვიმართან ერთად კონვერტსაც ვტაცებ ხელს. შემდეგ..ვდგევარ ფოსტის წინ, ხელში მიჭირავს ოდნავ დასველებული კონვერტი, საიდანაც მილიონობით სიტყვა ლამობს გამოღწევას და თვალებანთებული შევყურებ წარწერას. ჯეი გეტსბის. (დიდი გეტსბი) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.