შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ძმები კარამაზოვები, ანუ წერილი დიმიტრის.

12-09-2016, 15:38
ავტორი Lolitta
ნანახია 3 645

ისევ სვამ, არა, მიტია?
გამოხვიდოდი, ალბათ, იმ კატორღიდან, რომელშიც იქნებ საკუთარი ნებით შეყავი თავი ... ან, არც გამოსულხარ. აქვს ამას რამე მნიშვნელობა?! შენი სახლი ისედაც არაფრით განსხვავდება ბნელი საკნისგან.
ან რომელი კატორღა დაგაკლებს რამეს, როცა შენი თავის ყველაზე მკაცრი სასჯელი თვითონვე ხარ.
ახლა რომელიმე მსახური ძალით შემოგაჩეჩებდა ხელში წერილს, რომლის კონვერტზეც ისე ვიხვეწები როგორმე დიმიტრის წააკითხეთ მეთქი, რომ აუცილებლად შევეცოდებოდი ვინმეს და შენამდე მოიტანდა, ვიცი.
გრუშენკა გაგაგცეოდა, ასე მგონია ... ვინ გაუძლებს, აბა, შენს გაუთავებელ თვითგვემას.
გადაიყარე ეგ ჩალისფერი კულულები თვალებიდან და გთხოვ, ბოლომდე ჩაიკითხე.
არ გაგეცინოს.
წამით მოიშორე ეგ ირონია და ზღვისფერი თვალებით დააჩერდი ასოებს, რომელებსაც ასე მონდომებით მხოლოდ იმიტომ ვხაზავ, რომ შენ გწერ.
არა და, ხომ ვიცი, არც აკვირდები. შეიძლება წითელი ღვინოც დაგექცეს ზედ და ფურცელი აქა-იქ ისე გაიცრიცოს, საერთოდ ვერ მიხვდე ვინ ბედავს და წამით გაიძულებს იმ ჭაობიდან თავის ამოყოფას, რომელშიც მთელი ცხოვრებაა იძირები.
ვცდილობ ძალიან მკრთალად ვწერო, სიბნელეში რომ ვერაფერი გაარჩიო, გადასწიო ეგ მელნისფერი ფარდები და აღირსო თავს დღის შუქი, ბოლოს და ბოლოს.
ახირებული გავხდი ამ ბოლო დროს, იცი? რაღაცებს ავიჩემებ ხოლმე და კაცი ვერ გადამათქმევინებს. აი, ახლაც უბრალოდ გადავწყვიტე, რომ შენი ფარდები მელნისფერია. შენი სულის ფერი.
ეს ბოდვა მაპატიე ... ჭიქა ვისკის ბრალია ალბათ, რომლითაც თითქმის ყოველ დილას ვიწყებ.
სინამდვილეში კი, მხოლოდ ის მინდოდა მეთქვა, რომ მართალი აღმოვჩნდი.
ალიოშას ხომ უთხარი ერთხელ, ეშმაკი მუდმივად ებრძვის ღმერთს და ბრძოლის ველი ადამიანთა გულებიაო ...მაგრამ თვითონ ვერასდროს ხვდებოდი რომელი იყო ეშმაკი და რომელი - ღმერთი. არ ვიცი როგორ ახერხებდი, მაგრამ სულ ცდებოდი.
ეს ნიჭი, უნდა ვაღიარო, ნამდვილად გაქვს.
ისეთ სიტუაციებშიც კი შეგიძლია შეცდე, სადაც ეს თითქმის წარმოუდგენელია.
ხომ გეუბნებოდი, შეეშვი-მეთქი მაგ ქალს, მიტია. წადი იქ, საიდანაც ჩამოხვედი და მიჰყევი-მეთქი, შენც ავხორც ცხოვრებას ... ესეც გითხარი.
მაგრამ შენ ერთი ... ერთი ... ახირებული კაცი ხარ და ვერაფერს შეგაგნებინებს ადამიანი.
„უნამუსო“ მინდოდა, რომ დამეწერა და ვერ გავბედე. ხელი ამიკანკალდა. ტკივილმა თითის წვერებიდან დამიარა და კოსმიური ტრაექტორიით გაიარა მთელი სხეული.
შემიყვარდი.
შენ ... ავხორცი, ჯიუტი, იმპულსური, სადღაც შუაში, ღმერთსა და ეშმაკს შორის გაჭედილი, ცოდვილი შემიყვარდი.
მოთმინება და სიმშვიდე მიყვარს მეთქი შენში, მინდა რომ გითხრა .. მაგრამ ამის ნატამალიც არ გაგაჩნია.
ისიც მინდა გითხრა, ყველაფერ კარგში შენ გხედავ მეთქი, მაგრამ ჩემი გონება შენს სახელს ყველაზე მძაფრად მაშინ აღიქვამს, როცა იმას ვაკეთებ, რასაც არ უნდა ვაკეთებდე.
მხოლოდ იმ სიზმრების გამო შემიძლია მიყვარდე, რომლებსაც ხედავ.
ისიც ვიცი როდის შემიყვარდი ..
ზუსტად მაშინ, თვითონაც რომ შეგიყვარდა ვიღაც.
ის აბეზარი ქალი კი არა, სხვა .. თვითონ მიხვდები, ვინც .. იმიტომ, რომ მგონია, წრფელი სიყვარულით მხოლოდ ერთი ადამიანი გიყვარდა ქვეყანაზე . მაშინ მივხვდი, რომ სული შავი კი არა, მელნისფერი გქონდა და აგიჩემე.
იცი, მგონია, რომ ადამიანს თავისი ცოდვები ხდის სრულყოფილს. იდეალურს კი არა, ადამიანურს.
ადამიანურად სრულყოფილს.
ვიცი, სიგიჟეა, რომ არ მანაღვლებს რა ჩაიდინე.
მინდა მჯეროდეს, რომ შენც ჩემი ახირება ხარ.
ოღონდ ათასჯერ უფრო მძაფრი. ისეთი, როგორიც აქამდე არ მქონია. იმდენად მძაფრი ახირება ხარ, რომ მინდა ჩაი გაგიკეთო, ჩემს საყვარელ სავარძელზე დაგაჯინო, ფარდები ჩამოვაფარო და მხოლოდ გიყურო.
რაც შემიყვარდი, მას შემდეგ გადავწყვიტე, რომ სინათლე მეტისმეტია შენთვის. მგონია, რომ მზეზე აბრჭყვიალდები და ყველა შეგიყვარებს.
ასეთი ცოდვილი კი, მხოლოდ მე მიყვარხარ.
ღამ-ღამობით, როცა ასე ძალიან აგიჩემებ ხოლმე, აივანზე ვჯდები და ცას ვუყურებ. ჰო და, გადავწყვიტე, ვარსკვლავებს შორის რომ ბნელი სივრცეა, ის ხარ შენ.
შენს ღრმა სუნთქვასაც ვგრძნობ ხოლმე ძილში და მიხარია, რომ სუნთქავ მაინც. მთვარის შუქზე მინდა, დიდხანს რომ იჯდე, იმიტომ, რომ ვიცი, შენი საკნიდან მთვარე არ ჩანდა. ვისკის კი არა, ფინჯან ჩაის რომ სვამდე, ის მინდა და ღამეში სამ კოლოფ სიგარეტს რომ არ კლავდე, ისიც.
მამა ზოსიმემ შენს ძმას უთხრა ერთხელ, როცა ადამიანები მიხვდებიან, რომ ყველა ყველას წინაშე დამნაშავეა, მაშინ დადგება ქვეყნად სამოთხეო.
შენთან ... შენი წილი სამოთხე უკვე დადგა და რომ დადგა ... მაშინ მეორედ შემიყვარდი.
არეულად გწერ, ესეც ვიცი, მაგრამ დალაგებას არც ვცდილობ. ხომ შემიძლია ახლა, ეს ფურცელი დავჭმუჭნო, ოთახის კუთხეში მოვისროლო და აღარაფერი მოგწერო .. ან, თავიდან დავიწყო. მაგრამ არ მინდა. ისეთი ნამდვილი ვარ ახლა, როგორიც არასდროს ვყოფილვარ. პირველივე ცდაზე დაწერილს ყველაზე მეტად ეტყობდა, აკანკალებული ხელებით რომ გწერ. აქა-იქ მელანიც გამეთხაპნა.
ალბათ ოდესმე შეგხვდები სადმე და შენ დამცინებ, იმიტომ რომ მეცმევა გრძელი, კოჭებამდე კაბა და უცნაური ფეხსაცმელი.
დამცინებ იმიტომ, რომ შემიყვარდი.
მე რა შესაყვარებელი ვარო, მეტყვი და მე თვალებს დავხრი, იმიტომ, რომ მართალი იქნები.
მაგრამ, რა იცი, იქნებ ფერადი სარაფნითაც გამოგეცხადო სადმე.
ღრმად ისუნთქე და გაიღიმე...
მე შენ მიყვარხარ.
მე - შენ.
არ დამთავრდება ეს ამბავი კარგად, ვიცი.

№1  offline ახალბედა მწერალი tgvinianidze29

ბრავო!!!
ბრავო!!!
შენ წინაშე ფეხზე ვდგავარ და აპლოდისმენტებით გაჯილდოებ!
მონუსხული ვარ!
შოკირებული ვარ!
მოხიბლული ვარ!
ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე...
მწერალი ვარ, მაგრამ სიტყებს ვერ ვპოულობ... რა დაგიწერო! უბრალოდ კი არ გგულშემატკივრობ, შენი ფანი ვარ!
უნიჭიერესი ადამიანი ხარ! ჩემი აღმოჩენა!
საიტს შენი სახით ყავს შეუფასებელი განძი.
მომავალ ტურში რომ არ გიხილო ჟიურის წევრობაზე უარს ვიტყვი.
უამრავი რამ განვიცადე. პერსონაჟი დავინახე. შენს სულში შემოვაღწიე.
ისეთი განცდა მაქვს რომ გიცნობ და მიყვარხარ!
კრიტიკის 1 ფრაზაც კი არ მაფიქრდება.
ყველას ვურჩევ ამ წერილის წაკითხვას, დიდხანს გაყვებათ... საოცარ სიამოვნებას მიიღებენ.
ჩემი ყოფილი შეყავრებული გამახსენე... (იმის მუხედავად რომ ლოთი არ არის). გამახსენე როგორი შეყვარებული ვიყავი... ყველაფერი ამომიტივტივდა გოებაში. დიდი მადლობა ამისთვის. ლამის დავურეკე და უბრალოდ მის სუნთქვას მოვუსმინე.
გეგონება, მართლა შეყვაებული ქალის მიწერილი წერილიაო!

,,შენი თავის ყველაზე მკაცრი სასჯელი თვითონვე ხარ."
,,მელნისფერი სული"
,,მართალი იყავი, რომ თქვი ეშმაკი მუდმივად ებრძვის ღმერთს და ბრძოლის ველი ადამიანთა გულებიაო, მაგრამ თვითონ ვერასდროს ხვდებოდი რომელი იყო ეშმაკი, რომელი ღმერთი."
,,არ ვიცი როგორ ახერხებდი, მაგრამ სულ ცდებოდი. ეს ნიჭი, უნდა ვაღიარო, ნამდვილად გაქვს."
,,ჩემი გონება შენს სახელს ყველაზე მძაფრად მაშინ აღიქვამს, როცა ვაკეთებ იმას რასაც არ უნდა ვაკეთებდე."
,,მხოლოდ იმ სიზმრების გამო შემიძლია მიყვარდე, რომელსაც ხედავ."

,,იცი, მგონია რომ ადამიანს თავისი შეცდომები ხდის სრულყოფილს. იდეალურს კი არა, ადამიანურად სრულყოფილს." - 100%-ით გეთანხმები. ზუსტად ამ იდეას ვატარებ ჩემს ყველა რომანში.

№2  offline წევრი Lolitta

tgvinianidze29

ისე გამახარე, რომ გული გამისკდა კინაღამ!

№3  offline მოდერი Eleniko13

მხოლოდ იმ სიზმრების გამო შემიძლია მიყვარდე, რომლებსაც ხედავ.
ისიც ვიცი როდის შემიყვარდი ..
ზუსტად მაშინ, თვითონაც რომ შეგიყვარდა ვიღაც.

სრულყოფილი იყო, შენც სრულყოფილი ხარ ამ წერილით.
პირველი საკონკურსო სიახლეა, რომელიც მომეწონა და რომელიც იმდენად იდეალური იყო,
ეგოისტურად ვიოცნებე შეცდომები გქონოდა ბევრი, იმიტომ რომ მკლავს სრულყოფილება.
ჩემი ფავორიტი ხარ, ლოლიტა. ამ წერილით კი არა, შენი სახელითაც კი და მოდი ვაღიაროთ,
უკეთესი არაფერი დაწერილა. წარმატებები, გულით შენთან.
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

№4  offline მოდერი წითური გოგონა

მძაფრი,
სერიოზული,
ჩამოყალიბებული.

ყველაფერი წარმოვიდგინე!
წარმოუდგენელიც და ისეთიც, საჭირო რომ არ იყო მისი წარმოდგენა!
არ არის ეს ნამუსევარი ღირსი კონკურსისთვის.
რომ წერდი, უკვე გამარჯებული იყო!
ყველა სიტყვა გამარჯვების მწვერვალზეა.
არაფერი ზედმეტი.
არაფერი ნაკლები.
ზუსტი!
მენანები, ყველაზე მეტად მენანები, ათეულში რომ უნდა მოხვდე,
იმიტომ რომ
აი,
ყველაზე
ზუსტი
გამარჯვებულია!
და არა ერთ-ერთი
!
--------------------
მწვანე ლიმონი

№5  offline წევრი Lolitta

Eleniko13
მხოლოდ იმ სიზმრების გამო შემიძლია მიყვარდე, რომლებსაც ხედავ.
ისიც ვიცი როდის შემიყვარდი ..
ზუსტად მაშინ, თვითონაც რომ შეგიყვარდა ვიღაც.

სრულყოფილი იყო, შენც სრულყოფილი ხარ ამ წერილით.
პირველი საკონკურსო სიახლეა, რომელიც მომეწონა და რომელიც იმდენად იდეალური იყო,
ეგოისტურად ვიოცნებე შეცდომები გქონოდა ბევრი, იმიტომ რომ მკლავს სრულყოფილება.
ჩემი ფავორიტი ხარ, ლოლიტა. ამ წერილით კი არა, შენი სახელითაც კი და მოდი ვაღიაროთ,
უკეთესი არაფერი დაწერილა. წარმატებები, გულით შენთან.

შენ ვერ წარმოგიდგენია, როგორ გამახარე ახლა და რაც შეეხება შენს ნამუშევარს, სანამ ჩემსას ავტვირთავდი, ნამადე გავაკეთე კომენტარი! heart_eyes

წითური გოგონა
მძაფრი,
სერიოზული,
ჩამოყალიბებული.

ყველაფერი წარმოვიდგინე!
წარმოუდგენელიც და ისეთიც, საჭირო რომ არ იყო მისი წარმოდგენა!
არ არის ეს ნამუსევარი ღირსი კონკურსისთვის.
რომ წერდი, უკვე გამარჯებული იყო!
ყველა სიტყვა გამარჯვების მწვერვალზეა.
არაფერი ზედმეტი.
არაფერი ნაკლები.
ზუსტი!
მენანები, ყველაზე მეტად მენანები, ათეულში რომ უნდა მოხვდე,
იმიტომ რომ
აი,
ყველაზე
ზუსტი
გამარჯვებულია!
და არა ერთ-ერთი
!

აუ, რა მაგარი კომენტარი დამიწერე!!!! sweat_smile

№6  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

აი, ამიტომ ვიყავი წინააღმდეგი ჟიურის კომენტარები დაეტოვებინათ. ერთს აქებ, მეორეს აკრიტიკებ...
ლოლიტა, სად იყავი აქამდე?
სად მალავდი ამ ნიჭს? საიდან მოდის შენი გონიერება, ლოგიკურობა და აძროვნების სიღრმე?
მომეწონა, უდავოდ კარგად ჩასწვდი პერსონაჟის ნაკლსაც და სიდიადესაც. ყველაფერი სწორად და თანამომდევრულად აღნიშნე. ბრავო!
ჩემი ფავორიტი ხარ.

№7  offline წევრი Lolitta

ლორელაი

უ-დიდესი მადლობა! ძალიან, ძალიან და კიდევ ერთხელ ძალიან მიხარია heart_eyes

№8  offline წევრი ფორთოხალი

კარგი ნაწერი იყო უდავოდ.
კარგი.
ასეთი, ისეთი, იმფერი, ამფერი, სრულყოფილი...
არ იყო სრულყოფილი. გინდა, რომ სრულყოფილი იყოს?

ნამდვილი იყო. ანუ ჰქონდა ის, რაც აქამდე დადებულ ყველა წერილს აკლდა.
აკლდა იმიტომ, რომ რთულია სინამდვილე ამ კონკურსის პირობებში.

შენ უკვე იცი, რაც უნდა ქნა.
და იცი, რას აკეთებ.

№9  offline აქტიური მკითხველი grafo

მდააა...ვკითხულობდი, ვკითხულობდი და ვერაფრით ვერ მივხვდი რა საერთო აქვს ამ ყველაფერს ძმებ კარამაზოვებთან , ამ შემთხვევაში დიმიტრისთან.
სხვა ყველაფერი ძალიან, ძალიან მომეწონა. მომეწონა ადამიანურ და გასაგებ ენაზე რომ გადმოსცემ ემოციებს, თან სწორ ემოციებს, თან იმასაც ახერხებ "ჭიქა ვისკის წყალობით", რომ შენი მდგომარეობა მკითხველს თავს ძალიან არ მოახვიო, ხან სად გადაუხვევ და ხან სად.
ძვირფასო ლოლიტა, მარტო ასეთი გამართული და ადამიანური სიახლის გამო მოგანიჭებდი მწერლის სტატუსს ყოველგვარი კონკურსის გარეშე, როგორც ეს სხვა ბევრმა ავტორმა მიიღო. შენ და კიდევ რამდენიმე მონაწილე,ჩემი აზრით არც უნდა ღებულობდეს ამ კონკურსში მონაწილეობას და მაინც, მთელი გულით გისურვებ წარმატებას!

№10  offline წევრი Lolitta

ფორთოხალი
კარგი ნაწერი იყო უდავოდ.
კარგი.
ასეთი, ისეთი, იმფერი, ამფერი, სრულყოფილი...
არ იყო სრულყოფილი. გინდა, რომ სრულყოფილი იყოს?

ნამდვილი იყო. ანუ ჰქონდა ის, რაც აქამდე დადებულ ყველა წერილს აკლდა.
აკლდა იმიტომ, რომ რთულია სინამდვილე ამ კონკურსის პირობებში.

შენ უკვე იცი, რაც უნდა ქნა.
და იცი, რას აკეთებ.

ფორთოხალო, გელოდებოდი და ზუსტად იქ "გაარტყი", სადაც ყველაზე მეტად მჭირდებოდა. მადლობა, მადლობა და მადლობა!

grafo
მდააა...ვკითხულობდი, ვკითხულობდი და ვერაფრით ვერ მივხვდი რა საერთო აქვს ამ ყველაფერს ძმებ კარამაზოვებთან , ამ შემთხვევაში დიმიტრისთან.
სხვა ყველაფერი ძალიან, ძალიან მომეწონა. მომეწონა ადამიანურ და გასაგებ ენაზე რომ გადმოსცემ ემოციებს, თან სწორ ემოციებს, თან იმასაც ახერხებ "ჭიქა ვისკის წყალობით", რომ შენი მდგომარეობა მკითხველს თავს ძალიან არ მოახვიო, ხან სად გადაუხვევ და ხან სად.
ძვირფასო ლოლიტა, მარტო ასეთი გამართული და ადამიანური სიახლის გამო მოგანიჭებდი მწერლის სტატუსს ყოველგვარი კონკურსის გარეშე, როგორც ეს სხვა ბევრმა ავტორმა მიიღო. შენ და კიდევ რამდენიმე მონაწილე,ჩემი აზრით არც უნდა ღებულობდეს ამ კონკურსში მონაწილეობას და მაინც, მთელი გულით გისურვებ წარმატებას!

გრაფო, ვიცოდი, რომ უცნაური "დიმიტრი" გამომივიდა და მთელი ამ კაცის საშინელი ცხოვრება მის ბოლო ფრაზაზე ავაგე - "ჩემს სულს უმძიმს, მეგობრებო."
რა ვქნა, ზუსტად ასეთი ჩემთვის და ზუსტად ეგრე მიყვარს, როგორც დავწერე და ზუსტად ასე მგონია, რომ "უმძიმს" .
დიდი დიდი მადლობა ესეთი მაგარი შეფასებისთვის.

№11 სტუმარი მარიანა 777

სუნთქვა მიჭირსს ^_^ იდეალური იყო. ამ წიგნის წაკითხვის უდიდესი სურვილიც გამიჩინე. მეც შემიყვარდა დიმიტრი, ოღონდ მართლა flushed

№12  offline ადმინი უნდა ვწერო

არ ვიცი, რა გითხრა. ემოციების ზღვას ვგრძნობდი კითხვისას. უბრალოდ ამ ყველაფრის აღსაწერად სიტყვები არ მყოფნის. საოცრება ხარ, უბრალოდ საოცრება!
დღეს ნათლად დავინახე, თუ რა არის ასეთი კონკურსების მიზანი-აი, შენ და შენნაირების აღმოჩენა. არ გაგიკვირდება ალბათ, რასაც ახლა გეტყვი..
ერთწლიანი ჟიურის წევრობის განმავლობაში პირველად ვკითხულობ ისეთ საკონკურსო ნამუშევარს, რომელსაც ოდნავაც კი ვერ ვაკრიტიკებ-ქედს ვიხრი შენს წინაშე!

ისეთი საოცარი სიტყვები, საოცარი ფრაზები გქონდა, არ ვიცი, რა ვთქვა...
ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს შენს სულში დავფრინავს.

არ აგივარდეს თავში და რაღაცას გაგიმხელს. ჩემი აზრით, საიტზე, რაც კი წამიკითხავს "ჩანახატების" კატეგორიაში, მათ შორის შენი ნამუშევარი არის საუკეთესო.

№13  offline წევრი Lolitta

okay
ეს? იდეალური იყო.
სიტყვები არ მყოფნის.
აი, უპირობი ლიდერი ხარ.
ყველაზე მართალი წერილი იყო.
და მიკვირს, აქამდე რომ არ ჩანდი საიტზე.
საოცრება ხარ,
საოცრება,
საოცრება
და შენზე ვგიჟდები.
ვგიჟდები და ვგიჟდები.

მე კიდევ ვგიჟდები, ასეთი სიტყვებით რომ მიხეთქავთ გულს. Okay <3

მარიანა 777
სუნთქვა მიჭირსს ^_^ იდეალური იყო. ამ წიგნის წაკითხვის უდიდესი სურვილიც გამიჩინე. მეც შემიყვარდა დიმიტრი, ოღონდ მართლა flushed

საოცარი წიგნია, საოცარი პერსონაჟებით. იღონდ მგონი მთლად ასეთიც არ არის დიმიტრი და მე "სიყვარული ბრმაა" დამემართა:) ყოველ შემთხვევაში, უდიდესი სიამოვნება გელის, აუცილებლად წაიკითხე.

უნდა ვწერო
არ ვიცი, რა გითხრა. ემოციების ზღვას ვგრძნობდი კითხვისას. უბრალოდ ამ ყველაფრის აღსაწერად სიტყვები არ მყოფნის. საოცრება ხარ, უბრალოდ საოცრება!
დღეს ნათლად დავინახე, თუ რა არის ასეთი კონკურსების მიზანი-აი, შენ და შენნაირების აღმოჩენა. არ გაგიკვირდება ალბათ, რასაც ახლა გეტყვი..
ერთწლიანი ჟიურის წევრობის განმავლობაში პირველად ვკითხულობ ისეთ საკონკურსო ნამუშევარს, რომელსაც ოდნავაც კი ვერ ვაკრიტიკებ-ქედს ვიხრი შენს წინაშე!

ისეთი საოცარი სიტყვები, საოცარი ფრაზები გქონდა, არ ვიცი, რა ვთქვა...
ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს შენს სულში დავფრინავს.

არ აგივარდეს თავში და რაღაცას გაგიმხელს. ჩემი აზრით, საიტზე, რაც კი წამიკითხავს "ჩანახატების" კატეგორიაში, მათ შორის შენი ნამუშევარი არის საუკეთესო.

რა მაგარი რაღაცები მითხარი ახლა, შენ!!!!!!! sweat_smile heart_eyes

№14  offline წევრი gvanc(a) 15

ამ სიტუაციაში რა მნიშვნელობა აქვს, იდეურად რამდენად ახლოსაა დიმიტრის პერსონაჟთან...
ყოველი სიტყვა, ამ პატარა ჩანახატში იმ სიღრმიდანაა წამოსული, მე რომ ,,ჯილდო"ს ვეძახი.
ამ პატარა საიტზე, ბევრი დიდი რამ იქმნება... ძალიან დიდი.

№15  offline წევრი N7

ბრავო!
არაამქვეყნიური იყო, თან ძალიან, ძალიან ამქვეყნიური.
სიტყვებს ვერ ვკრებ, რომ გითხრა, რა ძალიან მაგარი ხარ!
ალბათ, იცი კიდეც.
წარმატება ულევი შენ!
--------------------
ქოქოსის გოგო.

№16 ახალბედა მწერალი ერკე

მე ის ემოციები გამახსენა, რაც ამ წიგნის კითხვისას მეუფლებოდა.
ორივე ტომი ერთ დღეში მაქვს წაკითხული!
შეიძლება ამის გამო ზუსტად არ მახსოვს შინაარსი და თავიდან გადაკითხვაც მჭირდება, მაგრამ ემოციებს რა დამავიწყეებს?! ახლა კი გამახსენდა, ამომიტივტივდა კვლავ.
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

№17  offline მოდერი Eleniko13

გული დამწყვიტე,
არ უნდა დაკარგულიყავი.?
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

№18  offline წევრი kakulia

რა კარგიაააააააააა heart_eyes

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent