არა დეპრესიას! ეს სუსტების საქმეა !
ბოლო ორი დღე ცუდად ვიყავი, ცუდად რა დეპრესიის საწყის სტადიაში. მსგავსი რამ ხშირად მახასიათებს, ახლა უბრალოდ ამ ბოლო დროინდელს გეუბნევით. ჯიას ვუყურებდი. ტირილის ხასითზე ვიყავი. შოკოლადმა და ყავამაც ვერ მიშველა. მაგრამ მგონი ფილმა იმოქმედა. ცოტა ვიტირე კიდეც, გულიც დავიცალე, და დაფიქრებაც მოვასწარი. ბევრი ვიფიქრე იმაზე რომ ასე არ შეიძლებოდა, ალბათ ჯიას მაგალითზე მივხვდი რომმ უნდა დაფასო თავის დროზე ის რაც გაქვს, დეპრესიას არ უნდა მისცე უფლება იბატონოს შენზე. რომ ყოველთვის არ გექნება შესაძლებლობა იყო ბედნიერი, რომ თუ არ გაქვს ბედნიერებისთვის შესაბამისი მომენტი, არ ვიცი როგორ ვთქვა ალბათ შენით უნდა შექმნა. შენით უნდა იპოვო მცირე დეტალები, რომლებიც გაბედნიერებენ. გადავწყვიტე რაღაც მემოქმედა, დასაწყისისთვის დეპრესიისგან განთავისუფლება გადავწყვიტე.ბედნიერებისთვის კომფორტია საჭირო( ეს ჩემთვის) ამის გარეშეც შეიძლება თუმცა თუ კომფორტულად ყოფნაც შეგიძლია მით უკეთესი. გავიხადე ტანსაცმელი-სარაფანი, მას ბიუსჰალტერიც მივაყოლე, თბილი წინდები ჩავიცვი, ზევიდან გრძელი პერანგი მოვირგე( რომელიც სხვათაშორის დედაჩემს ეკუთვნოდა), ჩავრთე ქოლდფლაი, და დავიწყე წერა. ვიფიქრე რომ ამის მოყოლა და დაწერაა შვებას მომგვრიდა, რომ დავიცლებოდი, რომ უკეთესად გამიჯდებოდა ტვინში ის რომ ბედნიერი უნდა ვიყო და არ მივცე პრობლემებს( რომლებიც ძალიან ცოტაა, თუმცა მაინც მნიშვნელოვანი)სისუტის უფლება. იმიტომ რომ თავს ყოველთვის ძლიერ ადამიანად ვასაღებდი, რომ მართლა ძლიერ უნდა ვიყო. იმიტომ რომ ცხოვრებაში საჭიროა ძალა, რომელიც თუ არ გაქვს დაიღუპები. დეპრესია სუსტების საქმეა მე კი ძლიერი ვარ! პ.ს ვიცი შეიძლება სისულელე იყოს, უბრალოდ როცა მარტო ვარ თავს ხანდახან ცუდად ვგრძნობ, ეს კი საკუტარი თავის გასამხნევებლად დავწერე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.