შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უაზრო ფიქრები !!!


19-09-2016, 19:15
ავტორი მარე:)
ნანახია 1 523

არის მომენტები როცა ადამიანი იმდენად გეზიზღება რომ მისთვის სუნთქვაც კი გენანება და არ იცი რა გააკეთო როცა ის შენს დამცირებას სცდილობს, ამიტომაც შენ უბრალლოდ დუმილს ირჩევ და არ უყადრებ იმ ადამიანს თავს ვინც შენს საზოგადოებაში დამცირებას ცდილობს. სწორადაც იქცევი ასე უნდა გააკეთო, ამ სამყაროში არიან შავი და თეთრი ადამიანები თუმცა მთლად თეთრი არავინაა მაგრამ მაინც. ხანდახან როცა ბრაზს ვიგრძნობ და ვგრძნობ როგორ ამოდის გული ყელში ფეთქვა-ფეთქვით, მინდა ამ ადამიანს რაღაც ვესროლო თავში მაგრამ ვიცი რომ იგივე განმეორდება ასე რომ ვითმენ, ხოლო სადამდე მეყოფა ეს მოთმინება კაცმა არ იცის.
ხანდახან დავხუჭავ თვალებს და წარმოვიდგენ სამყაროს სადაც ყველა ყველას ეხმარება, გაჭირვებული გაჭირვებულს უყოფს ლუკმას არავინ არ სცდილობს სხვის დამცირებას. აქ უამრავი ყვავილებია და აქ არც სიყვარული არაა შეზღუდული. მაგრამ ეს ჩემი ოცნება დიდხანს არ გრძელდება და ისევ ამ ნაცრისფერ ქვეყანაში ვჩნდები გავახელ თვალებს და ისევ ამ უაზრო ხალხთან ამოვყობ თავს. ერთადერთი ადგილი სადაც ყველაზე მშვიდად ვგრძნობ თავს ჩემი საუკეთესო მეგობარი და ჩემი საძინებელია. აქ ის ვარ ვინც ვარ და არანაირი მაგარი გოგოს ნიღაბი არ მჭირდება. აქ ვფიქრობ ყველაფერზე რაც მაინტერესებს ან არ მაინტერესებს აქ არის ყველა ჩემი მოგონება და ოცნება. ისეთი შეგრძნება მაქვს როცა გარეთ ქუჩაში გავალ დავიკარგები..
იცი მე შემოდგომაც მიყვარს მისი ნათელი ფერებით. მიყვარს როცა ძირს შემოდგომის ფოთლებია და მე მათზე ჩაფიქრებული მივაბჯებ. ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს საკუთარ გონებაში ვიკარგები და უკვე ვეღარ გამიგია რას ვგრძნობ. მაგრამ რას ვიზამთ ცხოვრება ასეთია ხან შენ ხარ შენ ხან კიდევ სულაც არ ხარ შენ შენ.



№1  offline წევრი kakulia

რა კარგიაააააააააა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent