შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ადამიანები ხშირად მიდიან


24-09-2016, 15:33
ავტორი Mimosa77
ნანახია 1 486

როცა პირველად იწყებ წერას ცდილობ ყველაფერი კარგად გამოვიდეს,დიდი ხანია მინდა რაღაც დავწერო,დავწერო არა მხოლოდ იმისთვის,რომ დღიურის გვერდები შევავსო,არამედ იმისთვის რომ საზოგადოებას მივაწვდინო.ვთვლი,რომ ყველაზე კარგს და საინტერესოს რასაც ცხოვრებაში დაწერ საკუთარი ისტორიები,შენი განვლილი ცხოვრებაა,რომელიც შეიძლება სხვისი ცხოვრების მეგზური გახდეს. 21 წლის ვარ,პირველად ვიღებ კალამს და ვწერ ჩემი ცხოვრების მცირე მონაკვეთს.შეიძლება ვინმეს ბანალურად მოეჩვენოს თემა „სიყვარული“,მაგრამ ახლა აუცილებლად მიმაჩნია წერა დავიწყო ამ თემით.ამ ხნის მანძილზე მხოლოდ ორჯერ მეწვია ეს გრძნობა,მაგრამ ორივეჯერ იმედგაცრუებით დამრთავდა.ხო,ხშირია დღეს იმედგაცრუებები,გულის ტკენები და ბევრი ცრემლები,პირველად 16 წლის ასაკში მეწვია ეს გრძნობა,საინტერესო იყო,ბევრი რამ ვისწავლე და ამ ბევრში მნიშვნელოვანი,რაც ვისწავლე იყოს სიყვარული,სიყვარული საზღვრების გარეშე,არ ვთვლი რომ ბავშვი ვიყავი,საკმაოდ დიდი ვიყავი იმისთვის,რომ მცოდნოდა ამ სიტყვის მნიშვნელობა.მაგრამ ცხოვრებაშ ყველაფერი ისე როდი ხდება,როგორც შენ გინდა.ურთიერთობა მალე დამრთავდა,სიტყვებით: „მე სხვა მიყვარს“.ი გრძნობის გადმოცემა რასაც მაშინ განვიცდიდი ძალიან ძნელია,მაგრამ ცხოვრება იმაზე გონივრულად გავაგრძელე ვიდრე მანამდე.21 წლამდე ისე მოვედი გულთან არავინ მიმიკარებია,ჩვენდა სამწუხაროდ ადამიანები ცხოვრებაშ ერთსა და იმავე პრობლემას ხშირად ვეჩეხებით,იგივე განმეორდა,რაც წლების წინ,მასაც სხვა მოსწონს...
ყველაფრის მიუხედავად,რაც საკუთარ თავში მომწონს ეს საკუთარი თავის ფლობაა...კარგია,როცა დილით გხვდება წერილი „დილა მშვიდობის,წარმატებულ დღეს გისურვებ“.ყოველთვის მინდოდა ეს დიდი მოტივაცია იმ ადამიანისგან მიმეღი ვინც მეყვარებოდა მთელი არსებით,ერთგვარი შიში მიპრყრობდა ვაითუ დადგეს დღე ,რომ ის არ იქნეს ჩემს გვერდით.ყოველი დაბრკოლება რაც ცხოვრებაში გხვდება გაძლევს ძალას,რომ შენი ცხოვრება უკეთ წარმართო. კარგია,როცა სხვა ზრუნავს შენზე,მაგრამ ვერავის იზრუნებს შენზე ისე,როგორც შენ.დღეს უკვე დილას ვიწყებ სიტვებით „დილა მშვიდობის,წარმატებულ დღეს გისურვებ“ ალბათ ამ წლების განმავლობაში არასდროს მქონია ისეთი წარმატებული დღეები,როგორც ახლა,მივხვდი,რომ საკუთარი თავის მოტივაცია მხოლოდ მე ვარ,ვისწავლე სიტყვა „მშვიდობით“ საკუთარ თავზე გამარჯვებად მიმაჩნია ამ სიტყვის ტკივილის გარეშე წარმოთქმა,რადგან ადამიანები ხშირად მიდიან და რჩები შენ,შენს მესთან,მარტო.ვიდი და მჯერა,რომ კიდევ ბევრჯერ მეწვევა სიყვარული,კიდევ ბევრჯერ მეტკინება,მაგრამ ყოველ დაბრკოლებაზე იმაზე ძლიერი გავხდები,ვიდრე ვიყავი.არასდროს გაექცეთ სიყვარულს,არასდროს შეგეშინდეს დაბრკოლებების,რადგან ეს ყველაფერი მარტივი გზაა საკუთარი თავის პოვნისკენ.



№1  offline წევრი kakulia

რა კარგიაააააააააა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent