შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წარსულიდან მოფრენილი ბაბუაწვერა


24-09-2016, 19:04
ავტორი sopiko
ნანახია 3 386

გამარჯობა, სოფიო.
ალბათ ახლა უნდა გავაგრძელო, ჩემო ძვირფასო, საყვარელო_მეთქი, მაგრამ მე ხომ ჯერ არშექმნილ ადამიანს ვწერ წერილს? ასე მგონია, ჯერ არც დაბადებულხარ... ხო, შენ წარსულისგან დაიბადები, რომელსაც მე აწმყოთი ვქმნი... შენ შეიძლება აღარც გახსოვს რა იყო ადრე, როგორ ცხოვრობდი, რამდენი იბრძოლე და მინდა გაგახსენო, რადგან ჩემი მზრუნველობა უნდა დააფასო! ხო, მზრუნველობა, მოვლა, სიფრთხილე, სიფაქიზე... ყოველთვის, რასაც ვაკეთებდი, თან ვურთავდი, ჩემს მომავალზე ვზრუნავ, მას ვუფრთხილდები, ვაგებ, ვნსაზღვრავ_მეთქი... ახლაც ასეა! ვცხოვრობ მომავლით, ანუ იმით, რასაც ჩემი ამწყო მოიტანს.
პირველ რიგში უამრავი კითხვა მაქვს შენთან... მაგალითად ის, ისევ თუ გახსოვს, როგორ იფანტება ბაბუაწვერა! ვერ დავიჯერებ, რომ არა... წლების წინ შენ კითხულობდი მოთხრობას, სახელად ''ბაბუაწვერა ანუ გაფანტული არსებობა''. თავიდან ვერ ხვდებოდი, რაზე უნდა ყოფილიყო ის, მაგრამ დასასრულს აღიქვი, რომ შენი ცხოვრებაც იფანტებოდა ზოგჯერ ბნელ, ზოგჯერ კი ნათელ ფერებად... მერე ეს ფერები ერთმანეთს ერწყმოდა... შავი თეთრს ერეოდა და იქმნებოდა ნაცრისფერი! ამ ფერში ვცხოვრობ და ამ ფერზე ვარ შეყვარებული! უბრალოდ ვგრძნობ, რომ ჩემეულია, ჩემშია, ჩემგან გაჩნდა... მე ისე შემიყვარდა ნაცრისფერი, როგორც ადამიანებს თავიანთი მარტოობა უყვარდებათ... შევეჩვიე, დამოკიდებული გავხდი მასზე და ცვლილებებიც ნაცრისფრად მეჩვენება... ასე უფრო ლამაზია ყველაფერი, დამიჯერე! ცისარტყელასაც სჯობს, მწვანე მდელოსაც და კაშკაშა მზესაც... მათ თვალის შეჩვევა უნდათ, ჩემს წაბლისფერ თვალებს კი თითქოს ნაცრისფერი გარსი აქვს გადაკრული.
მოფრინავს ბაბუაწვერა... შენი წარსულიდან, ჩემი აწმყოდან... მოფრინავს და მოაქვს ჩემი ფიქრები, საგზლად ემოციები გავატანე, საჩუქრად კი კითხვები და თხოვნები შენთან... ასევე მინდა მოვალეობებიც შეგახსენო! ხარ მშვიდად, ტკბები ერთფეროვნებით, ჩამოფარებული გაქვს ფარდები, სვამ ყავას და უჰაერობა სულაც არ გაწუხებს? ხოდა გაიხსენე, როგორ ვიჯექი და ვმეცადინეობდი მაშინ, როცა შემეძლო მეგობრებთან ერთად გამესეირნა, გავხალისებულიყავი... რატომ? იმიტომ, რომ ჩემი მიზნები მიზნებად არ დარჩენილიყო, ჩემი ოცნებები კი ოცნებებად... გახალისდი! დაივიწყე, რომ საშინლად გეზარება ვარჯიში... ყოველდღე კუს ტბაზე ადი და ივარჯიშე, სანამ ბანკში წახვალ და მენეჯრის მოვალეობებს შეასრულებ... აწიე ის საშინლად ზარმაცი ადგილი და საღამოს განსატვირთად კაფეში წადი შენთვის საყვარელ ადამიანებთან ერთად, გაიღიმე, იცეკვე, მაშ, რისთვის დადიოდი ექვსი წელი ცეკვაზე? იმღერე, ნურც შენს ვოკალურ მონაცემებს აწყენინებ... გაიხარე ყოველი დღით და არც ერთი წამი არ დაკარგო სიჩუმესა, მოწყენილობასა და უბრალო, თუმცა მშვიდ რიტუნაში. ვიცი, რაოდენ გხიბლავს პრობლემების და ცვლილებების გარეშე ცხოვრება, მაგრამ მოულოდნელობების გარეშე ცხოვრება არსებობაა! ბაბუაწვერა კი მაშინ იკარგება, როცა არსებობ! თუ ცხოვრობ, მისი ყოველი ნაწილი დანიშნულების ადგილამდე აღწევს.
შენი საყვარელი წიგნი '' მოუთმენლობა გულისა'' ხომ გახსოვს? მაშინ წუხდი, რომ ის მეორენაირი თანაგრძნობა შენამდე ვერ მოდიოდი... გებრალებოდა და სხვისი უბედურებისგან თავს იმით იცავდი, რომ მასზე არ ფიქრობდი... შეიძლებოდა დახმარებოდი, მაგრამ ივიწყებდი... შეიძლება ნუგეში გეცა, მაგრამ გულს დიდ ბოქლომს ადებდი, რომ მისი ტკივილი არ შემოსულიყო. ისწავლე თანაგრძნობა? ის, რასაც მართლა თანაგრძნობა ჰქვია? თუ ასეა, ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ეტყობა ბევრი იბრძოლე და ასეთ შედეგს ამიტომ მიაღწიე!
ყავაში ისევ ორ კოვზ შაქარს იყრი? გინდოდა ნელ-ნელა მოგეკლო... იქნებ საერთოდ უშაქროზე გადახვედი, მაშინ მართლა შექება გეკუთვნის... ისეთი კი არა, ათოსნობისთვის რომ იღებდი ხოლმე... არა, ეს მხოლოდ მოვალეობა და პრინციპულობა უფრო იყო... მშობლებისთვის იმედების გამართლებას ეფუძნებოდა. შენ თუ შენს სურვილებს ანგარიშს უწევ და ამ სურვილებისთვის ბევრ რამეს გვერდით დებ, გაყოჩაღებულხარ! მე ძალიან ბევრ რამეში ვიჩენდი სისუსტეებს... იცინი? ნუ გეცინება! არა, უფრო სწორად გაიცინე... ეს ხომ იმის ნიშანია, რომ მე მართალი ვარ და შენც მართლა შეძელი!
ფანჯრიდან რომ იხედები, ისევ ის შეგრძნება გეუფლება, რომ გადავარდები? სოფელში რომ ჩადიხარ, კვლავ მიწაზე წვები, ცას უმზერ და ფიქრობ, რომ ლამისყანაში სხვანაირი ზეცა იცის? ახლაც უწონადო სხეულად გრძნობ თავს? თითქოს მიფრინავ ბაბუაწვერასავით, ქარი მიგაქროლებს, ბუსუსები აქეთ-იქით მიქრიან და ყველაზე თავისუფალი, მსუბუქი და ბედნიერი არსება ხარ ამ ქვეყნად? მაშინ თან ისევ ის სოფო ხარ, რაც ახლა მე და თან არა!
ჩვენი პირობაც ხომ გახსოვს, არა? წარსულის სოფოს და მომავლის სოფოს? ისე უნდა ვიცხოვროთ, რომ მოვყვეთ! ყოველთვის გინდოდა მარკესის ამ წიგნის წაკითხვა, მაგრამ ვერ შოულობდი... იქნებ იშოვე? წაიკითხე? როგორ მინდა, ახლა ამწყოც მომავლად იქცეს...
ისევ გაქვს ტყავის ყავისფერი წიგნაკი? ისევ აწარმოებ დღიურს? ისევ გადმოგაქვს ფურცელზე შენი თავი? ღმერთო, ალბათ ის ყველაზე ბედნიერია, რადგან მეორე შენ არის! ისიც იმას გრძნობს, რასაც შენ, მანაც ის იცის, რაც შენ და ისიც იმით ცხოვრობს, რითიც შენ... ისევ იმ დღეზე ოცნებობ, რომ შენი შვილი, ან დისშვილი, თუნდაც ძმიშვილი თაროზე დამტვერილ, ძველებურ ბლოკნოტს იპოვის, გადმოიღებს და ხელში შენი დღიური შერჩება? ისე, ხომ შეიძლება უკვე შერჩა კიდეც? მაშინ ძალიან მაინტერესებს, რას იტყვის, როგორ გამკიცხავს, როგორ შემაქებს, რას დამიწუნებს და რა გაუკვირდება... მერე სხვებსაც რომ ანახებს... დღიურს ეწყინება, თავისი უუნარობა ეტკინება... რომ არ შეუძლია თავისით დაიხუროს და ის საიდუმლოებები, რაც მე გავანდე, სხვამაც რომ გაიგო, მაგრამ მინდა ვუთხრა, რომ ის მაინც ძალიან კარგი მეგობარი იყო და არასდროს დავივიწყებ, რაოდენ დიდ შვებას მანიჭებდა, ჩემს ყველა გრძნობას რომ იზიარებდა...
ისევ ყველაფერზე ტირი? ისევ სიყვარულია ამის მიზეზი? გახსოვს, როგორ გატკინა გული პატარა ძმის გაუთვიცნობიერებულმა საქციელმა, როცა მაისურზე პასტა გაგისვა, რატომ მიშლი ხელს ხატვაშიო? შენ ხომ გინდოდა უკეთესად გესწავლებინა მისთვის სახლის მოხაზვა? მან რა იცოდა, მაგრამ... როგორ გიკანკალებდა ხელ-ფეხი, როგორ გტკიოდა, რომ მას ჯერ ამის გააზრება არ შეეძლო...
როგორ გახარებდა შენი დის მიერ ნაჩუქარი წვრილ-წვრილი ნივთები, გახსოვს? იისფერი ბლოკნოტი რომ გაჩუქა, ეგ? კრემისფერი თმის სარჭი? შოკოლადს რომ შუაზე გაგიტეხდა ხოლმე? როგორი განსხვავებული გემო ჰქონდა, არა?
დედის ყოველ ზარზე რომ ბედნიერდებოდი, სოფო, სად ხარ, მალე მოხვალ თუ არაო... მისი ყურადღება კი არ გაღიზიანებდა, გახარებდა! ბედნიერი იყავი, რომ ის გელოდა, ეშინოდა, ღელავდა შენზე... დედის სიყვარული ხომ ყველაზე მოსაფრთხილებელი იყო შენთვის! გეშინოდა, მისთვის იმედი არ გაგეცრუებინა... ასე თუ მოხდებოდა, შენც აღარასოდეს დაუჯერებდი საკუთარ თავს!
მამის მხარდაჭერაზე როგორ არაფერი ვთქვა? ახლაც გრძნობ უდიდეს ღერძს, რომელსაც ეყრდნობი? ახლაც გრძნობ სიმსუბუქეს და იცი, რომ შენი წილი სიმძიმეც მამას აწვება? რა თქმა უნდა, იცი, რომ ისიც იღლება, მისთვისაც რთულია, მაგრამ ერთს არ გეტყვის... თავად ცდილობ, უფრო მსუბუქი იყო, რომ შედარებით მაინც შეუმჩატო ტვირთი, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად უთქვამს, სასიამოვნოა ჩემთვის ეს სიმძიმეო.
როგორი უიმედო რომანტიკოსი და მეოცნებე იყავი, გახსოვს? იმედია ეს ილუზია არ დაგმსხვრევია, რადგან შენი ძალაც ეს იყო და სინათლეც გვირაბის ბოლოს... როგორ გინდოდა ოქროს თევზი დსაგეჭირა, მაგრამ იმიტომ კი არა, სამი სურვილი რომ შეესრულებინა შენთვის. უფრო იმიტომ, რომ დარწმუნებულიყავი, ის მართლა არსებობდა თუ არა. სურვილების ასრულება რაიმე ჯადოსნურთან რომ იყო დაკავშირებული, ამის შეგნება და დაჯერება გსურდა!
ყოველთვის გაინტერესებდა, როგორ კვდებოდნენ პეპლებო... ხო, რა ემართებოდათ! სამ დღეშიო... არასდროს მწამდა ამის! კარგი, რა... რატომ უნდა კვდებოდნენ ასეთი ნაზი, წმინდა არსებები სამ დღეში? და მერე რამდენს ამ სამ დღესაც უსწრაფავენ? ალბათ არავინ დაგიჯერებს, თუ ეტყვი, რომ ერთი პეპელაც არ დაგიჭერია ბადით... თუ ვინმეს დაუნახავდი, მაშინვე ეჩხუბებოდი, გაუშვიო... ლამის იმაშიც თავი დაგედანაშაულებინა, რომ ისინი სამ დღეში კვდებოდნენ... უსამართლობაა, ჩვენ რომ არ ვიცით, როდის მოვკვდებით და მათ იციანო... მართალიც არაა? წარმოიდგინე, რომ იცი, რამდენ ხანში დატოვებს შენი სული შენს სხეულს, სულ ამაზე არ იფიქრებ? სულ ამაზე არ იდარდებ? განა სიცოხლეს რაიმე ფასი ექნება? ნეტავ, პეპლები ფიქრობენ? ნეტავ, პეპლები ცხოვრობენ? თუ მხოლოდ არსებობენ?
უნდა დაგემშვიდობო, არა?
წინასწარ უნდა შევეგუო იმ ფაქტს, რომ პასუხს არ დამიბრუნებ?
აი, ახლა ვზივარ კომპიუტერთან, კლავიატურაზე ვაცეკვებ თითებს, ამის დაწერაზე მეღიმება და უფრო კომფორტულად ვთავსდები გორგოლაჭებიან სკამზე...
სულს ვუბერავ ბაბუაწვერას და ჩემს სუნთქვას ვატან შენთან... წარსულის სურნელს... წარსულის ჰაერს...

2016 წელი.
22 სექტემბერი.
წერილი მომავალ სოფოს წარსულის სოფოსგან.
დიდი მადლობა ჩემს ფოსტალიონს, ბაბუაწვერას!

პ.ს. პეპლები და ბაბუაწვერები არ უნდა გიკვირდეთ... ვისაც გიკვირთ, წაიკითხეთ ჩემი საყვარელი მოთხრობები: ''ბაბუაწვერა ანუ გაფანტული არსებობა'' და ''პეპლები''.



№1  offline მოდერი Eleniko13

სულ ამაზე არ იფიქრებ? სულ ამაზე არ იდარდებ? განა სიცოხლეს რაიმე ფასი ექნება? ნეტავ, პეპლები ფიქრობენ? ნეტავ, პეპლები ცხოვრობენ? თუ მხოლოდ არსებობენ?

ბაბუაწვერებზე რა გითხრა...
სათაური რომ წავიკითხე, ძალიან გავბრაზდი. ძალიან. ბაბუაწვერებს და შროშანებს რომ ვხედავ რომელიმე ისტორიის სათაურში, ( და საბედნიეროდ ჯერ არსად მინახავს :დდ ) ან ისტორიაში, ვღიზიანდები, მგონია რომ მპარავენ და...
სოფ, ძალიან მაგარი იყო.
ჩემთვის, ყოველ შემთხვევაში, ძალიან, ძალიან მაგარი და სხვა ალბათ ისე ვერ იგრძნობს, როგორც მე.
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 


№2  offline აქტიური მკითხველი tamo1804

იდეალური იყო! ყოჩაღ <3

 


№3  offline ადმინი უნდა ვწერო

რეალური შენ დაფინახე. დიდი პლუსი გაქვს-მხატვრულიც იყო და რეალურიც.
ანუ ვოკალური მონაცემებიც გაქვს და ცეკვავ კიდეც ?
გადაბმული აზრები ისე გადაკვანძოდა ერთმანეთს, ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე.
ერთი სიტყვით, ასრულდა შენი ნათქვამი, ჩემი წერილით გამიცნობთო, მართლაც გაგიცანით, თუმცა ერთი უარყოფითი რამ რომ არ აღვნიშნო, არ შემიძლია.
რატომ წერ ასე კარგად ? რატომ ? ახლა ხომ გამირთულე არჩევანის გაკეთება.
როგორც ვატყობ. ნებისმიერი არჩევანის შემთხვევაში გული დამწყდება-თქვენ ხომ ასეთი ნიჭიერები ხართ?
როგორ შეგიძლიათ, ასე შემოაღწიოთ მკითხველის გულში ამხელა ბავშვებს ?

 


№4  offline მოდერი sopiko

Eleniko13
სულ ამაზე არ იფიქრებ? სულ ამაზე არ იდარდებ? განა სიცოხლეს რაიმე ფასი ექნება? ნეტავ, პეპლები ფიქრობენ? ნეტავ, პეპლები ცხოვრობენ? თუ მხოლოდ არსებობენ?

ბაბუაწვერებზე რა გითხრა...
სათაური რომ წავიკითხე, ძალიან გავბრაზდი. ძალიან. ბაბუაწვერებს და შროშანებს რომ ვხედავ რომელიმე ისტორიის სათაურში, ( და საბედნიეროდ ჯერ არსად მინახავს :დდ ) ან ისტორიაში, ვღიზიანდები, მგონია რომ მპარავენ და...
სოფ, ძალიან მაგარი იყო.
ჩემთვის, ყოველ შემთხვევაში, ძალიან, ძალიან მაგარი და სხვა ალბათ ისე ვერ იგრძნობს, როგორც მე.

ვიცი, ეს შენი ეგოისტური დამოკიდებულება, ელ heart_eyes
წესით მე ასე ალუბლებზე და ბროწეულზე უნდა ვიყო, მაგრამ :დდდ არ ვთვლი ასეთ საგანგაშოდ!
დიდი მადლობა შენ ასეთი შეფასებისთვის!
tamo1804
იდეალური იყო! ყოჩაღ <3

იდეალური? ძალიან დიდი მადლობა heart_eyes
Yvavi.
თამამად შემიძლია ვთქვა, რომ გიცნობ.
ეს წერილი შენ ხარ.
შენ კი ძალიან, ძალიან კარგი ხარ.
წარმატებას გისურვებ <3

სოფი, მადლობა heart_eyes
აღარ ვიცი, რა გითხრათ...
უნდა ვწერო
რეალური შენ დაფინახე. დიდი პლუსი გაქვს-მხატვრულიც იყო და რეალურიც.
ანუ ვოკალური მონაცემებიც გაქვს და ცეკვავ კიდეც ?
გადაბმული აზრები ისე გადაკვანძოდა ერთმანეთს, ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე.
ერთი სიტყვით, ასრულდა შენი ნათქვამი, ჩემი წერილით გამიცნობთო, მართლაც გაგიცანით, თუმცა ერთი უარყოფითი რამ რომ არ აღვნიშნო, არ შემიძლია.
რატომ წერ ასე კარგად ? რატომ ? ახლა ხომ გამირთულე არჩევანის გაკეთება.
როგორც ვატყობ. ნებისმიერი არჩევანის შემთხვევაში გული დამწყდება-თქვენ ხომ ასეთი ნიჭიერები ხართ?
როგორ შეგიძლიათ, ასე შემოაღწიოთ მკითხველის გულში ამხელა ბავშვებს ?

მარიამ, დიდი მადლობა heart_eyes
ესე იგი ცეკვაზე დავდიოდი, მაგრამ მთლად ჩემი არ იყო და რომ გამოვედი, აღარ გამიგრძელებია... სიმღერა კი შემიძლია, თუმცა არც ამით ვიკლავ თავს :დ ღიღინი მირჩევნია ყველაფერს.
აი, თქვენი არჩევანი მეც ძალიან მაინტერესებს...
okay
პეპლები ჩემთვის რაღაც სხვაა.
ვერ ვხსნი, ჩემს დამოკიდებულებას მათდამი.
ჩემი პიროვნებაც პეპლების,ვარსკვლავების, იიფერის და სიჩუმის ნაერთია.
ძალიან მომეწონა.
მსუბუქად წავიკითხე და შენ დაგინახე.
შენ კი საოცრად კარგი ხარ

შენი აზრი ხომ იცი რამდენს ნიშნავს ჩემთვის?
ხოდა მიყვარხარ heart_eyes

 


№5  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

სოფი, აღფრთოვანებული ვარ, ბრავო. ნამდვილი და გულწრფელი მეჩვენე. ზედმეტი პათეტიკისა და სხვისთვის თავის მოწონების გარეშე. კარგი გოგო ხა! იმსახურებ გამარჯვებას.

პ.ს ელენიკოს ვეთანხმები, მეც ასე ვარ როცა სადმე ლურჯს და მთვარეს დავინახავ.მეც ეგოისტურად ვეჭვიანობ.

 


№6  offline მოდერი ლილიანა

შენ წარსულისგან დაიბადები, რომელსაც მე აწმყოთი ვქმნი..
ეს სიტყვები საოცრად მომეწონა.
თბილი ,მეგობრული და ცოტა სევდიანი იყო.ყოჩაღ
წარმატებები
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№7  offline მოდერი sopiko

ლორელაი
სოფი, აღფრთოვანებული ვარ, ბრავო. ნამდვილი და გულწრფელი მეჩვენე. ზედმეტი პათეტიკისა და სხვისთვის თავის მოწონების გარეშე. კარგი გოგო ხა! იმსახურებ გამარჯვებას.

პ.ს ელენიკოს ვეთანხმები, მეც ასე ვარ როცა სადმე ლურჯს და მთვარეს დავინახავ.მეც ეგოისტურად ვეჭვიანობ.

ოჰ,როგორ გამახარე, ლორე heart_eyes
ლილიანა
შენ წარსულისგან დაიბადები, რომელსაც მე აწმყოთი ვქმნი..
ეს სიტყვები საოცრად მომეწონა.
თბილი ,მეგობრული და ცოტა სევდიანი იყო.ყოჩაღ
წარმატებები

გმადლობ, ლილი heart_eyes
ეგ სიტყვები მეც ძალიან მიყვარს relaxed

 


№8  offline წევრი N7

ბოლოსკენ ამეტირა. მამის ნაწილზე. როგორ ზუსტად გქონდა რამდენიმე სიტყვით აღწერილი მამის ტვირთი.
არაფერი აკლდა, ყველაფერი ათიანზე იყო.
ძალიან მაგარი გოგო ხარ, სოფ!
ულევი წარმატება შენ!
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№9  offline მოდერი sopiko

N7
ბოლოსკენ ამეტირა. მამის ნაწილზე. როგორ ზუსტად გქონდა რამდენიმე სიტყვით აღწერილი მამის ტვირთი.
არაფერი აკლდა, ყველაფერი ათიანზე იყო.
ძალიან მაგარი გოგო ხარ, სოფ!
ულევი წარმატება შენ!

მარ...
არ ამატირო ახლა მეც!...
მადლობა დიდი heart_eyes

 


№10  offline წევრი kakulia

სოფო,ჩემო ლამაზო,რა კარგი ხარ heart_eyes

 


№11  offline აქტიური მკითხველი terooo

მეც მიყვარს ბაბუაწვერა, მგონია რომ ყველაზე დაუცველები და ფაქიზნი არიან, მაგრამ აქვთ განსაკუთრებული სიყვარულის უნარი.
,, ბაბუაწვერა შენს სიყვარულს რადგან უნდა წერა,
გული რასაც იტყვის, ვერ იტყვის ენა,
წადი და ქვეყნად აცინებს ყველა,
რომ ყველა ყვავილს გამჯობინი, ბაბუაწვერავ"

 


№12  offline მოდერი sopiko

kakulia
სოფო,ჩემო ლამაზო,რა კარგი ხარ heart_eyes

დიდი მადლობა heart_eyes
terooo
მეც მიყვარს ბაბუაწვერა, მგონია რომ ყველაზე დაუცველები და ფაქიზნი არიან, მაგრამ აქვთ განსაკუთრებული სიყვარულის უნარი.
,, ბაბუაწვერა შენს სიყვარულს რადგან უნდა წერა,
გული რასაც იტყვის, ვერ იტყვის ენა,
წადი და ქვეყნად აცინებს ყველა,
რომ ყველა ყვავილს გამჯობინი, ბაბუაწვერავ"

მართალი ხარ!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent