შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იმედია ჩემამდეც მოვა....


24-09-2016, 21:08
ავტორი Shokoladi :D
ნანახია 1 308

„რა მოულოდნელობებით აღსავსეა ცხოვრება არაა? რას წარმოვიდგენდი რომ ამ სენს დავძლევდი? ეხლა უკვე 2020 წლია . არც ისე დიდი დრო გავიდა, იქიდან რაც ეს დიაგნოზი დამისვეს... მიხარია თუ არაა? სულელური კითხვაა. ვის არ გაუხარდებოდა ხელმეორედ დაბადება? თუმცა ვფიქრობ რომ ჩემი ეს უეცარი სნეულება კარგიც იყო. იმდენ ადამიანს ჩამოსძვრა სახიდან ნიღაბი , რომელიც ალბათ რაიმე კარგი წებოთი ქონდათ მიმაგრებული, ამდენი ხანი, რომ არ სძვრებოდათ.. ხედავვ ? უკვე გაიზარდე თუმცა მე ისევ იმ მეამიტ გოგოდ დავრჩი, ვისაც სჯეროდა , რომ თავის დაავადებას ზღარბის შეჭმით განკურნავდა. დღესაც მიპობს ბაგეს ეს ამბავი. ჩვენი „ლოგო“ გახსოვს? პირველკლასში რომ შევედი და კითხვა დავიწყე ,სწორედ მაშინ დავუახლოვდი. ხმამაღლა ვკითხულობდი იმ იმედით რომ ისიც გაიგებდა. არ გახსოვს არაა? ცხოვრებაშიც ესე ხდება . მეგობრები ხშირად ამბობენ ერთმანეთზე უარს, რადგან მათი საზოგადოებასთან წარდგენის რცხვენიათ. გახსოვს ? შენც მალავდი შენი წარმოსახვითი მეგობრის არსებობას . თუმცა სულ არ ფიქრობდი , რომ ამით შენს ლოგოს აწყენინებდი. ის ხომ ერთადერთი მეგობარი იყო შენი? რატო სტკენდი ასე ძლიერ? თუმცა შენ უკვე დიდი ხარ და სულაც აღარ გადარდებს ეს ყოველივე. შენი სიყვარული გახსოვს? ნეტავ ისევ შენი სიყვარული თუა? შენი შეყვარებული- ფუნჯები ,ალბათ გაგეცინება და გაიხსენებ სად აღრ მალავდი , რომ არავინ შეხებოდა. ალბათ ეხლაც ესე ხარ . არავის ჩუქნი შენს ნახატებს. გახსოვს რას მეუბნებოდი? „ის რაც სულის ნაწილია , ძნელია გაუყო სხვას . ის რაც გიყვარს , ვერასდროს დათმობ“. ალბათ არც ეხლა აკარებ არავის შენ ფუნჯებთან, რადგან ნახატში არაფერი შეგიცვალონ . ალბათ ახლახ არავის არ აკარებ შენ კალმებთან , რომ დღიურში არაფერი მიგიჯღაპნონ. ალბათ ახლაც გიყვარს ჩაი მალინით და გლდანში პატარა კაფეში ჯდომა. ხედავ რამდენი რამე ვიცი შენზე? იცი რატომ იმიტომ რომ შენ ჩემი მომავალი ხარ და ყოველთვის ვიცოდი , რომ თუ გადავრჩებოდი , არასოდეს შევიცვლიდი ცხოვრების სტილს. გახსოვს როგორ გწყინდა , როცა გეუბნებოდნენ , რომ თარს რიცხვში დაიბადე? ალბათ ისიც გემახსოვრება რასაც პასუხობდი: „მე იქამდე მივხვდები რომ იანვრის ცა-მეტია , ვიდრე ცრუმორწმუნე ხალხი მიხვდება , რომ თარსი რიცხვია ცამეტი“. ამაზე სულ მეცინება . როგორ მოვიფიქრე ამ პატარა ბავშვმა ამდენი? (:D) ეხლა კი დროა ისევ დავბრუნდე რეალობაში სადაც ისევ ვწევარ და რაღაც ტომსიკიდან გამომავალ წვეტებს ვითვლი. იქამდე სანამ რაღაც გრძელ ლაბირინთს არ გამოივლის და ჩემში არ შემოაღწევს. უნდა დავბრუნე რეალობაში სადაც არც პეპელა ვარ , არც ნარცისი და არც ჯანმრთელი ადამიანი, რომელსაც თანატოლებთან თამაში უნდა . მშვიდობით, მშვიდობით იმედი რომ წერილი ჩემამდეც მოვა !!!“



№1  offline წევრი Shokoladi :D

okay
ძალიან ცუდად მომხვდა "ეხლა"
ეჭვი მაქვს იცოდი, რომ "ახლა" უნდა და აღარ გაგეპაროს...
ზღარბის ჭამაზე ისეთი სახე მქონდა, მოსაყოლად ღირს :დ
იყო რაღაც რაც მომეწონა ამ წერილში.

ეს არაა გამონაგონი ალბათ მომავალში ზუსტად ასეთი პიროვნება ვიქნები... ზღარბის ჭამაზეც სიმართლეა მართლა ასე მეგონა. მეტიც მეგონა მდუღარეს თუ დაასხავდი ეკალი აღარ გიჩხვლეტდა და იოლად შეჭამდი. ხო ეს უბრალოდ ბეჭდვითი შეცდომაა :D

 


№2  offline წევრი kakulia

რა კარგიაააააააააა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent