შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წერილი მშიშარა მეს!


25-09-2016, 13:04
ავტორი teddy))
ნანახია 2 271

წერილი მშიშარა მეს!
ჩემს გარშემო ბრუნავს დედამიწა, მე კი მის გარშემო არ ვბრუნავ... მე მეშინია მისი, ღმერთის, უბედურობის, ღამის, სიკვდილის... (არადა წესით არ უნდა მეშინოდეს!) მშიშარა ვარ, არადა იქ ზევით ხომ მიცავენ ჩემი მფარველი ანგელოზები, ღმერთი, წმინდანები? არ ვიცი! ქვეყანას, როდესაც შავი ზღვა დაფარავს, ლოცვების წიგნს ვიღებ და ძილის წინ ვლოცულობ, რამდენად რწმენით, არ ვიცი, მხოლოდ ის მინდა რომ ეს რწმენა გაძლიერდეს! ხანდახან მგონია წარღვნა წამიღებს, მდინარეში ჩავიძირები, თუმცა ჩემი ოპტიმისტობის გამო მგონია რომ თავს დავაღწევ! დავაღწევ სიბოროტეს, სიცრუეს... ხანდახან მეზარება, მეზარება ფიქრი, ლოცვა... ფიქრები, შავი ფიქრები... ნაცრისფერი იყო, მაგრამ გამუქდა და აღარ ღიავდება. მე მეშინია ჩემი შავ-ბნელი ფიქრების! ჩემს თავს თოვლის ფიფქს ვადარებ, რატომ? არ ვიცი, ალბათ მგონაი რომ თოვლის ფიფქს ორი მხარე აქვს, ერთი მხიარული, ხოლო მეორე მელანქოლიური. მეც ასე ვარ! ეს ორი თვისება ჩამომიყალიბდა ამ ბოლო დროს. ეს უკანასკნელი მიპყრობს და როგორ გავდევნო არ ვიცი! იცით, შეიძლება ჩემი თავი ,,სამი მეგობრის“ გმირს, რობერტ ლოკამპსაც შევადარო. რატომ? იმიტომ რომ თითქმის მასსავით ვფიქრობ ამ ცხოვრებაზე, ხანდახან მგონია რომ ეს ცხოვრება შიშია და მორჩა, მაგრამ ასე ხომ არ არის! რა თქმა უნდა არა! მიყვარს ფერებით ცხოვრება, მაგრამ არ ვიცი რა ფერის ვარ! წითელი, ნაცრისფერი, თეთრი... ალბათ ერთმანეთში არეული, ფერთა შეხამება... შეიძლება ფოთოლიც ვარ- მწვანე და ყავისფერი... ასე მგონია აჩრდილი დამყვება, სულში მიძვრება და ყველაფერს მირევს, შემდეგ თავისითვე დაალაგებს ყველაფერს და გაქრება და ისევ ასე გრძელდება... მინდა მოგაშორო, მშიშარა მე, მოგაშორო შავი ნახატი, მინდა მოლბერტზე ფერადი აკვარელით ვხატო... ხანდახან ქარი მიმაქროლებს ცუდი, ღრუბლიანი აზრებისკენ... მინდა მზე ვიყო და არა მთვარე! მსურს, ჩემი ცხოვრების პალიტრა თბილმა ფერებმა მოიცვან... არ მინდა ვიძახო მშიარა მე, მშიშარა მე! თითქოს წიგნს ვგავარ, მაგრამ რამდენად სქელყდიანი არის ეს უკანასკნელი არ ვიცი. წიგნს ვგავარ, რომლის თითოეულ ფურცელზე ახალი განცდა, გრძნობა და სიხარული წერია. იმასაც ვფიქრობ რომ წამალი ვარ ჩემი თავისთვის, თითქოს განვკურნავ ჩემ თავს ამ ყველაფრისგან. სამი ნიღაბი ვარ-ლურჯი, თეთრი და წითელი. მინა ვარ, ჩემი თავისთვის. მზის სხივი ვარ და ამავედროს ღრუბელიც. შეიძლება გალიაშიც ვარ გამოკეტილი და ადრე თუ გვიან, მგონია რომ გამოვაღწევ.
იცი, რაზე ვარ შეყვარებული? სიყვარულზე! ადამიანის სიყვარულზე, ღმერთის... სიყვარული ხომ დიდი რამ არის! ნოდარ დუმბაძე გამახსენდა. ,,სიყვარული თავად არს ღმერთი და თუ სიყვარული შენთან არს, შენთან არს ღმერთი.
ახლა, როდესაც ამ წერილს გწერ Mellow-Lucky ones ვუსმენ. რატომ? იმიტომ რომ თითქოს ეს ჯგუფი, ეს სიმღერა ჩემს მთლიანობსას მოიცვავს. მელოდიას ტანს ვაყოლებ, ვირხევი, იფანტება ჩემი წიგნის ფურცლები, ქარს მიაქვს, ფანტავს, შემდეგ ვიღაცას ხელში უვარდება და ისევ ჩემკენ მოაქროლებს. წადით მშიშარა ფურცლებო, მე მეშინია ღმერთის, არ მინდა ყველაფრის მეშინოდს, წადით, დავიღალე ამ ყველაფრით! წაიღეთ ღრუბელი, ქარიშხალი... უბრალოდ წადით, მინდა თქვენგან შორს ვიყო, მშიშარა ფურცლებო, ჩემთან ახლოს რომ ხართ! წაიყოლეთ ყავისფერი ფოთლები, აჩრდილი, რომელიც მაწუხებს. გალიასაც გაგატანთ, ნიღაბს, შავ ნახატს, რომელიც ჩემი სულის კედლებზე კიდია!
ამ წერილში ქაოსი შევქმენი, ფერთა არეული, გრძნობებით სავსე ქაოსი! ამ წერილის კონვერტსაც ამ ქაოსის ანაბეჭდი არტყია. ანაბეჭდი, რომელიც იმედი მაქვს რომ წაიშლება, აღარ დაბრუნდება თოვლის ფიფქის მეორე მხარე, ჩემი მელანქოლიურობა. ჰაერში გავფანტავ და არ შეეხება არავის, უბრალდო წავლენ იქ, სადაც მათი ადგილია, ისე წავლენ რომ უკან აღარ მოიხედებიან. დაგვივიწყებენ და მხოლოდ ფიქრებით თუ გავიხსენებთ ერთმანეთს, მაგრამ ეს ხომ ილუზიაა? ისინი ყოველთვის ჩვენთან იქნებიან, უბრალოდ აღარ მინდა ასე ძლიერ, ასე დიდი დოზით!
შენი ანი, რომელსაც აღარ უნდა ერქავს შენი მშიშარა.



№1  offline წევრი An_Gel

ძალიან საინტერესო იყო წასაკითხად,მაგრამ ჩემთვის ჩანახატი უფრო იყო,ვიდრე წერილი. წარმატებები <3

 


№2  offline ახალბედა მწერალი ერკე

წერილი მშიშარა მეს.
მე ჩემი შიშები გამახსენდა სამაგიეროდ. ყველასთვის ნაცნობია შიში. ადამიანი შიშის გარეშე, ეს არის ადამიანი აზროვნების, სიყვარულის, ცხოვრების გარეშე. თუ ცოცხალი ხარ, მაშასადამე გესინია კიდეც, არ არის აუცილებელი ყველაფრის გეშინოდეს, რამის მაინც გეშინია იმიტომ რომ ცოცხალი ხარ.
მომეწონა. თუმცა განაჩენი არ ვიცი თქვენი ქალბატონო ანა :დდ <3
ხანდახან უნდა ჩაეშვა ამ შიშებში, რომ თავი რეალურად იგრძნო. ასე მგონია მე..
ძალიან კარგი ხარ :* მაგრამ ისე, მეტს ველოდი შენგან. პატარა იყო ეს, და პირველი ტურის ნაწერი ისე მომეწონა რომ მეორეში ცოტა უფრო გრანდიოზულს და რაიმე მაგარს ველოდიიიი...
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№3  offline აქტიური მკითხველი tamo1804

ანუშკი, მომეწონა ძალიან :) თითქოს წერილის ფორმატი არ ჰქონდა მართლაც, მაგრამ შენი ნებაა რას მოუყვები საკუთარ თავს მომავალში, ასე რომ ... :) ჩვენი გუშინდელი საუბრები გამახსენდა, გავლენა იგრძნობოდა აშკარად :) წლების მერე კი არა, ძალიან მალე გათავისუფლდები ამ შიშებისგან :)) :* მოკლედ, ასე გააგრძელე, კარგი გოგო ხარ :* წარმატებები <3

 


№4  offline ადმინი უნდა ვწერო

წინა ტურის მერე დიდი წინსვლაა. საინტერესო იყო, გაგვაცანი შენი შიშები და ა.შ თუმცა, ეს იყო ჩანახატი და არა წერილო- შენ ხომ შენზე ყვებოდი. მომლედ, მონოლოგი გამოგივიდა, ამიტომ შენს ნაშრომის განხილვას აქ ვასრულებ.
წარმატებას გისურვებ !

 


№5  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

ანი, კარგი გოგო ხარ შენ, თბილი და საყვარელი.
ნუ გეშინია, პატარავ, გაიზრდები და მიხვდები, რომ ეს შიში რეალურ შიშებს ვერც შეედრება. მსუბუქუ, ტკბილი და ლამაზი წერილი იყო. უკვე გაზრდილი ანი, რომ წაიკითხავს ამ წერილს ნამდვილად იამაყებს " ამ ანით".

 


№6 სტუმარი niniguncikidze

okay
ჩემი აზრით შენ თავი გაგვაცანი, მაგრამ საკუთარი თავისთვის არ მიგიწერია.
პირველი ტურის შემდეგ, დიდი პროგრესია.
ყოჩაღ

 


№7  offline წევრი N7

ანი, ძალიან მაგარი გოგო ხარ და უფრო და უფრო იზრდები, ყოველ ნაწერში, მეტად და მეტად.
კარგი იყო, არაჩვეულებრივი,თუმცა მომეჩვენა, რომ წერილს არ წერდი, არამედ ე.წ "to do list"-ს აკეთებდი.
ყველა ვარიანტში, კარგი იყო, ეს უბრალოდ ჩემი აზრია...
ბევრი, ულევი წარმატება შენ!
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№8  offline წევრი teddy))

N7
ანი, ძალიან მაგარი გოგო ხარ და უფრო და უფრო იზრდები, ყოველ ნაწერში, მეტად და მეტად.
კარგი იყო, არაჩვეულებრივი,თუმცა მომეჩვენა, რომ წერილს არ წერდი, არამედ ე.წ "to do list"-ს აკეთებდი.
ყველა ვარიანტში, კარგი იყო, ეს უბრალოდ ჩემი აზრია...
ბევრი, ულევი წარმატება შენ!

Chemo sayvarelo, nomer shvido, ugrmrsi madloba! Gamaxare da dzalian miyvarxar, chemo kargo, gansxvavebulo da tbilo! ❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent