სიყვარული იმათთვისაა, ვინც ფიზიკურ გადატვირთვას უძლებს...
როგორც ამბობენ, შტორმის დროს მიმოფანტული ყვავილების მსგავსად, ადამიანის ცხოვრება უსასრულო გამომშვიდობების სცენაა,თვალებს თუ დახუჭავ, არაფერი შეიცვლება. არაფერი გაქრება მხოლოდ იმის გამო, რომ შენ ვერ ხედავ, პირიქით, მერე, როდესაც თვალებს დაჭყეტ, ყველაფერი უარესად მოგეჩვენება. რომ იცოდე, ხვალ ვეღარაფერს ნახავდი, უეცრად ყველაფერი განსაკუთრებული და ძვირფასი გახდებოდა, არა? (მურაკამი) მარადისობის კანონის აზრი იმაში მდგომარეობს, რომ ... ადამიანის სული, გაცილებით უფრო მძიმეა, ვიდრე სხეული, იმდენად მძიმე, რომ ერთ ადამიანს მისი ტარება არ შეუძლია, ამიტომ, ვიდრე ცოცხლები ვართ, ერთმანეთს ხელი უნდა შევაშველოთ და ვეცადოთ, როგორმე უკვდავვყოთ ერთმანეთის სული. თქვენ ჩემი, მე სხვისი, სხვამ სხვისი და ასე დაუსაბამოდ, რამეთუ იმ სხვისი გარდაცვალების შემდეგ, არ დავვობლდეთ და მარტონი არ დავრჩეთ ამ ქვეყანაზე...(ნოდარ დუმბაძე მარადისობის კანონი)იმ კაცთა მოდგმა, რომელიც განწირულია ასი წლის მარტოობისათვის, მეორედ აღარ მოვა ამქვეყნად. ქვეყნიერების აღსასრული იმ დღეს დადგება, როცა ადამიანები პირველი კლასის ვაგონებით იმგზავრებენ, ხოლო წიგნებს სატვირთო ვაგონებში მიუჩენენ ადგილს!(გაბრიელ გარსია მარკესი მარტოობის ასი წელი) ხალხი ძალიან ცივად ეპყრობა ერთმანეთს. შეიძლება სულელი ვიყო, მაგრამ უშუალო ბოროტების არ მჯერა... მსოფლიო ძალიან ცივი ადგილია.თუ ხალხი ერთმანეთს მეტს დაელაპარაკება და საქმეებს გაარკვევს, ისე აღარ ეციება. რაც ერთს ემართება, სხვებსაც გვემართება. და რომ თითოეულის ცხოვრება არც ისე განსხვავდება სხვისი ცხოვრებისგან - როგორც არ უნდა გვეგონოს, რომ განსხვავებულია (ჩარლზ ბუკოვსკი) ყველაფერი მოძრავია. დედამიწა, დრო, ცნებები, სიყვარული, ცხოვრება, რწმენა, სამართალი, ბოროტება, - ეს ყველაფერი მოძრაობს და გარდაიქმნება. ისინი ერთი სახისანი არასოდეს არ არიან და არც ერთ ადგილზე ჩერდებიან მუდმივად. სამყარო ფედექსის უზარმაზარ ყუთს ჰგავს (მურაკამი) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.