შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უპასუხოთ დარჩენილი სიყვარული


29-09-2016, 15:59
ავტორი smithv
ნანახია 1 447

სანამ სიკვდილი კარზე მომიკაკუნებდა ყველაფერი კარგად იყო . მიყვარდა სიცილი , გართობა , ცანცარი მაგრამ როდესაც შემიყვარდა თითქოს ყველაფერი უფრო ფერადი გახდა . არცკი ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა რომ მისთვის მესიამოვნებინა და თავი შემეყვარებინა . ბევრი ვეცადე და ბოლოს მისი მოწონებაც დავიმსახურე .
რა ვიცოდი მაშინ რას მიმზადებდა ბედის წერა !
ორი კვირა ცუდად ვიყავი . გამოფიტული ვესვენე საწოლში და ჩემს გვერდით ის უკანასკნელი იდგა და მივლიდა . მივლიდა და ყოველ დღე , გათენებისთანავე გავახელდი თუ არა თვალებს ის მიცინოდა თითქოსდა ხვალ ისევ გავიღვიძებდი . მისი ღიმილი იმედს მაძლევდა რომ ამ საშინელ ავადმყოფობას რომელსაც ფილტვის კიბო ჰქვია დავძლევდი. მიჭირდა იმ ფაქტთან შეგუება რომ მალე მოვკვდებოდი . ოთხ ფიცარში რბილად ჩამასვენებდნენ და ცივ მიწას ამომაფარებდნენ .
არ მინდოდა სიკვდილი მე ხომ ამისთვის ჯერ პატარა ვიყავი .
გული მიწუხდებოდა იმ ფაქტზე რომ მალე დავტოვებდი ერთადერთ სიყვარულს რომელიც მაკავებდა ამ ქვეყნად .
ექიმი მაძლევდა შანსს რომ გამოვჯანმრთელდებოდი მაგრამ ერთ კოშმარულ დღესაც მან თქვა რომ ჩემი გადარჩენის შანსი აღარ იყო . უამრავი ქიმია გავიკეთემხოლოდ იმ იმედით რომ ცოტახნით მაინც გავძლევდი და ეხლა ყველა ოცნება თუ იმედი დამენგრა . ის შემოვიდა პალატაში და მითხრა : - მიყვახარ და მიყვარდი მაგრამ მე შენთან აღარაფერი მაკავებს . შენ მალე მოკვდები მე კი დავიტანჯები მხოლოდ იმიტომ რომ ჩემს თვალწინ გალიე სული !
ნუთუ ამ სიტყვებმა თავზარი არ დამცა ?! რათქმაუნდა !
ის წავიდა . ისე გავიდა ამ ერთფეროვანი აუტანელი პალატიდან რომ ერთხელაც არ მოუხედავს ჩემსკენ . გავიდა და თან გაიყოლა ჩემი დიდი სიყვარული .
არამგონია მასვყვარებოდი თორემ ასე მარტივად არ დამტოვებდა კლდის პირზე . მისი სიტყვები სიკვდილის ტოლფასი იყო .
მე ის ისე ძლიერ მიყვარდა რომ მის გარეშე სიცოცხლეცკი არ შემეძლო . მიყვარდა რაღაც საოცრად , მრავალფეროვნად . აღფრთოვანებული ვიყავი მისი უნაკლობით მაგრამ როდესაც დამტოვა ყველაფერი კარგი რაცკი მახსოვდა მისგან გაუფერულდა .
ამის შემდეგ მხოლოდ ორი დღეღა ვიცოცხლე . ამ ორ დღის მანძიზე ვახელდი თვალებს და ვოცნებობდი ნეტავ მოვიდეს კიდევ ერთხელ გამიღიმოს და მითხრს : - ჰეი ლამაზო გაიღიმე ხვალ ჯანმრთელი გაიღვიძებ !
მხოლოდ აუხდენელი ოცნებები თუ გაანადგურებს ადამიანს ისე რომ სიკვდილამდე მისი ფეხით მიიყვანოს .
ის არ გამოჩენილა მაგრამ მე მაინც სიკვდილის ბოლო წვეთამდე ველოდი . ველოდი უსასრულოდ , უიმედოდ .
თეთრი უხალისო პალატა იყო ის უკანასკნელი რომელიც დავინახე . წამლებით გაჟღენთილი ჰაერი ბოლოჯერღა შევისუნთქე და სულლი ვშთანთქე .
არ ჰქონდა მნიშვნელობა როდის გაიყინა ჩემი სხეული მნიშვნელობა იმას ჰქონდა როდის მომიკვდა გული .
ალბათ ბევრი ხალხი არც ყოფილა ჩემს დაკრძალვაზე ან საერთოდ ვინმე იყო ?
როგორ მინდოდა დამენახა ის ადამიანები რომელმაც პატივი მცეს და მოვიდნენ თუნდაც ერტი ყვავილი მაინც დამიდეს საფავზე და ცრემლიც თან გამოაყოლეს .
ვიცოდი ჩემს გარშემო ყალბი ხალხი ურიცხვი რაოდენობით იყო ამგრამ ამ უამრავიდან ერთს მაინც ხომ ვეყვარებოდი გულით ?
ალბათ ვეყვარებოდი ვინმეს !
ასეა თუ ისეა ბოლოს მაინც ყველა ერთ ორმოში ჩავდივართ და იქიდან არრარც ამოვდივართ მხოლოდ ანგელოზებს ვუერთდებით ცაში და იქიდან გადმოვცქერით ქვეყნიურ სიბინძურეს !
და მე მაინც შენი სიყვარული საფლავში ჩავიტანე იმისდა მიუხედავად რომ გული ათას ნაწილად დამიფშხვენი !



№1  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

უპასუხოთ არა, უპასუხოდ.
სასვენი ნიშნები სიტყვასტან ახლოს დაწერეხოლმე.

 


№2  offline წევრი smithv

ლორელაი
უპასუხოთ არა, უპასუხოდ.
სასვენი ნიშნები სიტყვასტან ახლოს დაწერეხოლმე.

მადლობა შესწორებისთვის გავითვალისწინებ <3

 


№3  offline წევრი gelashvili_21

ამეტირა :( <3 მაგარია დზაან !!!

 


№4  offline წევრი ნ10ა

"არ ჰქონდა მნიშვნელობა როდის გაიყინა ჩემი სხეული მნიშვნელობა იმას ჰქონდა როდის მომიკვდა გული "
ეს მომავალიც ახლოსაა..(((

 


№5  offline წევრი smithv

gelashvili_21
ამეტირა :( <3 მაგარია დზაან !!!

ნ10ა
"არ ჰქონდა მნიშვნელობა როდის გაიყინა ჩემი სხეული მნიშვნელობა იმას ჰქონდა როდის მომიკვდა გული "
ეს მომავალიც ახლოსაა..(((

სამწუხარო რეალობა <3

 


№6  offline წევრი kakulia

რა კარგიაააააააააა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent