შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ღმერთები


30-09-2016, 02:57
ავტორი beqaloxishvili
ნანახია 1 696

მე მთელი ძალებით ვებრძოდი ქრისტიანულ, უმაღლეს ფილოსოფიას, რამეთუ ვიყავი ქრისტიანი,
შემდეგ კი, უბრალოდ ქრისტიანი,
შემდეგ დეისტი,
განვითარების უმაღლეს საფეხურებზე გახლდით აგნოსტიკი
და
ბოლოს, ვიწამე ღმერთის და ამას აღარ საჭიროებს მეცნიერული, თუნდ ფილოსოფიური
ახსნა–განმარტდება, ვინაიდან ის ჩემს თვალწინ ყოფილა და მე მას ვეძებდი უსასრულობაში.
უფრო სწორად რომ გამომივიდეს, ასე ვიტყოდი: „არათუ მწამს მე ღმერთის, არამედ ისეთივე რეალურია ის და ისეთივე ადვილად დასანახი, როგორც ჩემი ხელები.“
ყველაზე რთულად აღმოსაჩენი იმიტომ აღმოჩნდა ეს ჩვენი ღმერთი, რომ ის, ყოველდღიურად, ყოველ წამს, თვალებში მეჩხირებოდა. რატომღაც გვეგონა, რომ ის სირთულეებში იმალებოდა, რომ პასუხებს ვერასდროს გავიგებდით, რომ ჩვენი გონება ვერ შეწვდებოდა ღმერთის უსასრულობით მოცულ ყოველმხრივ დიად გონებას. ვფიქრობდი, რომ ის დიადი არსება, რომელსაც უნდა დავეხსენით განსაცდელისგან, უამრავი ცის ფენის მიღმა იჯდა და გვიყურებდა, ხან გვიყურებდა, ხანაც სხვა სამყაროებს ქმნიდა.
რას აკეთებდა ღმერთი სამყაროს შექმნამდე? არაფერს, რამეთუ ის სამყაროსავით არაფერი იყო, სამყაროსავით უასრულო სიმკვრივე იყო.
რატომ შექმნა ღმერთმა ყოვილევე ეს? ეს მას არ შეუქმნია, არამედ ყოველივე ამან შექმნა ღმერთი.
და ახლა რას აკეთებს ის, ვისზეც მსოფლიომ თავ–პირი იმტვრია? გინდათ გაიგოთ რას აკეთებს ღმერთი? ყველაფერს. წიგნს კითხულობს, ფილმს უყურებს, მუსიკას უსმენს, მეგობრებს ელაპარაკება, ან სულაც მელანქოლიაში გახვეული მგზავრობს საზოგადოებრივი ტრანსპორტით. ღმერთის ცხოვრება, ძალიან ჰგავს შენ ცხოვრებას. ისიც სრულ უაზრობაშია გახვეული და აკეთებს იმას, რასაც შენ; დადის უნივერსიტეტში, ან სულაც სამსახურში, უფრო კონკრეტულად კი, ჩვენ ქუჩებს ხვეტს.
და ყველაზე გრანდიოზული, ყველაზე აღმაფრთოვანებელი. ყველაზე დიდი სამყაროს საიდუმლობა არის ის, რომ ღმერთი არათუ ეჭვობს, რომ ის უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ქუჩის მეეზოვე, არამედ საერთოდ არასდროს გაუფიქრია ის, რომ ღმერთი თავადაა.
ის განიცდის მარტოობას,
სიღატაკეს,
უამრავ დაავადებას, (აშკარას, თუ შეუმჩნეველს.)
მას აქვს თავისებური აღქმა, და მისი სამყარო, სულაც არ არის მრავალი ფერებით განავარდებული.
ის მგზავრობს მეტროთი. გამუდმებით ესაუბრება გაჭირვებულებს თუ ყოველ მხრივ წარმატებულ პიროვნებებს, მოხუცებს თუ ბავშვებს, მოსწავლეებს თუ მონებს, ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით. ის ფიქრობს ბევრს და ყოველ დილით, გაღვიძებისას, გეგმავს, თუ რით დაეხმაროს ხალხს, თუ რით გადაარჩინოს ხალხი მწარე რეალობისგან, თუ რით უშველოს ყველა ცოცხალ ორგანიზმს, რომ მათ ის არ დაემართოდ, რაც დამეართა ღმერთს. ყველაფერზე წუხს, თუმცა უყვარს ისეთი რაღაცეები, რაც ჩვენ:აისი, დაისი, ვარსკვლავებით მოჭედილი ზეცა, აბაბოქრებული მდინარე, მღელვარე ზღვა, დრამატურგიის გამომხატველი კლასიკური სტილი, როგორც ბაროკო და უბედური ადამიანები, კაცები იქნებიან ისინი, თუ ქალები. ღმერთი მწუხარე ხალხში თავის თავს ხედავს.
ამრიგად, ყველანაირი მეცნიერული მტკიცებულებების გარეშე, თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ ღმერთი ხარ შენ! რომ ღმერთი ვარ მე! რომ ღმერთია ის! რომ ყველანი ღმერთები ვართ!
ჩვენ შეგვიძლია ინსტიქტებისგან განთავისუფლება და ხალხთან ურთიერთობაში შესვლა მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი მიზეზით, რომ ვთქვათ რაიმე ისეთი, რაც სხვას მცირეოდენ სიხარულს მაინც მიანიჭებს. ჩვენ შეგვიძლია მარტოსულს თავი მარტოსულად არ ვაგრძნობინოთ, ინტელექტუალურად განუვითარებელს, ინტელექტუალური განუვითარებლობაა, ღატაკს თავისივე სიღატაკე, და იმხელა ძალას ვფლობთ, რომ შეგვიძლია ყველა დაავადება განვკურნოთ, სიცოცხლისას თუ ვერა, სიკვდილისას მაინც. შენ ყველაფერი შეგიძლია. თურმე, ყველაზე მარტივი ყოფილა სხვისი ნაკლის გაქარწ....ბა.
სიტყვა ღმერთი, – სხვა არაფერს მეუბნება, თუ არა გაჭირვებულის გვერდში დგომას, სიყვარულს, სამყაროს საინტერესოდ აღქმას, დაუძლეველ სურვილს, რომ მე ყველაფერი გავაკეთო იმისათვის, რომ სხვას არ შეემთხვას ის, რაც დისკომფორტს მიქმნის ცხოვრებაში, ან ტანჯვას.
სიტყვა ანგელოზი არაფერის მეუბნება, – თუ არა კარგი მეგობრის ყოლას, რომელიც ღმერთი უფროა, ვიდრე ანგელოზი.
ღმერთში ვიქნებოდით ჩვენ, ის რომ ერთი იყოს, ამიტომაც, ღმერთია ჩვენში, რამეთუ ის, ვარ მე, ხარ შენ, არის ის!
სანამ მარტოობა უკიდურეს ფაზაში არ გადავა, ამას ვერ ხვდები.
ესესააა მოხუცებულს მძიმე ჩანთა გამოართვი და სულ რაღაც რამდენიმე მეტრით შეუმსუბუქე საქმე, და უკვე ღმერთი ხარ.



№1  offline წევრი ლელუკა

ძაან მაგარი იკო და გეთანხმები 100% kissing_heart

 


№2  offline მოდერი Nanaga

მე ვარ დეისტი :)

 


№3  offline წევრი kakulia

რა კარგიაააააააააა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent