შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენ დღესაც ჩემი აუხსნელი გრძნობა ხარ!


5-10-2016, 04:43
ავტორი D M
ნანახია 2 021

როდესაც ეს ამბავი მოხდა, სასწავლებლად საზღვარგარეთ ვიყავი. არასოდეს მჯეროდა სოციალური ქსელით გაცნობილი ადამიანი როგორ უნდა შეგყვარებოდა, თუმცა დავრწუმნდი რომ არასოდეს არ უნდა თქვა არასოდეს.
ნოემბრის საღამო იყო, ჩემს ოთახში კომპიუტერთან თბილად ვიყავი მოკალათებული, ყავას ვსვავდი. Face გავხსენი და ვნახე ვიღაც გიგა ბერძენიშვილმა ფოტოები შემიფასა და მეგობრებში დამამატა, საერთოდ უცნობებს არ ვიმატებ, მაგრამ ეს რატომღაც დავიმატე. ვნახე მხოლოდ ერთი საერთო მეგობარი გვყავდა, ცოტა არ იყოს შევცბი, ის ჩვენი საერთო მეგობარი ჩემი შეყვარებულის, ნუ რაღა შეყვარებულის, ჩემი საქმროს ნათესავი იყო.
როგორც ხდება ხოლმე, გიგამ მომწერა, გამოკითხვა ჩამიტარა და ბოლოსთვის ყველაზეეე თემა შემოინახა.
-თათი შეყვარებული გყავს?
-კი მყავს, შენ?
-მე არა! დიდი ხანია რაც გყავს?
-კი, 6-წელია.
ის ყოველ დღე მწერდა, რაღაც პერიოდის შემდეგ Skype-შიც დამიმატა და მირეკავდა ხოლმე. სიმართლე გითხრათ, დღესაც არ ვიცი საერთოდ რატომ ვწერდი ან რატომ ვესაუბრებოდი სკაიპით. გავიდა რამდენიმე კვირა, მას ვატყობდი მესიჯებში და საუბრის დროსაც რომ მეგობრად არ აღმიქვავდა, უფრო მეტიც....ის არაფრად თვლიდა იმას რომ მე სხვა მიყვარდა! თუმცა ეს ალბათ ჩემი ბრალიც იყო, მე ვაძლევდი საბაბს.
გიგა ძალიან სიმპათიური იყო, პ.ს ჩემზე 4-დღით დიდი, ჩემზე ოდნავ მაღალი, ლამაზი თაფლისფერი თვალებით, რაღაცნაირად ძალიან მამაკაცური, საყვარელი გამოხედვით და ღიმილით. აუხსნელი გრძნობა მქონდა მის მიმართ, ვერ ვიტყვი მომწონდა თქო, სიყვარულზე ხომ საუბარი ზედმეტი იყო...არა, უბრალოდ შევეჩვიე, ანალოგიურად ისიც ძალიან შემეჩვია, უნდოდა მთელი დღე მისთვის მიმეწერა და მელაპარაკა.
ახალიწლის არდადეგები საქართველოში უნდა გამეტარებინა, წინასწარ ვიყიდე ბილეთი და მთელი გულით ველოდი 28-დეკემბრის დადგომას. ჩემებმა იცოდნენ რომ 30-ში გამთენისას ჩამოვდიოდი, არავის დახვედრა არ მინდოდა, მხოლოდ ჩემი შეყვარებული დათო მხვდებოდა, ის წელიწად ნახევარი არ მყავდა ნანახი, მინდოდა კარგად მომესურვილებინა.
საღამოს სასწავლებლიდან დაბრუნებულმა ჩავრთე Fb და გიგას მოწერილი დამხვდა.
-თათი მენატრები...რომ მოხვალ სასწავლებლიდან შემეხმიანე დაგირეკავ.
-აქ ხარ გიგა?
-კი, წამოდი სკაიპში მეტი აღარ შემიძლია რაღაც უნდა გითხრა..
-რახდება? იცი მეც მაქვს შენთვის ახალი ამბავი, ჩავრთე სკაიპი, მიდი შემოდი შენც.
არ ვიცოდი გიგა რის თქმას აპირებდა, როგორც სკაიპი ჩავრთე ბილეთი ვაჩვენე და ვუთხარი 28-ში ჩამოვდივარ, ჩემი შეყვარებულის გარდა არავინ არ იცის თქო. ამ სიტყვის გაგებისთანავე შევატყე სახე როგორ შეეცვალა, „აილეწა“....შევეცადე გამერკვია, თუმცა გადამიტანა საუბარი.
-კარგია რომ ჩამოდიხარ, კარგი ახლა მე გეტყვი სათქმელს.
-ასე ცივად რატომ მიპასუხე?
-აბა რა გეგონა? ყველგან შენს შეყვარებულს რომ „ჩამიკვეხებ“ ხოლმე უნდა მიხაროდეს? ვიცი რამდენიმე დღეში ჩამოხვალ და მასთან იქნები, შენი აზრით ეს ფაქტი გამახარებდა? თათი დავიჯერო ვერ ხვდები რომ მე მეგობრულად არ გიყურებ? დავიჯერო აქამდე ვერ მიხვდი ჩემი გრძნობების შესახებ? დავიჯერო ვერ ხვდები რომ ძალიან შემიყვარდი? რატომ მიყურებ ასეთი გაოცებული სახით? ვიცი არ მაქვს უფლება შენი სიყვარულის, თუმცა აკრძალული ხილი უფრო იზიდავს ადამიანს....ვერ ხვდები რომ სულ სახლში ვარ ჩაკეტილი? სულ შენს შემოსვლას ველოდები, შენი დროით მძინავს და ვიღვიძებ, ძალიან ბანალურია, მაგრამ შენ რომ მწერ ყავას ვსვავო მეც მაშინ ვაკეთებ ხოლმე, თუნდაც ახალი დალეული მქონდეს. მინდა სულ შენ გხედავდე, შენ გესაუბრებოდე, შენ გწერდე. ამას ვერ ამჩნევ? თათი მიყვარხარ და ის ფაქტი რომ შენ დათო უნდა დაგხვდეს და მასთან ერთად უნდა იყო, ის უნდა მოგეფეროს მას უნდა აკოცო და უთხრა თუ როგორ მოგენატრა და როგორ გიყვარს აიი ეს მაღიზიანებს! მეტი აღარ შემიძლია გესმის? მიყვარხარ!!!
გაოგნებული ვუსმენდი გიგას, ჩემდაუნებურად ცრემლიც კი წამომივიდა, გაქვავებული ვიყავი, ვეღარ ვიღებდი ხმას. ამ ყველაფერს აქამდეც ვხვდებოდი, მაგრამ საკუთარ თავს არ ვუტყდებოდი, არ მინდოდა სიმართლის გაგება, არ მინდოდა მისი დაკარგვა.....დაველაპარაკე და ავუხსენი რომ მე მეგობრობის მეტს ვერაფერს შევთავაზებდი, ვუთხარი რომ მე დათო მიყვარდა და მის მეტს ვერასოდეს შევიყვარებდი...
მეორე დღეს WF გამეთიშა და 5დღე ინტერნეტის გარეშე ვიყავი, ჩემებს და დათოს ტელეფონით ვუკავშირდებოდი. გიგამაც იცოდა ჩემი ნომერი. ალბათ ყველამ იცის საქართველოდან საზღვარგარეთ დარეკვა რაც ჯდება, ვიცოდი მისი ეკონომიური მდგომარეოდა, არ მინდოდა ზედმეტად დახარჯულიყო ჩემს გამო და ორჯერ მეც დავურეკე. ინტერნეტი ჩამერთო, საღამოს ჩვეული დროით სასწავლელიდან დაბრუნებულმა ჩავრთე სკაიპი და გიგამაც დამირეკა, იმ საღამოს დედამისი და თავისი და გამაცნო, ჩემი არსებობის შესახებ დიდი ხანია სცოდნიათ.
დეკემბერის 24-იყო, შობა, ეს დღე იქაურებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემს გერმანელ ოჯახს მეც შევუერთდი და ავღნიშნეთ მათთვის განსაკუთრებული დღე. იმ წუთას მეც იქაური ვიყავი, მეც გადამედო მათი ემოციები და მათი სიხარული, ცოტაოდენი შავი ღვინო დავლიე, ერთმანეთს ვაჩუქეთ საჩუქრები და საღამოს გვიან ავედი ჩემს ოთახში. ჯერ ჩემებს დავურეკე სკაიპში, შემდეგ დათოს დავურეკე ტელეფონზე, რაც უფრო ახლოვდებოდა წასვლის დრო უფრო მენატრებოდა ჩემი ერთადერთი სიყვარული.
გიგას რაც შეეხება, იმ საღამოს საქეიფოდ იყო და იმის გამო დაბრუნდა სახლში რომ ჩემთან ელაპარაკა. ვხვდებოდი რომ ძალიან ვუყვარდი, იმასაც ვხვდებოდი რომ ჩემი საუბრით დღითი დღე იმედი ეძლეოდა. რაღაც ისეთი ტყუილი უნდა მეთქვა მისთვის, რაც გულს აუცრუვებდა ჩემზე.
დამირეკა, თავიდან ჩვეულებრივ ვსაუბრობდით, ის ისე თბილად მელაპარაკებოდა, ისეთ სიტყვებს მეუბნებოდა ვეღარ გავუძელი და ჩემი გეგმის განხორციელებას შევუდექი.
-გიგა ნუ მეუბნები რომ გიყვარვარ, ჩვენ ერთად ვერასოდეს ვერ ვიქნებით გესმის? მე შენ არ მიყვარხარ, მე დათო მიყვარს....რაც შენ გამოჩნდი, ვაღიარებ მის მიმართ ისე ვეღარ ვარ, მაგრამ ვიცი რამდენიმე დღეში მის დანახვაზე ისევ ძველებურად იქნება ყველაფერი.
-ნუ ამბობ მაგას! ნუ მეუბნები თათი რომ არ უნდა მიყვარდე, მიყვარხარ სიგიჟემდე, ისიც არ მაშინებს შეყვარებული რომ გყავს. როცა ჩამოხვალ იცი რას ვიზავ? მაგ შენს დათოს ვნახავ და ვეტყვი რომ შემიყვარდი, ვეტყვი რომ შენ ჩემს გვერდით უნდა იყო. ვიცი შენც არ ხარ ჩემს მიმართ გულგრილი, ამას ვგრძნობ, მაგრამ არ გინდა გამოტყდე!
მისმა ამ სიტყვებმა ძალიან გამაღიზიანა, რატომ შეეპარა ჩემს წლების სიყვარულში ეჭვი? მაგრამ ისიც კარგად ვიცოდი რომ ეს ყველაფერი ჩემი ბრალი იყო. მე მისთვის დიდი ტყუილი უნდა მეთქვა, მხოლოდ იმის გამო რომ შევზიზღებოდი და ჩემზე აღარ ეფიქრა.
-გიგა მისმინე, შენ ყველაფერი არ იცი ჩემს შესახებ....აქამდე არ ვთვლიდი საჭიროდ შენთვის ეს რომ მეთქვა, თუმცა ახლა ვხვდები რომ მართლა გიყვარვარ, მე კი არ მინდა ტყუილი იმედი მოგცე და ასეთი ურთიერთობით გული გატკინო. მე დათოსთან ურთიერთობა მქონდა, მე მისი ვარ! მე მას ვეკუთვნი ყველანაირად გესმის? რაში გჭირდები? მე სხვას ვეკუთვნი, მე ქალიშვილი არ ვარ გიგა გაიგე?
ცრემლები წამომივიდა და გავწითლდი მთლად, მე ხომ მას ამ წუთას საშინელი ტყუილი ვუთხარი. გიგამ თავი კლავიატურაზე ჩამოდო, რამდენიმე ხანს ჩუმად ვიყავით, ბოლოს მომხედა, თვალები დაწითლებული და ჩაწყლიანებული ჰქონდა.
-შენ რა გგონია ეგ რომ მითხარი აღარ მეყვარები? გოგო მე შენი ლამაზი სული მიყვარს, მე შენ მიყვარხარ ასეთი პატარა და საყვარელი რომ ხარ. ვერ აგიღწერ შენმა მაგ სიტყვებმა ჩემზე როგორ იმოქმედა, თუმცა მე არ მაინტერესებს შენი წარსული, მე შენი მომავლით ვინტერესდები, ჩემს წარმოდგენებში შენი მომავალი ჩემს გვერდით არის. მოკლედ ბევრს აღარ აგიხსნი და მოკლედ გეტყვი, ცოლად გამომყვები?
ამ სიტყვების გაგონებაზე დავდუნდიი...ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს თავში რაღაც ჩამარტყეს, გაქვავებული ვუყურებდი, უცებ გავთიშე კომპიუტერი, ტელეფონიც და დავწექი.
განა რა მითხრა ასეთი? ცოლად გამომყევიო...ჰოო, მერე რაა, შეურაწყოფა ხომ არ მოუყენებია? მე ხომ მას ვუყვარდი და ეს ლოგიკურიც იყო! იცით მე სულ სხვა რამის გამო მქონდა ასეთი რეაქცია, იცით რატომ? იმიტომ რომ ადამიანი, რომელიც 6-წლის მანძილზე მიყვარდა მას არ ჰქონდა ჯერ ეს სიტყვები ნათქვამი, დღეს კი ისეთმა ადამიანმა მთხოვა ცოლობა რომელიც 2-თვეა მიცნობს, ისიც სკაიპით, ისეთმა ადამიანმა მთხოვა ცოლობა, რომელმაც იცოდა რომ სხვა მიყვარდა და იცოდა რომ იმ სხვას ვეკუთვნოდი, მართალია მოვატყუე, მაგრამ მას ხომ სჯეროდა რომ ეს ნამდვილად ასე იყო!
მეორე დღეს უამრავი მისგან მოწერილი მესიჯები დამხვდა და დავურეკე სკაიპში, ბოდიში მოვუხადე ასე უცებ გაუჩინარების გამო. ცოლობაზე რათქმაუნდა უარი ვუთხარი, ის სხვა პასუხს არც ელოდა, თითქოს არც გაჰკვირვებია ჩემი უარი.
გადიოდა დღეები, 27-ში საღამოს მივწერე და დავემშვიდობე, რამდენიმე დღე ვეღარ შევეხმიანებოდი, მთხოვა სკაიპში ცოტახნით დამელაპარაკეო და დავურეკე.
-თათი ვიცი ხვალინდელ დღეს როგორ ელოდები, ვიცი ერთი სული გაქვს როდის ჩაეხუტები დათოს, ისიც კარგად იცი მე როგორ მტკივა გული, მაგრამ მთავარია შენ იყო ბედნიერი. ერთი რამ გაიხსენე, გახსოვს შეგპირდი LOVE კევს გიყიდი თქო, მჯერა რომ ოდესმე ერთხელ შემთხვევით მაინც შევხვდებით და აუცილებლად შევასრულებ დანაპირებს. კეთილი მგზავრობა ჩემო სიყვარულო, მიყვარხარ!
ასეთი სიტყვებით დამემშვიდობა გიგა.
საქართველოში 4-კვირით ვიყავი ჩასული, ბოლო 1-კვირა მქონდა დარჩენილი, დაქალთან ვიყავი, ამ დროს გიგა მწერდა, მალევე დავემშვიდობე, ვუთხარი ბილეთის საყიდლად მივდივარ თქო, მკითხა სად ხარო და მეც ძალიან ჩვეულებრივ ვუთხარი ვაგზალზე უნდა გავიდე მეტროთი თქო, რას ვიფიქრებდი რა ჰქონდა გულში..
ამოვედი მეტროდან ჩემთვის მშვიდად და რას ვხედავ....სკაიპში დანახულ ნაცნობ სახეს, ეს გიგაა, ჰოო...გიგააა, მარა აქ საიდან? მივუახლოვდი დაა გიგა ჩამეხუტა. იცოდა ისე არ ვნახავდი, მას კი ძალიან უნდოდა ჩემი ნახვა და ასე შემთხვევით შევხვდით ერთმანეთს. ბილეთის საყიდლად გამომყვა, ფეხით გავიარეთ თან ვსაუბრობდით, ბილეთი გერმანიის საელჩოს ქვემოთ უნდა მეყიდა, შესვლას ვაპირებდი და გიგამ ხელი დამიჭირა.
-თათი გთხოვ არ წახვიდე, დარჩი ჩემთან.
-გიგა ხომ იცი აქ 4-კვირით ჩამოვედი, ზუსტად 1-კვირაში სწავლა მეწყება, დათოს გამოც კი ვერ ვრჩები აქ.....გამიშვი ხელი, გვიანია მალე დაიკეტება ბილეთი უნდა ვიყიდო!
-არა, არ გაგიშვებ, ვერ გაგიშვებ თათი...ძლივს გიპოვე და ვეღარ გაგიშვებ.
ამ ლაპარაკში ტელეფონმა დაურეკა, დედამისი იყო...სახლში ნათქვამი ჰქონდა რომ ცოლი მოჰყავდა, თავისებმა ამბის გასაგებად დაურეკეს, ამის პასუხი კი ასეთი იყო: - მე დაგირეავთ ცოტახანში.
-ხედავ? ყველამ იცის რომ მიყვარხარ, ყველამ იცის რომ დღეს ცოლად უნდა მოგიყვანო, გამომყევი გთხოვ თათიი...მე არ მაინტერესებს შენი წარსული, არც ის მაინტერესებს რომ ჩამოხვედი დათოსთან.....
-რა დათოსთან? რა იგულისხმე? მქონდა თუ არა ურთიერთობა? ჰმ! დამიჯერე შენ ეგ ყოველთვის შეგაწუხებს, აიი ეგ საკითხი სულ შეგაწუხებს, შენს გვერდით მე ვერ ვიქნები და ეს შეიგნე. მე დათო მიყვარს, მე მის გვერდით ბედნიერი ვარ, ახლაც ბილეთს რომ ვიყიდი მის სანახავად მივდივარ. კი რომ ჩამოვედი მასთან ვიწექი, მე მასთან იმაზე მეტი მაკავშირებს ვიდრე სხვებს წარმოუდგენიათ, მე მასთან წლების სიყვარული მაკავშირებს. ამის გაგება გინდოდა? აჰა, ხომ მოისმინე დაწყნარდი? ახლა გამიშვი, არ გაბედო რაიმე უაზრო საქციელის ჩადენა, იცოდე რომ მთელი ცხოვრება იგივე კითხვები შეგაწუხებს რაც ცოტახნის უკან დამისვი.
გიგამ ცივად გამიშვა ხელი, შევედი ბილეთის საყიდლად, რომ გამოვბრუნდი ისევ იმ ადგილას დამხვდა, მეტრომდე მიმაცილა, გზაზე არცერთს არ ამოგვიღია ხმა...მეტროსთან უბრალოდ გადავკოცნეთ ერთმანეთი და წავედი...
თავისუფლებაზე ამოვედი, ცოტახანს მარტო ყოფნა მინდოდა და ყველაფრის გააზრება....რუსთაველის მეტრომდე ფეხით ჩავედი, გზიდან ჩემს შეყვარებულს დავურეკე და მის სანახავად წავედი.
გიგასთან საუბრის შემდეგ ყველაზე მეტად ჩემი დათოს ნახვა და ჩახუტება მინდოდა. მისმა ნახვამ მართლაც დადებითად იმოქმედა ჩემზე, რაღაც საოცარი გრძნობით ჩავეხუტე და ვაკოცე.
მე ახლა საქართველოში ვარ, ამ ამბის შემდეგ 2-წელი გავიდა, მე და დათო ისევ ერთად ვართ, 8-წელია რაც შეყვარებულები ვართ, მე ის მთელი არსებით მიყვარს, ის ჩემი პირველი სიყვარულია, დღესაც მის გარდა ვერავის ვამჩნევ..
მე ახლა საქართველოში ვარ, ამ ამბის შემდეგ 2-წელი გავიდა, მე და დათო ისევ ერთად ვართ, მე ის მთელი არსებით მიყვარს, ის ჩემი პირველი სიყვარულია, დღესაც მის გარდა ვერავის ვამჩნევ..
დღემდე ვერ ვხვდები გიგასთან რა მაკავშირებდა, ის ზუსტად ვიცი რომ მე არ მიყვარდა, ალბათ მართლა შევეჩვიე....მე ის არ დამიკარგავს, დღესაც მაქვს მასთან Fb-ში კონტაქტი, რამდენიმეჯერ ვნახე კიდეც, თქვენ წარმოიდგინეთ და ჩემი სურვილით, თუმცა ახლა ჩვენს ურთიერთობას მეგობრული სახე აქვს, გიგა დარწმუნდა რომ მე მას ამის მეტს ვერაფერს შევთავაზებდი...იცით მან დღესაც იცის რომ მე შეყვარებულთან სექსი მაქვს, ვერ ვუტყდები რომ ეს ტყუილი ჩემს შესაზიზღებლად მოვიგონე, ვფიქრობ ამას ვერასოდეს ვერ გამიგებს და ალბათ ვერც შევძლებ ამის თქმას.
პ.ს ვიცი ბევრი გოგო შეიძლება აღმოჩნდეს ჩემს სიტუაციაში, რაღაც მომენტში შეიძლება შეყვაებულთან გაგიფუჭდეთ ურთიერთობა, ამ დროს გამოჩნდეს თქვენს ცხოვრებაში ნამდვილი „პრინცი“ რომელსაც შეუყვარდებით, რომელიც ყველაფერს გააკეთებს იმის გამო რომ კარგად იგრძნოთ თავი, რომელსაც თქვენი ნაკლიც კი ეყვარება და ისეთად მიგიღებთ როგორიც ხართ, დამიჯერეთ თქვენც მოგეწონებათ მისი ასეთი ყურადღება, რაღაც პერიოდი ბედნიერები იქნებით, თუმცა დადგება ის დღეც, როდესაც მისი ცოლი გერქმევათ და გაანალიზებთ, რომ ისევ ძველი სიყვარული გიყვართ და ეს „ვითომ“ ბედნიერება დროებითი აღმოჩნდება. ყველაზე მტკივნეული იქნება, როდესაც აღმოაჩენთ რომ გყავთ ქმარი, წევხართ ყოველ ღამე მის გვერდით და არ გიყვართ. გეფერებათ, თქვენ კი თვალს ხუჭავთ და წარსულიდან, აი იმ სიყვარულს წარმოიდგენთ რომელიც სიგიჟემდე გიყვარდათ და დროებით დაშორების გამო სხვაში გაცვალეთ, დამიჯერეთ ეს ყველაზე ცუდია შეგრძნება იქნება, რომელიც დღითი დღე გაგანადგურებთ, რომელიც თქვენთვის სიკვდილის ტოლფასი იქნება. ამიტომ ჩემი რჩევაა დროებითმა დაშორებამ, ან უბრალოდ მანძილმა არ შეგაშინოთ, თუნდაც დიდი დაბრკოლების გამო გამოსავალი სხვა ადამიანში არ ნახოთ, არ თქვათ ნამდვილ სიყვარულზე უარი და ნუ გამოეკიდებით ისეთ ადამიანს რომელიც უბრალოდ ცოლობას შემოგთავაზებთ!
მე და ჩემს შეყვარებულს რამდენიმე თვეში 9-წელი გვიხდება რაც ერთად ვართ, მას დღემდე არ უთქვამს ცოლად გამომყევიო, თუმცა ეს ფაქტი არ მაწუხებს, რადგან ვიცი მიზეზი, ისიც კარგად ვიცი რომ მალე, ძალიან მალე წლების სიყვარული დამიფასდება და მე ის აუცილებლად ჩამაცმევს თეთრ კაბას!



№1  offline წევრი D M

eremar
კარგია კაცო ასეთი სიყვარული, იმედია ასაკი გიწყობთ ხელს, ტორემ თ გინდათ დარჩით შეყვარებულებად მეორე იმდენიც^_^
ოღონდ იმას ვერ მივხვდი, თუ ერთი გიყვრს, მეორესთან რატომ გაქვს საერტოდ ურთიერთობა, ასეთი რამ ჩემთვის გაუგებარიიაა??!!

ასაკი გვიწყობს ხელს...ურთიერთობას რაც შეეხება, ეს არ იყო ჩემი მხრიდან ურთიერთობა, მე მას მეგობრად ვთვლიდი. :)

 


№2  offline წევრი winny

საინტრესო ისტორიაა,ვერ ვხდები სხვას რატო უნდა მიწერო როცა სხვა გიყვარს მაგრამ მე არვიცი შენ სტუაციაში რას ვიზავდი,მთავარი ისაა რომ შენი სიყვარული გყავს და არდათომბ არაფრის გამო,ღმერთმა ბედნიერი გამყოფოს და იმედია ქორწილში დამპატიჟებ bowtie ან სურათებს მაინც ვნახავ smiley მოკლედ საინტერესო ადამიანი ხარ და თეთრი კაბა დაგამშვენებდა stuck_out_tongue_winking_eye heart_eyes kissing_heart
--------------------
...

 


№3  offline წევრი kakulia

რა კარგიაააააააააა heart_eyes

 


№4  offline წევრი D M

kakulia
რა კარგიაააააააააა heart_eyes

მადლობაა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent