long live chocolate heroin and vodka
მე არ შემიძლია გიყურო და გითხრა, რომ ყველაფერი რაც აქამდე ყოფილა სისულელე იყო, თუნდაც იმიტომ რომ შენ არ იყავი ჩემთან… წარსულის შეცვლა რომ შემეძლოს ჩემი ცხოვრების დასაწყისში ჩაგაკერებდი… უფრო დიდხანს რომ ვყოფილიყავით ერთად ან უფრო დიდხანს რომ მეფიქრა შენზე… ვერ ვაკონტროლებ საკუთარ თავს... ხმაური ხალხი მჭირდები მიყვარხარ მე არ შემიძლია გითხრა, როგორ მიჭირს მთელი დღე შენი ძებნა. ქუჩებში უაზროდ დავეხეტები და წარმოვიდგენ რომ იმ სკამზე ზიხარ… და მელოდები… ჩუმად გავუვლი ხალხს, თავდახრილი გზას გავუყვები და ჯიბეებში ხელებჩაწყობილი უხმოდ ავივლი კიბეებს… შევალ სახლში და ძალიან დიდხანს ვიჯდები ერთ ადგილას. ბედნიერი ვიძინებდი ხოლმე,როცა საწოლს შენი სურნელი ასდიოდა.ენის წვერზე ვგრძნობ შენს გემოს.დაძინებამდე კედელს ზურგით ავეკრობი ხოლმე...მჭირდები.ვხუჭავ თვალს და ვცდილობ წარმოვიდგინო სიბნელე, რომელშიც მხოლოდ ჩვენ ვართ. ერთმანეთის პირისპირ ვდგავართ და გვესმის ერთმანეთის გულისცემა. რომ შეიძლებოდეს რომ შეიძლებოდეს რომ შეიძლებოდეს რომ შეიძლებოდეს ყოველ ღამით ერთი და იგივე სიზმარს ვხედავ. ვიღვიძებ და ვგრძნობ რომ სხეული დამებზარა,ხელებს ვიხვევ მკერდზე და საკუთარ თავს ვეხუტები.ვერ გავმთელდები უშენოდ,მაგრამ არ მინდა დავიშალო, არ მინდა ნაპრალებიდან მოგონებები გამოძვრნენ და დაიფანტნონ. შენ წახვედი,დასაკარგი აღარაფერი მაქვს. აღარ ვარ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.