შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ძნელი არაა წახვიდე და კარები გაიჯახუნო, ძნელია უკან დაბრუნდე და კარებზე ფრთხილად დააკაკუნო


10-10-2016, 01:18
ავტორი shemiyvare
ნანახია 1 787

რა საოცარი არსებები ვართ ეს ადამიანები.. ერთ დღეს ადამიანს ვაგინებთ და მეორე დღეს ვმეგობრობთ.
ერთ დღეს მეგობრობას ვეფიცებით და მეორე დღეს საკუთარ ინტერესებს ვწირავთ. გიყვარს საჭიროებისთვის და არა სიყვარულისთვის და როცა ამ ყველაფერს საკუთარი თვალით ხედავ, საშინელი იმედგაცრუებაა.
ყოველთვის მტკივა, როცა ადამიანები თავიანთ რეალურ სახეს ამჟღავნებენ. ესეც გაივლის...

პატარა მასხარა

ყოველთვის მოიძებნებიან ისინი, ვინც ტკივილს მოგაყენებენ, მაგრამ არ უნდა დაკარგო რწმენა ადამიანების მიმართ, უბრალოდ ცოტა ფრთხილად იყავი.

მარკესი

"ვისაც არ უნდა შეედარო, მაინც იგივე იქნები, რაც ხარ..."

დოჩანაშვილი

ძნელი არაა წახვიდე და კარები გაიჯახუნო, ძნელია უკან დაბრუნდე და კარებზე ფრთხილად დააკაკუნო

ადამიანები ცდილობენ, ისეთები გახდნენ, როგორიც სინამდვილეში არ არიან. ჩნდება ნიღაბი, გრიმი, პოზა... მე ვიცნობ ერთ კაცს, რომელზედაც ამბობენ, ღიმილს ღამით ჭიქაში ინახავს პროტეზივით, რათა დილით ისევ გაიკეთოსო. ალბათ, რამდენად მშვენიერია ადამიანი თავისი ნამდვილი სახით . და როცა ასეთ ადამიანს ვხვდებით, არ ვუჯერებთ, გვგონია, ისიც გვატყუებს..."
ნურასოდეს მოიტყუებთ თავს. ადამიანი რომელიც თავს იტყუებს და საკუთარი ტყუილების ტყვეობაში ექცევა, საბოლოოდ მიდის იმ მდგომარეობამდე,რომ ვეღარ ანსხვავებს რა არის მართალი როგორც მასში,ისე მის გარშემო და კარგავს საკუთარი თავისა და სხვების პატივსცემას. პატივისცემის არქონა კი სიყვარულისგან აშორებს.
ბოდიშის მოხდა ყველას შეუძლია, მაგრამ მხოლოდ მაშინ შეგიძლია აპატიო, როცა იგრძნობ მის ხმაში სევდას, ჩაიხედავ მის თვალებში და მიხვდები, რომ მან საკუთარ თავს უფრო ავნო, ვიდრე შენ...
სწორად მაშინ ცხოვრობ, თუ იმ ტკივილს, რასაც შენ განიცდი, სხვას აღარ განაცდევინებ...

დიდი ძალაა იმ ადამიანში, რომელიც შესძლებს გაჩუმებას, მიუხედავად იმისა რომ მართალია.
გააკეთე ის, რაც გინდა... იცხოვრე ისე, როგორც გინდა... ოღონდ ნუ აატირებ სხვას, იმისთვის, რომ შენ გაიცინო...
გახსოვდეს, რომ ურთიერთობაში ერთმანეთის სიყვარული უფრო მეტი უნდა იყოს, ვიდრე ერთად ყოფნის "საჭიროება."

რაც მეტად ეცდები იმ ადამიანთან მისვლას, ვინც ვერ გაფასებს, მით უფრო მტკივნეული იქნება მისგან უყურადღებობით მოყენებული დარტყმები..

(ამოკრეფილი)



№1  offline წევრი kakulia

საყვარლობააააააააააააააა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent