მწვანე სხივი
ფინჯანი ჩაი, საყვარელი მელოდია, მილიონზე მეტი ფიქრი გონებაში და აუხდენელი ოცნებების სია სქელ, შავყდიან ბლოკნოტში. ოდესღაც დიდი იმედებით ჩამოწერილი, დღეს ღიმილის გამომწვევი, მაგრამ მაინც სასურველი. რა იქნებოდა ოცნებები რომ ხდებოდეს? ან ვინ თქვა რომ არ ხდებიან? იქნებ უბრალოდ ჩვენთვის ოცნების პროცესი უფრო სასურველია, ვიდრე მიღწეული შედეგი რომელიც იშვიათად თუ აღმოჩნდება ის რაც ცოტა ხნის წინ გვეგონა. როგორც კი ერთ ოცნებას ავისრულებთ მის ადგილს სხვა იკავებს, ასეთები ვართ ადამიანები. მუდმივად რაღაც გვჭირდება, რაღაც მიზანი, რომლისთვისაც ღირს ჩვენი არც ისე გრძელვადიანი ცხოვრება. გარშემო არსებულ სიყალბეს ჩვენი გაყალბების საშუალება რომ არ მივცეთ ამისთვისაა აუცილებელი ოცნება და რომ არა ეს 'რა იქნებოდა მამული'? მე თუ მკითხავთ არაფერი... ასაკთან ერთად იცვლება ჩვენი ოცნებები და არის ასაკი როცა ადამიანები ოცნებას წყვეტენ, ან ამბობენ რომ შეწყვიტეს, თუმცა, სიგიჟეა არ გქონდეს სამყარო სადაც თავს უფლებას მისცემ იყო ის ვინც გინდა, სადაც გინდა და ვისთან ერთადაც გინდა. რა მნიშვნელობა აქვს რაზე ოცნებობ? მთავარია შენს სიგიჟეს მისცე გასაქანი და ცოტა ხნით მაინც, შენს გონებაში იყო იდეალური, იდეალურ სამყაროში. ოცნებასთან ერთად სიცოცხლეს ვწვეტთ და განვაგრძობთ არსებობას, არსებობა კი სიცოცხლეს არ ნიშნავს. მეოცნების იარლიყის ტარების შიშით ამბობენ უარს აღიარებაზე, მაგრამ ყველამ ვიცით გულის ძალიან, ძლიან ღრმა წერტილში რომ ჰაერივით გვჭირდება ოცნება და მის გარეშე უსულო, უფერულ არსებებს ვემსგავსებით. მეათასე ხარისხოვანია აგვიხდება თუ არა ისინი, ნატვრა უფრო სასურველია და რამდენად არაამქვეყნიურ პერსპექტივადაც არ უნდა მიგვაჩნდეს ესაა ერთ-ერთი(და არა ერთადერთი) მწვანე სხივი ჩვენს ცხოვრებაში. დიახაც, მწვანე სხივი, მწვანე ხომ ყველაზე მშვიდი, ლამაზი და ლაღი ფერია. აი ასე.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.