შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

...მას შემდეგ ალბათ ვინმე მიყვარდა, მაგრამ ორმხრივი და გამოხატული ვეღარ იყო - ლუკა კუხიანიძე


13-10-2016, 19:15
ავტორი Ably
ნანახია 9 298

ეყვარებული არა მყავს. და თუ ამაზე მე მალაპარაკებთ გეტყვით, რომ არც არასოდეს მყოლია. დედას რომ კითხოთ, მისი აზრით მუდამ შეყვარებული ვარ. შეიძლება ასე იმიტომ ვფიქრობ, რომ სამუდამო სიყვარულის მჯერა ას წლიანი კი არა, სამუდამო. ურთიერთობები კი რომლებიც იყო და აღარ არის არ მინდა სიყვარული ერქვას. პატარა ადამიანები კი იყვნენ ჩემს ცხოვრებაში, პატარები რაიმე მოფერებით - "ადამიანუკები", მშვენივრად გამოიყურებოდნენ, თითქმის ფანტასტიურად. მეტსაც გეტყვით, ჯერ კიდევ მანამდე სანამ დავუახლოვდებოდი, მანამდე წარმომედგინა ჩემი თავის მის გვერდით და მერე ამ ფიქრებს, ისე მივეჩვიე, თითქოს ეს რეალობაშიც უნდა გადამეტანა და გავაკეთე კიდეც. სიყვარულში დრო რომ გადის, ამას საათი რომელიც კედელზე კიდია ვერ გიჩვენებს, ვერც ხელზე და ვერც ტელეფონზე, ამას ადამიანის თვალებში ხედავ, დრო გადის და რაღაცნაირად თითქოს ადამიანის ნიღაბს ვადა გასდის, შენ კი ნელ-ნელა ხედავ ადამიანის სახეს ნიღაბის გარეშე და როგორც არ უნდა გინდოდეს, იბოჭები. გბოჭავს საყვარელი ადამიანის გამრუდებული სახე, დამახინკებული ხასიათი, შენ კი დალაგებული გქონდა ყველაფერი წინასწარ დაალაგე და აი ეს ვცდები - ოოო, ძალიან ცუდია... ვცდები, აუტანიელია როცა ცდები და მითუმეტეს ადამიანში, ახლა უკვე საკუთარ თავზე ბრაზობ. პატარა ადამიანები კი ყოველთვის იქნებიან ცხოვრებაში. ზოგჯერ, ადამიანები მოუთმენლები ვართ, მგონი ზოგჯერ ზედმეტია და ყოველთვის მოუთმენლები ვართ, ჩქარები. ჩვენ ყველას მოგვწონს ჩვენ-ჩვენი თავები და კიდევაც ვართ სხვებისთვის მოსაწონები, როცა ადამიანი მოგწონს, და მას არ მოსწონხარ გინდა ჯიბიდან შენი თავი ამოიღო და მისცე როგორც რაიმე ნივთი - გადაყლაპოს, დალიოს და შეგისისხლხორცოს, მთლიანად იცოდეს, შენ როგორი ხარ, ასე გგონია, რომ აუცილებლად მოეწონები, რადგან შენ შენ თავში ხარ დარწმუნებული და იცი, რომ რასაც აკეთებ ყველაფერი არაჩვეულებრივია. ეს ყველაფერი კი სიყარულის დასაწყისია, მაგრამ შენ არც ჯიბეში გაქვს შენი თავი და იმ ადამიანამდეც ვერ მიდიხარ, სულ რომ გაკვალული ბილიკი იყოს. პატარა ადამიანუკები კი ყოველთვის იქნებიან ჩვენს ცხოვრებაში - ვისაც მოვწონვართ და ვინც მოგვწონს. სიამოვნება უნდა გაიგრძელოთ, სიყვარულის შენების მუღამი ყველაზე მაგარი მუღამია, ამ ქვეყნად. ბავშვობაში, მამა შოკოლადებს რომ მყიდულობდა, პატარ-პატარა ლუკმებს ვკბეჩდი ხოლმე და ასე ვიხანგრძლივებდი სიამოვნებას. ასე უნდა მოიქცეთ. პატარა ადამიანუკები, როგორც გითხარით, თქვენს ცხოვრებაშიც გამოჩნდებიან, მაგრამ თუ იჩქარებთ საკუთარი სიყვარული მოგიღებთ ბოლოს, ის ადამიანი კი არა - ვინც მოგწონდათ, თქვენივე ფიქრები მოგსპობთ, ჩვენ გვიყვარს საკუთარი ფიქრებისგან ძალიან ბევრის მიღება და ცხოვრებისგან ვითხოვთ ბევრს - რეალობა მეორე მხარეზე გვრჩება. პატარა ადამიანუკები, გიმეორებთ, თქვენს ცხოვრებაშიც იქნებიან სიყვარული კიერთადერთი სიამოვნებაა მთელს ატმოსფეროში და ეს სიამოვნება ღირს ლოდინად, თუნდაც მთელი ცხოვრება მოგიწიოს. დაელოდეთ ადამიანს და ჩემი წერის გარეშე მიხვდებით, რომ ის ერთადერთია, მოვა - ჩვეულებრივი მოსვლით კი არა, მოვა და სამუდამოდ იქნება. ერთხელაც არ გაგეფიქრება, რომ წავა.

ლუკა კუხიანიძე

...მას შემდეგ ალბათ ვინმე მიყვარდა, მაგრამ ორმხრივი და გამოხატული ვეღარ იყო - ლუკა კუხიანიძე



№1 სტუმარი bla

Dzalian momwons Lukas chanaxatebi..sagol...titqos gulubryviloa..pirdapiri..da martali..

 


№2 სტუმარი Xato

Zalian kargia luka martali xar zustad mase xdeba cxovrebashi da sheni chanaxatit imeds davitoveb rom ert dges mova is adamiani vinc cxovrebis bolomde meyvareba...:)

 


№3 სტუმარი Tamo

Eg siaxlea. Momcooooons!

 


№4  offline წევრი მოლურჯო

ეს ბიჭი არის საოცრება.
--------------------
მარიამი

 


№5 სტუმარი ცირა

სიყვარულზე ლაპარაკი ერთი შეხეხვიით ყველასთვის ადვილია ისინი ამბობენ "მიყბარხარ ' მაგრამ ვერ ხვდებიან რას ნიშნავს სიყვარული .... ეს გრძნობაა ერჯერადი და ჩვეულებრივი გახადეს როცა არაჩვეულებრივია... ჩვენ ადამიანები მართლაც სულსწრაფები ვართ ყველა მოგვწონს და ვეძებთ უკეთესზე უკეთესს ისინი კი არ ილევიან საერთო ჯამში ვრჩებით მარტოები ან იმ ადამიამს ამოფარებულნი რომელნიც არ გვეკუთნიან... სიყვარული არის გრძნობა რომელიც უნდა მეფობდეს შენთვის და რჩებოდეს შენში სამუდამოდ სიკვდილის შემდეგაც კი....

 


№6  offline წევრი kakulia

საყვარლობააააააააააააააა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent