ხდება ხოლმე!
ხდება ხოლმე. გაგიელვებს, რაღავც ან ვიღაც მარტის წვიმასავით ცივად, აგვისტოს სიოსავით სასიამოვნოდ და ქუჩის ბოლოს აშტერდები, ფუტკრებივით მოფუსფუსე ხალხს და ფიქრობ ვინმე უნდა მოვიდეს, იმ ფუტრების სკიდან ანდა მეზობელი სკიდან რა აზრი აქვს! მთავარია მოვა. ლოყაზე მოხვედრილი წვიმის წვეთი გარტყმული სილასავით გაფხიზლებს. არ გახსოვს სად ან რისთვის მიდიოდი მაგრამ, მომართულება გახსოვს და მიდიხარ. მიდიხარ იქ, საიდანაც შენივე ფეხით წამოხვედი, ჩრდილოეთით და ოდნავ მარცხნივ და ფიქრობ, ის თუ არ მოვა, შენ მიხვალ. ერევი ხალხში სადაც არავინ გელოდება, ეძებ. მაგრამ შენ არავინ არ გეძებს და ხვდები, ეს არ არის შენი სკა და შენ სხვა ფუქტკარი ხარ, ანდაც ბზიკი ფუტკრების სკაში, რომელსაც გზა აებნა და დაეხეტება სხვა მწერების პირად ზონაში. მეორე დღე. იმავე ადგილზე,გაჩერებს იმავე ელვა, წვიმა და სიო მაგრამ, იცი ამაოა ელვაც, წვიმაც და სიოც. მიდიხარ ჩრდილოეთით და ოდნავ მარცხნივ. სულ ფეხებზე გკიდია სკაც, ფუტკარიც და ბზიკიც. და ფეხი დააბიჯე,გასრისე გვირილა, რომელსაც მისი სუნი აქვს ვისაც ეძებდი ფუტკრებში, ხალხში და სკაში. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.