შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ორდინალური ანუ მე.

7-11-2016, 21:31
ავტორი მარიამი019
ნანახია 1 512

გამარჯობა.გადავწყვიტე ვისაუბრო საკუთარ თავზე,მგონი პირველად. ვიცი,გამიჭირდება რადგან მგონია,რომ სხვები უფრო კარგად მიცნობენ,ვიდრე მე მაგრამ…
შოპინგზე წელიწადში სამჯერ დავდივარ,ვერ ვიტან სიარულს აქედან გამომდინარე დიდხანს არ ვჩერდები ხოლმე მაღაზიებში,ამ რაღაცით კაცებს ვგავარ. ვერ ვიტან ხალხმრავალ ადგილებს,სულ მგონია რომ წუთი-წუთზე გადამთელავენ,შემჭამენ ან რამე მაგდაგვარი...ცხოვრებაში უმაკიაჟოდ დავდივარ,არ მიყვარს ახლად აწყობილი გოგონები,განსაკუთრებით ჩემს ასაკში. ერთი ჩვეულებრივი “ტიპი” ვარ, რაც მომწონს იმას ვაკეთებ,რაც მინდა იმით ვიმოსები და სხვისი აზრებიც ნაკლებად მაინტერესებს. კარიერის აწყობაზე და ზოგადად მომავალზე ჯერ არც ვფიქრობ,უბრალოდ რაღაცას მივყვები,რითიც ნელ-ნელა ყველაფერს ვსწავლობ.ადრე არქეოლოგობაზე ვოცნებობდი,დღეს კი სამართალდამცველობას ვამჯობინებ. სიამოვნებით ვიქნებოდი ადვოკატიც,მაგრამ მხოლოდ უდანაშაულო ადამიანების,თუმცა ამ საქმიანობაზე იმიტომ არ ვფიქრობ,რომ ხალხთან ლაპარაკი არ მიყვარს,მითუმეტეს რამის დამტკიცება.ზოგიერთი ადამიანი პეპლებს აგროვებს,მე კი ყვითელი ფანქრების შეგროვება მსიამოვნებს.ზოგადად ყველაფერ ყვითელს ვამჯობინებ.პოზიტიური არ ვარ,რეალისტიც ნაკლებად,ალბათ უფრო პესიმისტობა შემეფერება. “ბოლოს ყველა მოვკვდებით”, “მაინც არაფერი გამოვა”,”არაფერიც არ გაივლის” და მსგავსი ფიქრები,იშვიათად მაგრამ მაინც აღმოჩნდება ჩემში.
ბარბები არასდროს მყვარებია,თუმცა მათი დანახვისას სულ მიჩნდებოდა სურვილი ამეღო და გავქცეულიყავი,შევსულიყავი ჩემს “საექსპერიმენტო ოთახში” და კვლევები ჩამეტარებინა მასზე,თუნდაც რა მოხდებოდა თუ მის კანს გავჭრიდი და შიგ მოთავსებულ მოწყებილობებს დავამტრევდი…
არასდროს მყვარებია მხიარული ადამიანები,სულ მეგინა რომ ნიღაბს ამოფარებული ფიტულები არიან,რომლებსაც ღიმილი ზედ შერჩენიათ. გულგატეხილ და ძალაგამოლეულ ადამიანებისკენ მიმიწევს გული,ვიცი რომ მათ მიღმა ბევრი ამოუხსნელი ფაქტები და საიდუმლოებებია. ჩვეულებრივი და ნორმალური პერსონაჟები ჩემი სტილი არ არის. ადამიანები ფიქრობენ რომ მეც ძლიერი,გაბედული და განსხვავებული ვარ,თუმცა როგორც ყოველთვის ისინი ცდებიან.
წვიმა მიყვარს...ძლიერი,გრუხუნითა და ელვით გაფორმებული.თავსხმა წვიმაში სეირნობა მიყვარს,მარტო,მხოლოდ მე და ჩემი ფლეილისთი.არასდროს მომისმენია მუსიკა დაბალ ხმაზე,მელოდია მუდამ სხვების ყურამდე აღწევდა.რადგან ამას შევეხე მინდა გითხრათ რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში Sound of silence ამოვიჩემე,თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ როკი ან მეტალი დავივიწყე.
როგორც ასეთი,სიყვარულით არავინ მყვარებია.იმ დღეს ველოდები (დიდი ხანი მომიწევს ლოდინი),როცა თეთრ ცხენზე ამხედრებული პრინცი მოვა და თავის სამფლობელოში წამიყვანს.ამან თუ არ გაამართლა,ბაყაყს მაინც ვიპოვი,რომელიც კოცნის შემდეგ პრინცად გადაიქცევა. მოკრძალებული და ნაზი სიცილი არ მჩვევია,თუმცა ვერც ძალით ღიმილს შეამჩნევთ სახეზე,რის გამოც “სწერვად” ვარ შერაცხული,ხალხის ლიგიკა…
მეგონა,რომ ჩემს დასახასიათებლად 3-4 წინადადებაც საკმარისი იქნებოდა,თუმცა როგორც სჩანს მეტნაკლებად მეც მცოდნია საკუთარი თავის შესახებ რაღაცები. იმედია,არაფერი მოგატყუეთ…
ნახვამდის.

№1  offline აქტიური მკითხველი tamo1804

ამბობ, პესიმისტი ვარო და თეთრ რაშზე ამხედრებულ პრინცს ელი.. ამბობ, ძლიერი და გაბედული არ ვარო და უდანაშაულო ადამიანების დაცვისკენ მიგიწევს გული.. ჩვეულებრივი ვარო, თუმცა სწორედ იმ ყველაფრით ხარ გამორჩეული, რაც მოგვიყევი :) კარგი გოგო ხარ შენ (ასეთი შთაბეჭდილება შემექმნა), წარმატებები! პ.ს კოლეგის რჩევად მიიღე და არ გამინაწყენდე, "სამართალდამცველები" არაა სწორი ფორმა, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლები შეგიძლია თქვა ხოლმე :))

№2  offline წევრი მარიამი019

tamo1804

არა,პირიქით მადლობა ჩასწორებისთვის ❤ ის "საპარისპირო" დახასიათებები კი გამიზნული იყო,არ ვიცი რამდენად სწორად გამომივიდა მაგრამ.. :დდდ

№3  offline აქტიური მკითხველი tamo1804

მარიამი019

ჩემამდე სწორად მოვიდა ნამდვილად :-)

№4  offline წევრი kakulia

ძალიან ძალიან საყვარლობაა heart_eyes kissing_heart

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent