შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თხუთმეტი წლის შემდეგ.


8-11-2016, 17:30
ავტორი mariako1997
ნანახია 1 657

თოვდა, ევლინებოდა დედამიწას თეთრი ფანტელები..
ცაც თეთრი იყო და მთაბარიც.
სიცივეს სილამაზე ერთვოდა და ეს სილამაზე, აუფერულებდა ყოველგვარ სიცივეს.
მციოდა, ჰო მეც მციოდა. ისე როგორც, ქუჩაში დამგზავრებულ რამოდენიმე ბავშვს.
ცხვირი ჟოლოსფერ შეფერილობას იღებდა, ტუჩები გამწითლებოდა. თითქოს ვერ ვგრძნობდი, მე ხომ გული ყველაფერზე მეტად მტკიოდა.
ჰო, არც ახლა მიგრძვნია სიცივე.
რომელ სიცივეს ვიგრძნობდი, უკვე 15 წელი იყო რაც გაყინული დავდიოდი.
არც ის მიგრძვნია ეკლის გვირგვინს რომ მადგავდნენ. ვხვდებოდი რომ არ არსებობდა ტკივილი, რომელიც ჩემს გულისტკივილს აღემატებოდა.
ისევ თოვდა, მე კი ისევ მივაბიჯებდი.
უკვე თხუთმეტი წელი იყო გასული, თუმცა ეს მხარე თეთრად შეღებილი არასდროს მენახა.
მოგონებები რომლებიც ამ პატარა სოფელთან მაკავშირებდა ისევ მახსენებდენ თავს, როგორც მრავალჯერ.
ვფიქრობდი რომ ერთგულება, ყველაზე დიდი ნიჭი არ არის. ეს იგივეა რაც აჩუქო შენი ცხოვრება მას, ვისაც არაფრად უღირხარ.
ვიცოდი, ვიცოდი რომ დაუფასებლობა, მომიღებდა ბოლოს და ეს იქნებოდა დასასრული.
ეს მხარე ყოველთვის ფერადი იყო,საქართველო არა მაგრამ ეს სოფელი მუდამ კაშკაშებდა.
მუდამ, ჩემს გულში იყო და თავს არასდროს მავიწყებდა. ამ სოფელმა, დამანახა ცხოვრება ორი მხრიდან, ეს იყო სითბო და სიცივე.
ახლა მციოდა, მაგრამ ზუსტად ვიცოდი მის კარს, რომ მივუახლოვდებოდი, გამოიდარებდა.
ალბათ მისთვის დაუჯერებლად იჟღერებდა, ყოველი ჩემი სიტყვა. ის მე არ მიცნობდა.
ჰო, ის არ ფიქრობდა ასე მაგრამ ეს რეალობა იყო.
რეალობა რომელიც მწარეა,დღევანდელობა.
გული მტკიოდა და მის მოსაშუშებლად, მხოლოდ ერთი ადამიანი მჭირდებოდა.
იქნებ მართლაც ყოფილიყო, ახალი ფურცელი, თუნდაც ამ ტანჯული 15 წლის შემდეგ.
მე არასდროს მავიწყდებოდა გზები,გზები რომელიც შეყვარებულმა ვიარე.
ვხვდებოდი, რომ მოგონებები, ჩემში ცხოვრობდნენ.
ნაბიჯს, ნაბიჯს ვაყოლებდი. უკან კი ნაკვალევს ვტოვებდი.
ნაკვალევს რომელსაც არავინ გამოყვებოდა,არავინ დაუწყებდა ძებნას.
შორი გზიდან მომავალს, ფეხები სულ გამყინვოდა. თუმცა მაინც უმნიშვნელო იყო, ყოველი შგრძნება.
მალე მივუახლოვდი სახლს,რომელიც მოგონებებს ანადგურებს და ოცნებებს ამსხვრევს.
ეს მისი სახლი იყო.
მის სამშობლოში, ისევ ციოდა... ისევ თოვდა...
ისევ კვამლი ამოდიოდა ბუხრებიდან...
ისევ მაკანკალებდა...
ახლა თვალებზე წყვილი სისველეც გაჩნდა.
სისველე რომელიც, ცრემლებს ჰგავდა.
ისევ იქითკენ იყო მზერა მიმართული, საითაც წლების წინ.
ის აივანზე იჯდა,ეწეოდა..
შეცვლილი ?
შეცვლილი არ ყოფილა. ისევ ბავშვურად მიყურებდა, მაგრამ ახლა ბევრად დაბნეული იყო.
შემდეგ ვიღაც, ახალგაზრდა ქალი, გამოვიდა ხელში პლედი ეჭირა. მას მოეხვია და პლედი ზურგზე მოახურა.
ვიდექი..ვიდექი... კიდევ, ვიდექი...
მიკვირდა რატომ არ ვეცემოდი.
რატომ არ ვეცემოდი სამუდამოდ.
მერე გავბრუნდი, უკან არ მიმიხედავს.
ისევ მციოდა, ისევ ვტიროდი, ისევ მტკიოდა.
მაგრამ ჩემს გარდა ამ ტკივილს ვერავინ გრძნობდა,ვერავინ იზიარებდა,ვერავინ განიცდიდა.
არავის არავის ანაღველდა!!



№1  offline წევრი kakulia

ძალიან ძალიან საყვარლობაა heart_eyes kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent