მოულოდნელად შემიყვარდი
არვიცი რატომ, როდესაც გაგიცანი ერთადერთი სურვილი ჩავიფიქრე რომ ნეტავ ჩემი ბიჭი ყოფილიყავი... არვიცი რამდენად დამაჯერებლად ჟღერს .. ერთი ნახვით ისიც მხოლოდ სურათზე , თავიდანვე იგრძნო რომ მის მიმართ ძალიან სხვანაირი ხარ ... შემიძლია ამაყად ვთქვა რაც შენ გაგიცანი მის მერე მიჭირს ბიჭებთან თავისუფლად კონტაქტი,ვიცი და შენც იცი რომ ამას არ მიშლი არაფერს მეტყვი იმის გამო რომ ვინმეს მივწერო რადგან არაფერს გრძნობ ჩემს მიმართ. უბრალოდ მგონია მაინც რომ ჩემი შეყვარებული რომ იყო არ მოგეწონებოდა ესეთი ჩემი საქციელი .. ვცდილობ ყველანაირად დავსერიოზულდე სწავლას მოვეკიდო , გაკვეთილების შემდეგ სხვა წიგნი წავიკითხო რამე საინტერესო თუნდაც სიყვარულზე .მინდა გავხდე ისეთი გოგო რომელიც მოგეწონება, შეგიყვარდება , რომელიც იქნება იმის ღირსი რომ შენს გვერდით იყოს და ერქვას შენი გოგო. შემიყვარდი მოულოდნელად, განა მე ვიცი როგორ? არა არვიცი რადგან არ მიფიქრია ამაზე თუ რატომ რისთვის როგორ როდის შემიყვარდი , აი ესე უცებ შემოიჭერი ჩემს გულში , ისე უცებ რომ ვერ გავიგე როდის შემოდი , არც ვიცი რატომ რადგან შენ ჩემგან ძალიან შორს ხარ , მაგრამ მართალია ალბათ ის სიტყვები რომ "დრო და მანძილი , ნამდვილ სიყვარულს ვერაფერს ავნებს" მაგრამ ნამდვილი სიყვარული? ესე შეიძლება რომ უნახავად შეგიყვარდეს ნამდვილად? ალბათ , კი შეიძლება რადგან დარწმუნებული ვარ რომ მე შენ ნამდვილად მიყვარხარ . მინდა დავამრკიცო რომ არასოდეს დამავიწყდები მაგრამ როგორ რა შემიძლია ამის გასაკეთებლად . მინდა რაც შეიძლება მალე შემოგხედო თვალებში , გითხრა რომ მიყვარხარ , მიყვარხარ და ამ სიყვარულს ვერანაირი ძალა დაშლის , მინდა გითხრა რომ შენ ჩემი ენერგია ხარ რომელიც დილიდან მეუფლება შენი შემხედვარე . მინდა გითხრა რომ პოზიტივი ხარ , რომელსაც შეუძლია ატირებული გამაცინო. ადამიანი ხარ რომლის გამოც შემიძლია მთელ მსოფლიოს წინ დავუდგე და ომი გამოვუცხადო, შეიძლება ძალიან სუსტი მოგეჩვენო რადგან ვერ შევძლებ იმის გაკეთებას რომ ეს სიტყვები პირდაპირ გითხრა , რადგან შემრცხვება ვიცი . შემრცხვება იმის რომ შენგან რადიკალურად განვსხვავდები, შენ ჩემნაირ ადამიანს არასდროს შეიყვარებ, შემრცხვება იმის რომ ჩემნაირი გოგო შეეცდება აგიხსნას თუ როგორ უყვარხარ. მაგრამ მე შემიძლია გადმოგცე წერილობით ეს სიყვარული , შემიძლია გადმოგცე თვალებით და გულით შემიძლია გადმოგცე ერთი შემოხედვით რაც ბევრ გოგოს არ შეუძლია . სიტყვები? სიტყვები ეს უბრალოდ ჩიტივითაა, ტუჩები კი ალბათ გალია ... გალიიდან როგორც ჩიტი გააფრინდება , ესე მიფრინავს ტუჩებიდან სიტყვები. ჩემს თვალებში იმალება ის სევდა რომელიც უშენობამ, შენგან შორს ყოფნამ გამოიწვია , ჩემს გულში იმალება ის სიყვარული რომელიც შენს მიმართ არის გაჩენილი, ჩემს უცნობ წერილში იმალება ის "დაწერილი" სიტყვები რომელიც ჩემი გულიდან მოდის თითები წერენ და თვალები უყურებენ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.