მაპატიე
მაპატიე საკუთარო თავი, რომ არ იყავი ყოველთვის საუკეთესო, მაპატიე საკუთარო თავო, რომ ხშირად აკეთებდი იმას რაც არ გინდოდა, მაპატიე საკუთარო თავო, რომ ვერ შეძელი ის, რაც გსურდა, რომ დღეს მარტო ხარ, რომ დღეს არავინ გყავს, ვისაც დაელაპარაკები ისე, როგორც საკუთარ თავს, რომ შენი ღამეები უფრო საინტერესოა ვიდრე შენი დღეები .. რომ შენ უფრო მეტი სარკმელი გაქვს ვიდრე სახლებს, რომ შენ ადამიანები უფრო ადვილად გტოვებდნენ ვიდრე გრძნობები, რომ ყველას მიეცი ნება შენთვის ფეხებით გადაევლოთ, რომ ახლა აქ ხარ და იმის ნაცვლად რომ რაიმეს აკეთებდე გადასარჩენად ფურცელზე სიტყვების რახა-რუხით იბრძვი ! მაპატიე საკუთარო თავო, რომ არც საამაყო გახდი და არც სასიქადულო რომ პირობებს არღვევ, რომ ბედნიერი არც ხარ და არც მიიღწვი ამისთვის, მაპატიე საკუთარო თავო, რომ ყოველ ღამით ტირი, რომ შენს თავს მისტირი და სხვებს მისტირი, რომ არ ცდილობ ძლიერი იყო, რომ აღარ გინდა წინ იარო, მაპატიე საკუთარო თავო, რომ სასუწარკვეთაში ხარ და არ იცი როგორ დააღწიო თავი რომ არავინ გყავს ისეთი, ვინც ღამით შემთხვევით გადახდილ საბანს ჩუმად გადაგაფარებს და ერთადერთი რაც შეგიძლია თავად გაათბო შენი გაყინული თავი.. მაპატიე საკუთარო თავო, რომ უსასრულო მოლოდინში ხარ, რომ არც კის ამბობ არც არას, რომ უსუსრად გადაიქეცი და იმედგაცრუების გარდა ვერაფერთან მიდიხარ მაპატიე საკუთარო თავო.. მაპატიე .. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.