შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყინულისფერი


20-11-2016, 01:34
ავტორი Marsian
ნანახია 1 332

ვიდექი მინდორში და ვტიროდი, ვტიროდი უცრემლოდ.
ვგრძნობდი გათელილი ბალახის სისველეს და მიწის ვიბრაციას. სხეული დამებზარა, სული ნაპრალებიდან იღვრებოდა ლავად და ბალახის უსუსურ ღეროებზე ცრელმებად იბნეოდა.
****
იმ ბიჭისთვის, ვის გამოც პირველად ვიტირე, მე ვიყავი აღმოსავლეთის ქარი ზამთრის ცივ დღეებში მზის სხივებთან ერთად დარიჩინის, სანდალოზისა და მიხაკის სუნელი რომ მოაქვს. ჩვენი სახლის უკან იდგა დიდი მტირალა ტირიფი. საღამოობით ვუყვებოდი ზღაპრებს გოგონებზე სიყვარულის სანაცვლოდ სულს რომ ყიდდნენ და უმადურ კაცებზე. ხოლო მაშინ, როცა ეძინა მისი საწოლის წინ მუხლებზე მდგარი ვლოცულობდი მისთვის, რომ არასდროს დაეკარგა იმედი.
იმის გამო მიმატოვა, ვისი თვალებიც ღამეს ჰგავს და მე შევიძულე შავი ფერი.
****
ფიქრობდა რომ ჩემს კანს ასდიოდა ფორთოხლის არომატი. ბიჭი, რომელმაც მასწავლა კოცნა, ამბობდა რომ მე ვიყავი სამხრეთის ცხელი ქარი. ხორბლისფერი კანით, მოხატული თვალებითა და საიდუმლოებებით მოცული ქალი, უდაბნოს რომელიმე ოაზისიდან. ის მთხოვდა მემღერა ვარსკვლავებით მოჭედილ ცასა და ჩამავალ მზეზე, მე კი მხოლოდ ის მინდოდა, ჩემი ტუჩები რომ მოექცია კბილებს შორის და გაეხლიჩა მწიფე ატმის მსგავსად.
ის გოგო შეუყვარდა, ვისი ხმაც იმაზე სევდიანია ვიდრე წყლის სიღრმეებში მცხოვრები ყველა ნოზის და მე დავიფიცე რომ აღარასდროს ვიმღერებდი.
****
ის ბიჭი, ვინც პირველად შეეხო ჩემს სხეულს, იყო ძალიან ჩუმი და ჩემში დასავლეთის ქარის დანახვას ცდილობდა. ჩემს მკერდს ჰქონდა მარილისა და თავისუფლების გემო და როგორც პატარა ბავშვი დედის რძით, ის იკვებებოდა ჩემით. ეკვროდა ჩემს სხეულს და ცდილობდა ასე მაინც ეგრძნო ის, რისთვისაც გამბედაობა არასდროს ეყოფოდა. ჩემით მთვრალს რომ ვხედავდი,მეგონა არასდროს მოუნდებოდა წასულიყო.
გოგო რომელსაც შეეკედლა, ისეთივე ჩუმი იყო როგორც თვითონ და მე შევიყვარე ხმაური.
****
ბიჭი რომელიც პირველად შეეხო ჩემს გულს, ძალიან მგავდა. მისთვის ვიყავი ჰაერი, რომელიც სჭირდებოდა. ჩვენ ერთად ვსვამდით ბარებში და ვცეკვავდით ტანგოს, ვინაწილებდით სიგარეტს და არასდროს ვჩერდებოდით. მისთვის ვიყავი ქალი, ქალი რომელიც სურთ. ოთახი სავსე იყო ვნებით. ჩვენ ვიყავით წითელი და შავი. მძინარეს მეფერებოდა თმებზე და მის ყინულისფერ თვალებში დაცურავდა სევდა.
მას ეშინოდა არ გამხდარიყო ჩემზე დამოკიდებული.
მიმატოვა.
გარდავიცვალე.
****
სხვებისთვის უბრალოდ ვიყავი ნიავი ან სიო, მათ მოსწონდათ ჩემი გახრწნილი სხეულის სუნი, მე მძულდა ყველა.
გარბოდნენ ჩემგან და ბრუნდებოდნენ, მე მხოლოდ მის ყინულისფერ მზერას ველოდი.
****
ვიდექი მინდორში და ვტიროდი, ვტიროდი უცრემლოდ.
მე ვიყავი ჩრდილოეთის ქარი და მიუხედავად ჩემი სიცივისა, დაბზარული სხეულიდან სული ლავასავით დნებოდა და ბალახის უსუსურ ღეროებზე ცრემლებად იბნეოდა.



№1  offline წევრი Marsian

Yvavi.
ეჰ, მერი...
შენნაირი გოგონები ყველაზე მეტად იმსახურებენ სიყვარულს.

<3 მადლობა

MoonLady
დამადუმე...

მიხარია თუ მოგეწონა <3

 


№2  offline წევრი Marsian

MonsTer №13
აღმოსავლთის სურნელი მოიტანა <3

<3

 


№3  offline წევრი kakulia

ძალიან ძალიან საყვარლობაა heart_eyes kissing_heart

 


№4  offline წევრი Marsian

kakulia
ძალიან ძალიან საყვარლობაა heart_eyes kissing_heart

<3 <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent