წერილი საკუთარ მეს
გადაუხადე მადლობა უფალს რომ კარგად ხარ და თუ ცუდად ხარ გჯეროდეს რომ ყველაფერი კარგად იქნება ... გაგეცინება ალბათ რამოდენიმე წელში როცა ამ წერილს ნახავ, მაგრამ ახლა არ გეცინება გამარჯობა, ძვირფასო მე როგორ ხარ? ალბათ ისევ ცუდად ან კარგად ალბათ, აღარავინ დაგრჩა ყველა წავიდა და დამიჯერე ეს ყველაფერი შენი ხასიათის ბრალია ისევ ისეთი ხარ? რა შეგცვლიდა? ყოველთვის გეშინოდა მარტო დარჩენის ყოველთვის გეშინოდა, რომ ვერავინ გაგიგებდა და ყოველთვის ბოლოს მარტო შენ იქნებოდი მხოლოდ ვერავინ შეგიყვარებს ვერავინ გაგიგებს შენი ბრალია მხოლოდ შენი ძვირფასო მე შეიცვალე ხასიათი არასოდეს ატკინო ადამიანებს გული არ დაამცირო სხვები ნურასოდეს იფიქრებ რომ სიცოცხლე აღარ გინდა ნურასოდეს იფიქრებ რომ ყველა მიდის და აღარავინ ბრუნდება დააფასე შენი თავი იმით კი არა, რა გაქვს სამყაროსგან და ადამიანებისგან, არამედ იმით, რა აქვს სამყაროს და ადამიანებს შენგან ნუ გაეკიდები იდეალურ ადამიანებს ნუ გაეკიდები მათ ვინც არ მიგიღებს ნუ გაეკიდები მათ რომლებსაც არ დააინტერესებთ რა გჭირს, როგორ ხარ, რა ხდება ახალი ნუ მისტირი წარსულს რადგან წარსულის შეცვლა ყველა ადამიანს შეუძლია მომავლით ნუ გჯერა რომ სიყვარული არ არსებობს რადგან ვიცი რომ ერთ დღეს შენც შეგიყვარდება შეიძლება გული გატკინონ ზედ გადაგიარონ მაგრამ უნდა წამოდგე და გზა გააგრძელო ნუ მიხვალ იქ სადაც შენი ადგილი არ არის ნუ მიხვალ იქ სადაც ვერ იგრძნობ სიმშვიდეს თავისუფლებას ნუ მიხვალ იქ სადაც დაგამცირებენ მიდი იქ სადაც მიგიღებენ ისეთს როგორიც ხარ ნუ იფიქრებ რომ ადამიანების წასვლით მთავრდება ყველაფერი რადგან ყველა ადამიანი ბრუნდება მაგრამ ძალიან გვიან ნუ იტირებ რაც არ უნდა მოხდეს ნუ იტირებ იმის გამო, რომ ვერ მიგიღეს, გამოგაგდეს ზურგი შეგაქციეს მიხედე დედას და მამას ადამიანებს რომლებსაც უნდოდათ ყოველთვის, რომ კარგად ყოფილიყავი მიხედე ბიძას რომელსაც ვერასოდეს აფასებდი ვერასოდეს ხვდებოდი რომ კარგი უნდოდა შენთვის ახლაც ვერ ხვდები დააფასე ადამიანები რომლებსაც აინტერესებს როგორ ხარ ნუ იქნები ერთფეროვანი ნუ იქნები სხვა ადამიანებზე დამოკიდებული ისე, რომ არ შეგეძლოს მათ გარეშე ცხოვრება. ამით არ ვასრულებ ისევ მოგწერ შენი წარსულის მე |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.