სიამაყე,როგორც ასეთი
სიამაყე ,როგორც ასეთი ყურადღება! დაიკარგა სიამაყე.. მპოვნელი დასაჩუქრდება უთბესი ღიმილით! იცი? დიდხანს ვეძებდი ,მაგრამ ვეღარ ვიპოვე. თითქოს უკვალოდ გაქრა. ჩემს ხასიათს ერთი პატარა,მაგრამ უმნიშვნელოვანესი ნაწილაკი დააკლდა. ვფიქრობ შენთან ახლოს უნდა იყოს,ან იქნებ სწორედ შენში არის. გონებამ ,როგორც ყოველთვის ახლაც მოიწადინა და აღმოაჩინა სიამაყის დაკარგული დოზა. ეს რა არის? ჩემი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი გათელილია,ზედ მრავალი ნაბიჯი ატყვია. ალბათ შენი მუქი ლურჯი ფეხსაცმლის ნაკვალევია აი ,იმაზე გეუბნები მე რომ მაგიჟებს. თუმცა ეს სიგიჟე რა მოსატანია ჩემს გაფრენასთან?! მე ცოტა გიჟი მე ცოტა ხელოვანი საზოგადოდ სხვა შენთვისკი ტიპიური ვდგავარ ახლა შენს წინაშე და გიყვები ამბავს,თუ როგორ მომპარე სიამაყე. და კვლავაც არ ვაპირებ ვიმართლო თავი ,რადგან ვიცი ჩემი PERSONALITY მაინც არ მომცემს ამის უფლებას. ვხედავ გაგეღიმა. იცოდი რომ ჩემი მონოლოგი წარმოუდგენელი იქნებოდა ინგლისური სიტყვის გარეშე. ვერ ვთმობ ხომ იცი ამ ჩვევას... ისევე,როგორც რეიკი ჟოან მადუს გეგა თინას ტარიელი ნესტან-დარეჯანს თევზი წყალს ან უბრალოდ ისევე, როგორც მე შენ . ვიცი ,რომ პროტესტია ეს ჩანახატი... ვეღარასდროს შეისისხლხორცებს ჩემი სულიერება დაკარგულ სიამაყეს... თუმცა ერთი რამ კი დაზუსტებით შემიძლია ვთქვა: შენ არასდროს მომიტან გვირილებს! რომელსაც მე ასე ველი.. თეთრი რომანტიკაც წითლად შეიღება. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.