შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უფერული


1-12-2016, 20:59
ავტორი ფერია
ნანახია 1 273

დავიღალე იცი ?!
დღეიდან გადავწყვიტე აქ ვწერო . არ ვიცი რამდენად სწორია ,თუმცა იქნებ მომირჩეს მარწუხები. ყველა დღე ამოვიღებ ჩემ წუხილს და გაჩვენებ შენ . სულს გავაშიშვლებ მხოლოდ შენთვის .
მე და შენ ვისაუბრებთ . ეს უფრო მონოლოგს გავს შინაგან მესთან ,ვიდრე დიალოგს რომელიმე დაქალთან.
ძნელია როცა არ იცი რა გინდა ... შეიძლება ბედნიერი ხარ ... ან არა . უბრალოდ არ იცი და მორჩა.
გზას მივუყვები 12საათი სრულდება . ჩემთვის დილაა ,თქვენთვის შუადღე ახლახანს დაიწყო. ეს სამყარო თითქოს არარაობაა და ყველაფერი ერთიორად იაფასიანი მეჩვენება . გზად მოხუცმა გამიარა ისე აათვალიერა ჩემი წითელი შარვალი და ფერადი ჯინსის პერანგი თითქოს ცირკიდან გამოქცეული მასხარა ვყოფილიყავი. თავისთვის ჩაიცინა . მე კი მეწყინა და ტუჩი ორმაგად ავიბზუე . ჩემი ფერადი ვიზუალი სულაც არ გამოხატავდა სულიერებას . მწარედ გამეღიმა .
შემდეგ ქალი და ბავშვი შემხვდა . ორივე გატენილ პარკებს მოათრევდა . ქალს თმა სულ მთლად ყალყზე დადგომოდა,სახე კი აწითლებულიყო. წამით ჩავფიქრდი ... იქნებ როგორ უნდა ,რომ მის ქმარს მოჰქონდეს ზემოთ აღნიშნული ნივთები .. იქნებ როგორ უნდა,რომ მასაც კოცნიდეს სამსახურიდან დაბრუნებული მეუღლე .იქნებ საერთოდაც ბედნიერება იმალება მისი გაცრეცილი მაისურის უკან .
ან შეიძლება აღარ არის ის ვინც მას სჭირდება ,ის ვინც ტვირთს მასთან ერთად ზიდავდა .
ბევრი იქნებ გაჩნდა ჩემს გონებაში .
სულ ბოლოს კი კვლავ მოხუცი შემხდა . ნელი ტემპით მიუყვებოდა ფოთლებით დაფარულ გზას.. ჩამიარა .. იცი,მისი თვალები მარტოობას ამბობდა . ვიგრძენი ,რომ არავინ ყავდა ისეთი ვინც გაუგებდა ,დაელაპარაკებოდა ან თბილად ჩაეხუტებოდა და დაკოჟრილ ხელებს დაუკოცნიდა.
მასწავლებლიდან მომავალს მანქანების ჯგრო დამიხვდა ტაძართან . თავიდან მეგონა კიდევ ერთი ტიპიურად ბედნიერი წყვილის ქორწინებას აღნიშნავდა ბრბო ,თუმცა შევცდი . ადამიანმა დატოვა ამქვეყნიური ცხოვრება . ხალხის სიმრავლის გამო გულში ვიფიქრე ალბათ ვინმე სერიოზული იყო თქო .. ჩემს ფიქრზე მეთვითონ გამეღიმა და ისიც დავურთე ალბათ ჩემი მეზობელი მუდამ მოუწესრიგებელი ,თუმცა ოდეს მუსიკოსი კოლია რომ მოკვდეს ვერც ვერავინ გაიგებს თქო. ამ ნაფიქრალს შინაგანი მეს პროტესტი მოყვა . შემდეგ მეწყინა ,სულ ბოლოს კი სინანულს ვგრძნობდი მხოლოდ .
ნახევარი დღე ასე გავლიე .
თითქოს უაზროდ ,თანაც აზრიანად .
რათქმაუნდა დილიდან ის გამახდენდა . სხვანაირად არც იქნებოდა !
უჩვეულოდ მომენატრა .
თუმცა მე სულ მენატრება . ურალოდ ჩემი სიამაყე არ მაძლევს აღიარების უფლებას . მართალიც არის ,იცის,რომ გული მეტკინება . მიცავს .
მის ჩახუტებას ველოდები მთელი დღე .ისიც გამოჩნდა დიდი ლოდინის შემდეგ . ძველებურად თავდაჯერებული იყო . ღმერთო ჩემო არ შემიძლია მასზე თამამად საუბარი .
ის ხომ სხვაა ,
ის ხომ მიუწვდომელია .
ყველაფერს მივცემდი .
ყველაფერს დავთმობდი და მას ვერა .
არა ,გატყუებ მას არათუ ვერ ,არამედ არასდროს დავთმობდი !
შეიძლება ამ ამბავზე წლების შემდეგ ამოუსუნთქვად ვიცინო .. მაგრამ იქნებ წლების შემდეგ აღარც ვიყო. ვინ იცის .



№1 სტუმარი გვანცა))

აჰამ..
კარგი გოგო ხარ❤

 


№2  offline წევრი kakulia

ძალიან ლამაზი ჩანახიატიაა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent