ახალი წლის არომატი
მახსოვს , 31 დეკემბერია, ცარიელ ქუჩაზე, ხელებ გაშლილი მივრბივარ ... მის გამხდარ სილუეტს ძლივსღა ვარჩევ. -ლუკა დამიჭირე , მე აქ ვარ !!! - ორივე ხელს გიჟივით ვაქნევ და ვხტუნაობ. ის მორბის ჩემსკენ ,მე კი ხელებს ვშლი და თვალებს ვხუჭავ . ვგრძნობ ლუკა აქ არის ... მისი მწვანე თვალები განსაკუთრებულად ანათებს, ფეხის წვერებზე ვიწევი და ნაზად ვკოცნი ამ სინთლეს. ლუკა უფრო მაგრად მიხუტებს . მე კი , გათოშილი ხელებით მის ხვეულ თმას ვეფერები . პირველი თოვლის ფიფქი ლამაზად ეცემა ოქოროსფერ ბიჭს . -ლუკა თოვლი ... -არაფერი არ თქვა, გთხოვ ... მხოლოდ ფეირვერკების გამაყრუებელი ხმა ისმის , ჩვენ კი უძრავად მდგავართ . -გრძნობ? -მეკითხება ლუკა იმდენად ვარ გართული ფეირვერკების ყურებაში ,რომ მისი ხმა არ მესმის . -გრძმობ ? - ლუკას თბილი ტუჩები ყურებზე მეხება -რრრას? -დაბნეული ვპასუხობ -არომატს - ლუკა თითქმის ჩურჩულით მელაპარაკება ჰაერს ვისუნთქავ , თუმცა ვერაფერს ვგრძნობ . -ლუკა ცხვირი გამეყინა მგონი -ჩუმად ვხითხითებ . -ამით არაფერს გრძნობ - მძმედ სუნთქავს და გულზე გრძელ თითებს მადებს. ჩუმად ვარ , მეშინია არაფერი გავაფუჭო . წუთიერი დუმილის შემდეგ ლუკა აგრძელებს, -იცი ?აქ ახალი წლის არომატია . თვალს ავლებს გაყუჩებულ ქუჩას , შემდეგ კი მე მისწორებს მზერას . -როგორი არომატია ეგ?- დაეჭვებით ვეკითხები ლუკას -თუ არ გიყვარს ვერც გაიგებ ... -ხო იცი , რომ მე მიყვარხარ - გაბუტული ვშორდები მის მკლავებს. -მომისიმნე -ის ხელის სწრაფი მოძრაობით მაბრუნებს ჩემს ძველ ადგილას-მოდი დავივიწყოთ ეს ამბავი კარგი ? გთხოვ , თითქოს არც არაფერი ყოფილა. -ამას ვერ დავივიწყებ -გაბუტული ტონით ვეუბნები ლუკას და მის მკლავებს ვშორდები ის ცოტახანს მიყურებს თითქოს ჩემს თვალებში რაღაცის ამოკითხვას ცდილობს . - მარჯვენა ხელი მაჩვენე - ცოტა ხანი დაეჭვებით ვუყურებ შემდეგ კი , გაყინულ ხელს ლუკასკენ ვიშვერ . -ახლა თვალები დახუჭე- ისევ ვემორჩილები და დაღლილობისგან დამძიმებულ ქუთუთოებს ერთმანეთს ვაწებებ . ყურთან სითბოს ვგრძნობ , დაძაბული ვდგავარ, ვერ ვხდები რა ხდება . -ცოლად გამომყვები ? თვალებს დენდარტყმულივით ვახელ , ლუკა მეხვევა ,ჩემს მარჯვენა ხელს კი უბრალო ვერცხლის ბეჭედი ამშვენებს . -ეტყობა პასუხი იცოდი , ჩუმად ვბუტბუტებ და ნაზად ვკოცნი მის ხალებით დაფენილ ყელს . … თვალებს ვახელ და ყველაფერი ლამაზი სიზმარივით ქრება . ჩემს აივანზე ვდგავარ , ცალ ხელში უკვე გაცივებული უშაქრო ყავა მიჭრავს, მეორე ხელით კი აივანს ვეყრდნობი . ცაზე ფეირვერკები მონაცვლეობით ამოდიან და ჩადიან . სახლში ტელეფონი განუწყვეტლივ რეკავს, შემდეგ კი ჩუმდება ... ირგვლივ გამეფებულ სიჩუმეს მძიმე ნაბიჯების ხმა არღვევს , ვგრძნობ ის მოდის . -აქ რატომ დგახარ ? - მისი მამაკაცური ხმა გულს მიჩქარებს -ასე უბრალოდ ...-ჩემთვის ვიღიმი. -თუ ასე განიცდი , ეგება თავიდან ... -ნუ ღელავ - სიტუაციის განსამუხტად მისკენ ვტრიალდები და ვუცინი. -რატომ შეიცვალე ასე ? - სევდანარევი ხმით მეკითხება. -მე არ შევცვლილვარ ,დრო შეიცვალა - ისევ ვუღიმი და საკუთარი თავის მიკვირს სიმშვიდეს როგორ ვინარჩნებ. -გილოცავ ახალ წელს ...- მეუბნება ის და თვალს ჩემს უკან სივრცეს უშტერებს -ლამაზია არა ?!-ვეკითხები და ისევ ძველს პოზას ვუბრუნდები . აივნის მოაჯირი კი, საშინლად ცივია . -შემოდი გაცივდები- თითქოს მზრუნველად მეუბნება ის . -არ მინდა გმადლობთ -ჩემთვის ვბურდღუნებ და ნაცნობ ქუჩას ვაშტერდები . სიჩუმე ისევ ბატონობს ატმოსფეროზე ... ქაოსი, აზრები ,ქაოსი, აზრები ... ასე გადის ალბათ , ერთი საათი ... ის ისევ უკან დგას ზუსტად ისე ... -იცი ვშორდებით მაგრამ ერთი რამე ნამდვილად დავასკვენი წუთიერი სიჩუმის შემდეგ ,ის მის ჩამქრალ მწვანე თვალებს მისწორებს და ძლივსძლიობით მეკითხება, -რა ? -შენ მართალი ხარ მე შევიცვალე -ვპასუხობ მე . ის მოგებულის ღიმილით მიყურებს და თვალებს ისევ ჩემს უკან სივრცეს უშტერებს . -იცი რატომ ? რაც არ უნდა უცნაური იყო , მეშევიგრძენი ახალი წლის არომატი ... გაფითრებული ლუკა ჩემსკენ მოიწევს , მაგრამ უკვე ძალიან გვიანია... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.