ელიზაბედი
აი მეც გავბედე ჩანახატის გაკეთება....პირველად ვწერ და ისიც კი არვიცი როგორ დავიწყო....ჰო მართლა მე ელიზაბედი მქვია. ჩემს სათქმელს რამდენად კარგად მოვიტან თქვენამდე არვიცი რადგანაც არმეხერხება კარგად გრძნობების გამოხატვა....ამ ბოლო დროს ძალიან შევიცვალე...საკუთარ თავს ვეღარ ვცნობ ამას ყველა ამჩნევს....ხოლო როდესაც მეკითხებიან თუ რამჭირს პასუხს ვერ ვცემ რადგანაც ამ კითხვაზე პასუხი თავადაც ვერვიპოვე....პრინციპში თქვენ გამხადეთ მე ასეთი ცივი...!!! თქვენი ბრალია რომ ასეთი ვარ! როცა ამხელა სიყვარულს ვავლენდი თქვენს მიმართ პასუხად სიცივის მეტს ვერაფერს ვიღებდი! როცა გვერდით გედექით და ვცდილობდი გასაჭირში არმიმეტოვებინეთ პასუხად არაფერს ვიღებდი....ჰოდა მეც გავცივდი გავუხეშდი ...სწერვა გავხდი და ახლა თქვენი სითბო აღარაფერში მჭირდება შეგიძლიათ თქვენთვის შეინახოთ....მე ვისწავლე გრძნობების დამალვა....არგამოხატვა და დუმილი! დაფიქრდით ხალხნო! თქვენ ძალიან დიდ როლს ასრულებთ ადამიანის პიროვნების ჩამოყალიბებაში....ჰო ყველაზე საშინელებაა როდესაც ყველას მიმართ ნდობა გაქვს დაკარგული...არავის იმედი აღარ გაქვს....საკუთარი თავის რწმენაც კი დაკარგული გაქვს თავში ყველაფერი თავდაყირა დგას არვიცი როგორ მოვიქცე რაგავაკეთო....ვის ვენდო და ვის არა .....ეს ყველაფერი ძალიან საშინელებაა .....ვინც მგონია რომ არასოდეს მიღალატებს და სულ ჩემთა იქნება სწორედ ის მვტოვებს და მიაქვს ჩემი სულის ნაწილიც....მათგან უბრალოდ მრჩება ერთი დიდი მოგონება რომელიც ყოველ წუთს მახსენებს თავს....ამ სამყაროდან გაქცევა მინდა და ამ ყველაფერს მუსიკის საშუალებით ვცდილობ... თითქოს სხვა განზომილებაში გადავდივარ და წამიერად მავიწყდება ყველაფერი მაგრამ თავში ისევ ნეგატიური აზრები ამოტივტივდება და ეს შინაგანად მკლავს მაცოფებს მაღიზიანებს....მტკივა არვიცი როგორ მოვიქცე....საკუთარ თავსაც კი გავურვიბარ გარეგნულად ვცდილობ სიმშვიდე შევინარჩუნო....ღიმილით ვინიღბები და არავინ საერთოდ არავინ არიცის რახდება ჩემს თავს ...რასვგრძნობ რა მტკივა ....რას განვიცდი და რამხელა ზიანს მაყენებს თოთოეული თქვენი ნათქვამი სიტყვა ! საკუთარ თავში იმდენად ჩავიკეტე არავისთან ურთიერთობა აღარ მინდა ყველა მაღიზიანებს საკუთარი ოჯახის წევრებიც კი....ყველასგან შორს მინდა ყოფნა .....რთული პერიოდი მაქვს ნამდვილად რადგანაც წელს აბიტურიენტი ვარ ალბათ ამის ბრალიცაა ჩემი ხასიათის ასეთი ცვალებადობა. მასწავლებლიდან როგორც კი ვბრუნდები ეგრევე ჩემს ოთახში ვიკეტები როგორც უკვე ავღნიშნე ოჯახში თუ რამეს მეტყვიან ეგრევე ვფეთქდები, ამიტომ თავის მოსათოკად განმარტოებას ვარჩევ....ჰო ხატვა მიყვარს ძალიან ჩემი ჰობია რასაც სიტყვებით ვერვამბობ ხოლმე ვცდილობ უთქმელი აზრები ნახატით გადმოვცე....და დავიცალო ემოციისგან.....ძალიან ცუდი ხასიათი მაქვს ვერავის ვერვგუობ მარტო ყოფნა მიყვარს .....ყველაფერს მირჩევნია ზღვის ნაპირზე სეირნობა და ტალღების ხმის მოსმენა ეს სრული ნეტარებაა ჩემთვის.....ყველას უცნაური ვგონივარ პრინციპში ეგრეცაა მართლა უცნაური ადამიანი ვარ საკუთარ თავს მეც ვერაფერი გავუგე ....სულ გაქცევაზე ვფიქრობ ვის ან რას გავურბივარ თავადაც არვიცი....ალბათ საკუთარ თავს უფრო.....მოსაწყენია ამდენი ამაზრზენი ადამიანის გვერდით ცხოვრება და ის უფრო მშლის ნერვებზე რომ ამყველაფერზე საუბარი არშემიძლია გვერდით არმყავს ისეთი ადამიანი ვინც გამიგებს რჩევას მომცემს და უბრალოდ რთულ მომენტში დამეხმარება....ალბათ მკითხავთ სად არის ამ დროს დედა და რატომ არმივმართავ მას დასახმარებლად ჰო გიპასუხებთ ის ჩემს გვერდითაა ფიზიკურად მაგრამ არა სულიერად, მეშინია რომ ვერგამიგებს ან შეშლილი ვეგონები....ძალიან ვარ საკუთარ თავში ჩაკეტილი...თანატოლებისგან განსხვავებით არც გართობა მიზიდავს და არც მათანირი ცხოვრების სტილი.....ერთადერთი რამ რაც კი მიზიდავს მარტო ყოფნაა და მარტო ცხოვრებაა ზღვის პირას....რა კარგი შეგრძნებაა როდესაც დილით იღვიძებ აივანზე გადიხარ და გაცქერი უკიდეგანო ზღვას აგრეთვე სასიამოვნო ტალღების ხმა ჩაგესმის და ზღვის არაჩვეულებრივ თავისებურ სურნელს შეიგრძნობ....ალბათ მე ამ სამყაროს მხოლოდ ფიზიკურად ვეკუთვნი, სულიერად კი მკვდარი ვარ! ან სხვა განზომილებაში ჩემს წარმოსახვით სამყაროში ვცხოვრობ.... ძალიანაც ნუ გამკიცხავთ ან ნაწერის გამო უბრალოდ ვეცადე გადმომეცა ის რასაც ვგრძნობ.... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.